დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №503 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 576 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017070 |
|
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებითა და პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, აგრეთვე, 2020 წლის 21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის საფუძველზე (მოქმედებდა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით) დაწესდა რიგი შეზღუდვებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №503 ბრძანებით გათვალისწინებული ჭიათურის, ხობისა და ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრების გახსნის თარიღების გონივრული ვადით გადაწევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №503 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.03.2020წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ2“ ქვეპუნქტი: „რ2) ქარელის იუსტიციის სახლი;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრების ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების დანართის შესაბამისად.“;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დებულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული ცხრილის მე-17, 71-ე, 73-ე და 76-ე გრაფებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 28 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართით განსაზღვრული ცხრილის: ა) 76-ე გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 5 ივნისიდან; ბ) 73-ე გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 12 ივნისიდან; გ) 71-ე გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 26 ივნისიდან; დ) მე-17 გრაფა ამოქმედდეს 2020 წლის 10 ივლისიდან. 3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 3 სექტემბრიდან.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის საზოგადოებრივი ცენტრები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები