დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/01/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.061.016299 |
|
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შექმნის შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2007 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე №1, 17.01.2007წ., მუხლი 1) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება; ბ) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის №3 დადგენილება; გ) „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 5 მარტის №10 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები