დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.017304 |
|
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით (ვებგვერდი, 27/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017229) დამტკიცებულ „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:
„მუხლი 5. გარდამავალი დებულებები იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად, რაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას და აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა დაუძლეველ ძალად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე და 171-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით განსაზღვრული საურავისაგან, თუ იგი 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევას ან მისი რეექსპორტის განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები