ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 132
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.021843
132
27/02/2020
ვებგვერდი, 02/03/2020
330090000.10.003.021843
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032.00 კვ. მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №132

2020 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე მუხლისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2032 კვ. მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.15.030, №74.06.11.268, №74.06.11.341, №74.06.11.258, №74.06.11.330) განაშენიანების რეგულირების გეგმა თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია