დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 503 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/03/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016999 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/03/2020 - 09/07/2020)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს 2 მოადგილე (ოპერაციების დირექტორი და ფინანსების დირექტორი), რომლებსაც მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრების ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების დანართის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული ცხრილის 70-ე, 72-ე და 75-ე გრაფებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 28 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული ცხრილის: ა) 70-ე გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 3 აპრილიდან; ბ) 75-ე გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 8 აპრილიდან; გ) 72-ე გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან. |
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები