აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 17/01/2007
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 17/01/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240010.32.040.000001
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
17/01/2007
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 1, 17/01/2007
010240010.32.040.000001
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2007 - 25/01/2012)

აფხაზეთის მთავრობის

დადგენილება 1

2007 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, №4, 30.11.2004, მუხლი 7) 142 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები (შემდეგში  აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები):

ა) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (55 საშტატო ერთეული);

ბ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში (22 საშტატო ერთეული);

გ) აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში (47 საშტატო ერთეული).

2. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჯგუბურია) და აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე) უზრუნველყონ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობები ფინანსური და მატერიალური ბაზით.

3. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა 2 კვირის ვადაში აფხაზეთის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინონ მათდამი დაქვემდებარებული წარმომადგენლობის დებულების პროექტი და სტრუქტურა.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                           მ. აკიშბაია