„თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016734
01-30/ნ
19/03/2020
ვებგვერდი, 20/03/2020
470230000.22.035.016734
„თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-30/ნ

2020 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 01/05/2018, სარეგისტრაციო კოდი: 470230000.22.035.016502) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წლის 16 ოქტომბრის N5128-Iს საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველ მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ამ ნაწარმის შესახებ ინფორმაციის ანგარიშგების ფორმა (დანართი 3).  

4. გასახურებელ თამბაქოსა და თამბაქოს ახალ ნაწარმში შემავალი ნივთიერებების გაზომვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი (დანართი 4).“.

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია შეტყობინების სახით ცენტრს მიაწოდოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №3 და №4 დანართებით განსაზღვრული ინფორმაცია ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება ცენტრს უნდა მიეწოდოს შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე.“.

4. მე-3-მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

1. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან (გარდა გასახურებელი თამბაქოსი) გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინის, კუპრის, მხუთავი გაზის) ზღვრულად დასაშვები ნორმების, მათი გაზომვისა და რეგულირების წესებისა და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობის, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმებისა  და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში, ასევე კოლოფსა/ბლოკსა და შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150 დადგენილებით  (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის №150  დადგენილება) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ: ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილ/აკრედიტებულ ლაბორატორიაში, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და, ასევე, სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად.

  2.  თამბაქოს ახალი ნაწარმის და გასახურებელი თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი აღნიშნულ ნაწარმში შემავალი ნიკოტინისა და სხვა ნივთიერებების საერთო კონცენტრაციის გაზომვას ატარებს საკუთარი ხარჯებით. აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა ცენტრისთვის ხდება ამ ბრძანებით განსაზღვრული დანართი №4-ის შესაბამისად.

მუხლი 4

1. ამ ბრძანებით დამტკიცებულ №1, №2, №3 და №4 დანართებში მითითებული ინფორმაციის  ანგარიშგების დროს დაცულია თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის კომერციული საიდუმლოება და ამგვარი ანგარიშგება არ აწესებს თამბაქოს მწარმოებლებზე ან/და იმპორტიორზე დაუსაბუთებელ ტვირთს ამ ინფორმაციის შედგენისა და ანგარიშგებისთვის საჭირო დროის, ხარჯების და ძალისხმევის კუთხით. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის სისწორე და სრულად წარადგინოს იგი. ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა (მათ შორის არაზუსტი/არასრული წარდგენა) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1557 მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის პასუხისმგებლობას.

 2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1557 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებისა და შესაბამისად, 239-ე მუხლის 38-ე ნაწილის გათვალისწინებით, ცენტრი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თამბაქოს მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ამ ბრძანებით დამტკიცებული №2 და №3  დანართებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმების შევსებისას თავად უთითებს შესაბამის ველში იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, რომელიც წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. 

 4. მონაცემები თამბაქოს ნაწარმში შემავალი ინგრედიენტებისა და ნივთიერებების კონცენტრაციის დონის შესახებ, აგრეთვე გამოყენებული ინგრედიენტების ტოქსიკოლოგიური მონაცემების შესახებ არ განიხილება კონფიდენციალურ ინფორმაციად და შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის.

 მუხლი 5

ცენტრი პასუხისმგებელია არ გაამჟღავნოს ამ ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3 და №4 დანართებით მიღებული ინფორმაცია, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიზნებიდან გამომდინარე უზრუნველყოს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, მიიღოს შესაბამისი ზომები აღნიშნული დამუშავებული ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართი (ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი

1. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის  №150 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ: ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის შესახებ ანგარიში.

2. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 მარტის  №150 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების, კერძოდ: ნიკოტინის, კუპრისა და მხუთავი გაზის კონცენტრაციის გაზომვის ჩატარებაზე უფლებამოსილი ლაბორატორიის:

ა) დასახელება და საქმიანობის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) დასკვნა (ცნობა) გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების თაობაზე.‘‘.

6. ბრძანებას დაემატოს №3 (გასახურებელი თამბაქოს და თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ამ ნაწარმის შესახებ ინფორმაციის ანგარიშგების ფორმა) და №4 (გასახურებელ თამბაქოსა და თამბაქოს ახალ ნაწარმში შემავალი ნივთიერებების გაზომვის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი) დანართები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე