დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4/4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020250050.35.111.016443 |
4/4
27/02/2020
ვებგვერდი, 05/03/2020
020250050.35.111.016443
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 141-ე მუხლის მე-16 ნაწილისა და „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მალთაყვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 10 მაისის №12/32 განკარგულების საფუძველზე, საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები (დანართი №1-ის შესაბამისად). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მალთაყვის უბნის ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (დანართი №2-ის შესაბამისად). |
| მუხლი 3 |
დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით დამტკიცებული რეგულაციები არ ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, კუნძული კოლიმბარის ტერიტორიაზე და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე- საკადასტრო კოდები: №04.02.12.820 და №04.02.12.821. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები