დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესის“ დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 14/01/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 20/01/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 090.013.003.163 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/01/1998 - 19/10/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.163
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება N 1
1998 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1.
"დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესი" შემუშავებულია "დაზღვევის შესახებ" კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად და განსაზღვრავს სადაზღვევო რეზერვების დანიშნულებისა და შექმნის წესს.
მუხლი 2.
მზღვეველი, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის ფინანსური შედეგების განსაზღვრით, საანგარიშო თარიღის მდგომარეობით გაიანგარიშებს სადაზღვევო რეზერვების ოდენობას.
მუხლი 3.
სადაზღვევო რეზერვი იქმნება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში დაზღვევის თითოეული სახეობის მიხედვით.
მუხლი 4.
დაზღვევის სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვის ჯამი წარმოადგენს მზღვეველის სადაზღვევო რეზერვს საანგარიშო თარიღისიათვის.
მუხლი 5.
მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვების შექმნის შესახებ ანგარიში წლიურ ბალანსთან ერთად წარედგინება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 6.
სადაზღვევო რეზერვების წინამდებარე წესებთან შეუსაბამობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური მოქმედებს "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 7.
1. "დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესში" გამოყენებული ძირითადი ცნებები და აღნიშვნები:
ა) P - საბაზისო სადაზღვევო პრემია;
საბაზისო სადაზღვევო პრემია - საბაზო მონაცემი ტექნიკური რეზერვების გამოანგარიშებისას.
ბ) სადაზღვევო ბრუტო-პრემია-დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ფულადი თანხა.
გ) Q - გადაზღვევის მაჩვენებელი;
გადაზღვევის მაჩვენებელი-გადამზღვევის წილი სადაზღვევო ანაზღაურების თანხაში.
დ) Z- საანგარიშო თარიღისათვის განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების ოდენობა;
განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალი-საანგარიშო თარიღისათვის განცხადებული ზარალი, რომელიც არ არის ან სრულად არ არის ანაზღაურებული;
ე) X - ხარჯები ზარალების დარეგულირებისათვის;
ხარჯები ზარალების დარეგულირებისათვის - სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის მოცულობის შეფასებასთან დაკავშირებული საექსპორტო, სასამართლო,საკონსულტაციო და სხვა სახის მომსახურებისათვის გადახდილი ფულადი თანხების ოდენობა.
ვ) X1 - ადმინისტრაციული ხარჯები;
ზ) X2 - აკვიზიციური ხარჯები;
თ) K - გადაზღვევის კომისია;
გადაზღვევის კომისია-რისკის გადაზღვევისათვის, გადამზღვევის მიერ მზღვეველისათვის გადახდილი ფულადი თანხა.
ი) R1 - გამომუშავებული პრემიის რეზერვი;
კ) R2 - განცხადებული, მაგრამ დაურეგულერებელი ზარალის რეზერვი;
ლ) R3 - მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი;
მ) R4 - გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი;
ნ) R5 - კატასტროფათა რეზერვი;
ო) საანგარიშო თარიღი-ყოველი კალენდარული წელი.
პ) საანგარიშო თარიღი-ყოველი კალენდარული წლის 31 დეკემბერი.
ჟ) სადაზღვევო პორტფელი-მზღვეველის მიერ აღებული სადაზღვევო ვალდებულებების ერთობლიობა.
რ) სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა-დროის მონაკვეთი სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან კანონით ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ თარიღამდე.
ს) სადაზღვევო ვალდებულება-მზღვეველის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სადაზღვევო ანაზღაურების ვალდებულება სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
ტ) დაზღვევის სახეობა - მზღვეველის მიერ განხორციელებული სადაზღვევო საქმიანობის სახე.
უ) სადაზღვევო რეზერვები-სადაზღვევო ვალდებულებების შესრულებისათვის მზღვეველის მიერ შექმნილი ფონდები.
ფ) კატასტროფა-დაუძლეველი ძალის მოქმედების ან ფართომასშტაბიანი ავარიის შედეგად გამოწვეული მოვლენა, რომელსაც მოჰყვა რამოდენიმე სადაზღვევო შემთხვევა.
ქ) განუცხადებელი ზარალი-სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე გამოწვეული ზარალი, რომელიც საანგარიშო თარიღისათვის არ ეცნობა მზღვეველს;
ღ) გამაფრთხილებელი ღონისძიებები-მზღვეველის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ალბათობის შემცირება;
ყ) გადამზღვეველი-ორგანიზაცია, სადაც მზღვეველი ახდენს მის მიერ აღებული რისკების გადაზღვევას;
შ) გადაზღვევის ხელშეკრულება-მზღვეველსა და გადამზღვეველს შორის გადაზღვევის ოპერაციის განხორციელებისას დადებული ხელშეკრულება.
მუხლი 8.
სადაზღვევო რეზერვების შექმნა ხდება თანდართული ფორმების მიხედვით.
თავი II
საბაზისო სადაზღვევო პრემია და სადაზღვევო რეზერვების ფორმირების წესი
მუხლი 9.
გამომუშავებული პრემიის რეზერვის გამოანგარიშებისას საბაზისო სადაზღვევო პრემიად მიიჩნევა საანგარიშო პერიოდში შემოსული სადაზღვევო ბრუტო-პრემია, გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის შექმნაზე მიმართული თანხების,აკვაზიციური ხარჯებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გამოკლებით.
მუხლი 10.
მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვისა და კატასტროფათა რეზერვის გამოანგარიშებისას საბაზისო სადაზღვევო პრემიად მიიჩნევა საანგარიშო პერიოდში მიღებული სადაზღვევო ბრუტო-პრემია.
მუხლი 11.
1. სადაზღვევო რეზერვებში შედის ტექნიკური რეზერვები და გამაფრთხილებელი ღონისძიებების რეზერვი.
2. ტექნიკური რეზერვებია:
ა) გამომუშავებული პრემიის რეზერვი;
ბ) ზარალების რეზერვი:
განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი; მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი;
გ) კატასტროფათა რეზერვი;
დ) მზღვეველს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე შეუძლია შექმნას სხვა სახის ტექნიკური რეზერვები, მათ შორის ზარალიანობის მერყეობის რეზერვები.
ე) გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი.
მუხლი 12.
გამომუშავებული პრემიის რეზერვი წარმოადგენს იმ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე შემოსული საბაზისო სადაზღვევო პრემიის ნაწილს, რომელთა მოქმედების ვადა სცილდება საანგარიშო თარიღს, ხოლო სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად.
მუხლი 13.
1. გამომუშავებული პრემიის რეზერვის გამოანგარიშებისას საქაოთველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული "საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესებით" გათვალისწინებული დაზღვევის სახეობები იყოფა 2 სააღრიცხვო ჯგუფად.
2. I სააღრიცხვო ჯგუფს მიეკუთვნება:
ა) უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა (3);
ბ) სამედიცინო დაზღვევა (4);
გ) სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (5);
დ) ტვირთების დაზღვევა (8);
ე) ყველა სხვა სახეობის ქონების დაზღვევა (9), გარდა ჩამოთვლილი (5), (6), (7), (8), სახეობებისა;
ვ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის დაზღვევა (11);
ზ) გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (12);
თ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (13);
ი) ყველა სხვა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (15) გარდა ჩამოთვლილი (11), (12), (13), (14) სახეობებისა;
კ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (6);
ლ) საწყლოსნო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (7).
3. II სააღრიცხვო ჯგუფს მიეკუთვნება:
ა) ფინანსური რისკების დაზღვევა (10);
ბ) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა (14);
მუხლი 14.
1. I სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობის ერთწლიანი ვადით დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის გამომუშავებული პრემიის რეზერვის ოდენობა გამოიანგარიშება:
ა) მეთოდით "PRO RATA TEMPORIS";
ბ) მეთოდით "1\12";
გ) მეთოდით "1\4";
დ) მეთოდით "1\8";
ე) "თვემდე დამრგვალების" მეთოდით.
მუხლი 15.
1. თუ საანგარიშო პერიოდში დაზღვევის სახეობაში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების საერთო რაოდენობა არ აღემატება 50-ს, გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოითვლება მეთოდით ""PRO RATA TEMPORIS".
2. გამომუშავებული პრემიის რეზერვის ოდენობა საანგარიშო თარიღისათვის პროპორციულია სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედების ვადის დამთავრებამდე დარჩენილი დღეების რიცხვისა და გამოითვლება ფორმულით:
R1(I) = P (I) * (M(I)-N(I))/M(I)
სადაც,
R1(I) - I - ური სადაზღვევო ხელშეკრულებისათვის გამომუშავებული პრემიის რეზერვის ოდენობაა;
P(I) - I - ური სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიაა;
M(I) - I - ური სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაა დღეებში;
N(I) - დღეების რიცხვია, I - ური სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან საანგარიშო თარიღამდე.
3. თუ საანგარიშო პერიოდში, დაზღვევის სახეობაში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების საერთო რაოდენობა აღემატება 50-ს გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოითვლება მეთოდით "1/12".
4. მეთოდით "1/12" გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება საანგარიშო პერიოდის თითოეული თვის განმავლობაში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებებით მიღებული ერთობლივი საბაზისო სადაზღვევო პრემიის გამრავლებით II დანართში მოცემულ, გამომუშავებული პრემიის რეზერვის გამოსათვლელ კოეფიციენტზე.
5. მზღვეველებს შეუძლიათ გამოიყენონ მეთოდი "1/8", თუ საანგარიშო პერიოდში მიღებული ერთობლივი საბაზისო სადაზღვევო პრემიის განაწილება აკამაყოფილებს შემდეგ პირობას:
P1+P4+P7+P10>P2+3P3+P5+3P6+P8+3P9+P11+3P12
სადაც,
P1, P2.....P12 - საანგარიშო პერიოდში თვეების ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიაა.
6. მეთოდით "1/8" გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება ცალკეული კვარტლის ფარგლებში თვეების მიხედვით ძალაში შესული სადაზღვევო ხელშეკრულებებით მიღებული ერთობლივი საბაზისო სადაზღვევო პრემიის გამრავლებით III დანართში მოცემულ, გამომუშავებული პრემიის რეზერვის გამოსათვლელ კოეფიციენტზე.
7. მზღვეველებს შეუძლიათ გამოიყენონ მეთოდი "1/4", თუ საანგარიშო პერიოდში მიღებული ერთობლივი საბაზისო სადაზღვევო პრემიის განაწილება აკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
2P(1)+P(2)+2P(7)+P(8)>P(4)+2P(5)+3P(6)+P(10)+2P(11)+3P(12)
8. გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება თითოეული ნახევარწლედის ფარგლებში თვეების მიხედვით ძალაში შესული სადაზღვევო ხელშეკრულებებით მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიის გამრავლებით IV დანართში მოცემულ გამომუშავებული პრემიის რეზერვის გამოსათვლელ კოეფიციენტზე.
9. გამომუშავებული პრემიის რეზერვის ოდენობა ერთ წელზე მეტი ან ნაკლები ვადით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებისათვის გამოიანგარიშება "თვემდე დამრგვალების" მეთოდით.
10. "თვემდე დამრგვალების" მეთოდით გამომუშავებული პრემიის რეზერვი პროპორციულია სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის დამთავრებამდე დარჩენილი თვეების რიცხვისა და გამოიანგარიშება ფორმულით:
R1(I) = P(I) * (X(I)-Y(I))/X(I)
სადაც,
X(I) - I - იური სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადაა, გამოსახული თვეებში, ყოველი არასრული თვე ითვლება სრულად;
Y(I) - თვეების რიცხვია, I-ური სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან საანგარიშო თარიღამდე. ყოველი არასრული თვე არ ითვლება თვედ. 11. სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის დროს გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება "თვემდე დამრგვალების" მეთოდით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად ჩაითვლება უკანასკნელი სადაზღვევო შენატანით დაფარული სადაზღვევო პერიოდი.
მუხლი 16.
II სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობის სადაზღვევო ხელშეკრულებისათვის გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიის სრული ოდენობით სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის სრულ გასვლამდე.
მუხლი 17.
სადაზღვევო პრემიის განვადებით გადახდის დროს II სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობის სადაზღვევო ხელშეკრულებისათვის გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიის სრული ოდენობით სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის სრულ გასვლამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად ჩაითვლება უკანასკნელი სადაზღვევო შენატანით დაფარული სადაზღვევო პერიოდი.
მუხლი 18.
დაზღვევის სახეობაში გადაზღვევის ხელშეკრულების არსებობის დროს, მზღვეველის გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
R1მ = R1-R1 * Q
სადაც,
R1მ - გადაზღვევის დროს მზღვეველის გამომუშავებული პრემიის რეზერვია.
მუხლი 19.
დააზღვევის სახეობების მიხედვით გამოანგარიშებული გამომუშავებული პრემიის რეზერვის ჯამი შეადგენს მზღვეველის გამომუშავებული პრემიის რეზერვს საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 20.
განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი იქმნება დაურეგულირებელი ზარალის შესრულების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 21.
თუ ზარალი განცხადებულია, მაგრამ ზიანის მოცულობა დაუდგენელი, განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის გამოანგარიშებისას გამოიყენება ზარალის მაქსიმალურად შესაძლო სიდიდე სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
მუხლი 22.
განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის ოდენობა საანგარიშო თარიღისათვის გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
R2 = Z + X
სადაც,
R2 - განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის ოდენობაა საანგარიშო პერიოდში;
X - განისაზღვრება საანგარიშო პერიოდში არსებული დაურეგულირებელი ზარალის ოდენობის 3 პროცენტით.
მუხლი 23.
დაზღვევის სახეობაში გადაზღვევის ხელშეკრულების არსებობის დროს, მზღვეველის განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
R2მ = R2 - R2 * Q
სადაც,
R2მ - მზღვეველის განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვია.
მუხლი 24.
დაზღვევის სახეობების მიხედვით გამოანგარიშებული განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვის ჯამი შეადგენს მზღვეველის განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვს საანგარიშო თარიღისათვის.
მუხლი 25.
მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი იქმნება განუცხადებელი ზარალის ანაზღაურებისათვის.
მუხლი 26.
1. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვის გამოანგარიშებისას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული "საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესებით" გათვალისწინებული დაზღვევის სახეობები იყოფა 2 სააღრიცხვო ჯგუფად.
2.I. სააღრიცხვო ჯგუფს მიეკუთვნება:
ა) უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა (3);
ბ) სამედიცინო დაზღვევა (4);
გ) სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (5);
დ) ტვირთების დაზღვევა (8);
ე) ყველა სხვა სახეობის ქონების დაზღვევა (9), გარდა ჩამოთვლილი (5), (6), (7),(8), სახეობებისა;
ვ) საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (6);
ზ) საწყლოსნო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (7);
თ) ფინანსური რისკების დაზღვევა (10);
ი) ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხსიმგებლობის დაზღვევა (14).
3.II. სააღრიცხვო ჯგუფს მიეკუთვნება:
ა) ავტომოტოტრასპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (11);
ბ) გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (12);
გ) პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (13);
დ) ყველა სხვა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (15), გარდა ჩამოთვლილი (11), (12), (13), (14) სახეობებისა.
მუხლი 27.
I სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობებისათვის მომხდარი,მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი გამოიანგარიშება საანგარიშო თარიღისათვის გაფორმებული იმ სადაზღვევო ხელშეკრულებებით მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიის ხუთი პროცენტის ოდენობით, რომლებზეც სადაზღვევო ვალდებულება არსებობს.
მუხლი 28.
II სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობებისათვის მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი გამოინგარიშება საანგარიშო თარიღისათვის გაფორმებული იმ სადაზღვევო ხელშეკრულებებით მიღებული საბაზისო სადაზღვევო პრემიის შვიდი პროცენტის ოდენობით, რომლებზედაც სადაზღვევო ვალდებულება არსებობს.
მუხლი 29.
დაზღვევის სახეობაში გადაზღვევის ხელშეკრულების არსებობის დროს, მზღვეველის მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი გამოანგარიშება შემდეგი ფორმულით:
R(3მ) = R(3) - R(3) * Q
სადაც,
R(3მ) - მზღვეველის მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვია საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 30.
დაზღვევის სახეობების მიხედვით გამოანგარიშებული მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვის ჯამი შეადგენს მზღვევლის მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვს საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 31.
ზარალიანობის მერყეობის რეზერვი გამიზნულია მზღვეველის ზარალიანობის კოეფიციენტის ზრდით გამოწვეული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულებისათვის.
მუხლი 32.
კატასტროფათა რეზერვი იქმნება დაზღვევის იმ სახეობების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებენ კატასტროფისაგან დაზღვევას.
მუხლი 33.
საანგარიშო პერიოდში კატასტროფათა რეზერვის ოდენობა გაინგარიშება საბაზისო სადაზღვევო პრემიიდან,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
მუხლი 34.
დაზღვევის სახეობების მიხედვით გამოანგარიშებული კატასტროფათა რეზერვის ჯამი უდრის მზღვეველის კატასტროფათა რეზერვს საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 35.
საანგარიშო პერიოდში მზღვეველის კატასტროფათა რეზერვის ოდენობა გაზრდილი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში კატასტროფათა რეზერვის სიდიდით და შემცირებული საანგარიშო პერიოდში კატასტროფით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურებაზე მზღვეველის მიერ გაცემული თანხების ოდენობით წარმოადგენს მზღვეველის კატასტროფათა რეზერვს საანგარიშო თარიღისათვის.
მუხლი 36.
გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის შექმნა ხდება დაზღვევის იმ სახეობების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებენ გამაფრთხილებელი ღონისძიებების გატარებას.
მუხლი 37.
გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის ოდენობა გამოინგარიშება სადაზღვევო ბრუტო-პრემიიდან,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
მუხლი 38.
დაზღვევის ცალკეული სახეობების მიხედვით გამოანგარიშებული გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის ჯამი წარმოადგენს მზღვეველის გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვს საანგარიშო პერიოდში.
მუხლი 39.
საანგარიშო პერიოდში არსებული გამაფრთხილებელი ღონისძიებების რეზერვი გაზრდილი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში არსებული გამაფრთხილებელი ღონისძიებების რეზერვის სიდიდით და შემცირებული საანგარიშო პერიოდში განხორციელებული გამაფრთხილებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე გაცემული თანხების ოდენობით წარმოადგენს მზღვეველის გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვს საანგარიშო თარიღისათვის.
მუხლი 40.
მზღვეველს, დაზღვევის სახეობაში სპეციფიკური გადაზღვევის დროს, შეუძლია საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს სადაზღვევო რეზერვების შექმნის წინამდებარე წესისაგან განსხვავებული წესები.
მუხლი 41.
დაზღვევის სახეობაში რისკის სრული გადაზღვევისას (Q=1), მზღვეველის მიერ სადაზღვევო რეზერვი არ იქმნება.
ა. ცერცვაძე
დანართი I
გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი
(I სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობების ერთწლიანი ვადით დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის)
მეთოდი "PRO RATA TEMPORIS"
სადაზღვევო ორგანიზაცია________________ საანგარიშო პერიოდი _______________
დაზღვევის სახეობა ____________________ საანგარიშო თარიღი _______________
1. საბაზისო სადაზღვევო პრემია
| სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება (ძალაში შესვლის დღე) | აბზაცის კოდი | სადაზღვევო ბრუტო-პრემია | ადმინისტრა- ციის ხარჯები | აკვიზიციუ რი ხარჯები | გამაფრთხი- ლებელ ღონისძიე- ბათა რეზერვი | საბაზისო სადაზღვევო პრემია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
|
2. გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
| სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება | აბზაცის კოდი | საბაზისო სადაზღვევო პრემია | სადაზღვევო ხელშეკრუ- ლების მოქმედების ვადა (M(I)) | დღეების რაოდენობა სადაზღ. ხელშეკრუ- ლების ძალაში შესვლის დღიდან საანგარიშო თარიღამდე (N(I)) | გამოსათვლე- ლი კოეფიციენტი (M(I)-N(I))/ M(I) | გამომუ- შავებელი პრემიის რეზერვი (R(I)) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
|
შენიშვნები დანართ I-ზე:
1. სადაზღვევო ხელშეკრულებების საერთო რაოდენობა არ აღემატება 50-ს.
დანართი II
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
(I სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობების ერთწლიანი ვადით დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის)
მეთოდი "1/12"
სადაზღვევო ორგანიზაცია __________________ საანგარიშო პერიოდი _____________
დაზღვევის სახეობა _______________________ საანგარიშო თარიღი ______________
ვალუტა ________________________
1. საბაზისო სადაზღვევო პრემია
| სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება (ძალაში შესვლის თვე) | აბზაცის კოდი | სადაზღვევო ბრუტო-პრემია | ადმინისტრა- ციული ხარჯები | აკვიზიციუ რი ხარჯები | გამაფრთხი- ლებელ ღონისძიე- ბათა რეზერვი | საბაზისო სადაზღვევო პრემია |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 1 თვე | 01 |
|
|
|
|
|
| 2 თვე | 02 |
|
|
|
|
|
| 3 თვე | 03 |
|
|
|
|
|
| 4 თვე | 04 |
|
|
|
|
|
| 5 თვე | 05 |
|
|
|
|
|
| 6 თვე | 06 |
|
|
|
|
|
| 7 თვე | 07 |
|
|
|
|
|
| 8 თვე | 08 |
|
|
|
|
|
| 9 თვე | 09 |
|
|
|
|
|
| 10 თვე | 010 |
|
|
|
|
|
| 11 თვე | 011 |
|
|
|
|
|
| 12 თვე | 012 |
|
|
|
|
|
| სულ | 013 |
|
|
|
|
|
2. გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
| სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება (ძალაში შესვლის თვე) | აბზაცის კოდი | საბაზისო- სადაზღვევო პრემია | გამოსათვ- ლელი კოეფიციენტი | გამომუშა- ვებული პრემიის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 თვე | 01 |
| 1/12 |
|
| 2 თვე | 02 |
| 2/12 |
|
| 3 თვე | 03 |
| 3/12 |
|
| 4 თვე | 04 |
| 4/12 |
|
| 5 თვე | 05 |
| 5/12 |
|
| 6 თვე | 06 |
| 6/12 |
|
| 7 თვე | 07 |
| 7/12 |
|
| 8 თვე | 08 |
| 8/12 |
|
| 9 თვე | 09 |
| 9/12 |
|
| 10 თვე | 010 |
| 10/12 |
|
| 11 თვე | 011 |
| 11/12 |
|
| 12 თვე | 012 |
| 12/12 |
|
| სულ | 013 |
|
|
|
3. მზღვეველის გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი გადაზღვევის დროს
| სადაზღვევო ხელშეკრულება (აბზაცის კოდი) | გამომუშავებული პრემიის რეზერვი | გადაზღვევის მაჩვენებელი | მზღვეველის გამომუშავებული პრემიის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 |
| 1 |
|
|
|
| 2 |
|
|
|
| 3 |
|
|
|
| 4 |
|
|
|
| 5 |
|
|
|
| 6 |
|
|
|
| 7 |
|
|
|
| 8 |
|
|
|
| 9 |
|
|
|
| 10 |
|
|
|
| 11 |
|
|
|
| 12 |
|
|
|
| სულ |
|
|
|
შენიშვნები დანართ II-ზე;
1. თვის განმავლობაში ძალაში შესული ყველა სადაზღვევო ხელშეკრულება ითვლება თვის ბოლოს ძალაში შესულად;
2. გამომუშავებული პრემიის რეზერვი გამოითვლება თვის განმავლობაში შემოსული საბაზისო სადაზღვევო პრემიის გამრავლებით გამომუშავებელი პრემიის გამოსათვლელ კოეფიციენტზე.
დანართი III
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
(I სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობის
ერთწლიანის სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის)
მეთოდი "1/8"
სადაზღვევო ორგანიზაცია _______________ საანგარიშო პერიოდი ______________
დაზღვევის სახეობა ____________________ საანგარიშო თარიღი _______________
ვალუტა ___________________________
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
| სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება (ძალაში შესვლის თვე) | აბზაცის კოდი | საბაზისო- სადაზღვევო პრემია | გამოსათვ- ლელი კოეფიციენტი | გამომუშა- ვებული პრემიის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 თვე | 01 |
| 1/8 |
|
| 2 თვე | 02 |
| 1/8 |
|
| 3 თვე | 03 |
| 1/8 |
|
| 4 თვე | 04 |
| 3/8 |
|
| 5 თვე | 05 |
| 3/8 |
|
| 6 თვე | 06 |
| 3/8 |
|
| 7 თვე | 07 |
| 5/8 |
|
| 8 თვე | 08 |
| 5/8 |
|
| 9 თვე | 09 |
| 5/8 |
|
| 10 თვე | 010 |
| 7/8 |
|
| 11 თვე | 011 |
| 7/8 |
|
| 12 თვე | 012 |
| 7/8 |
|
| სულ | 013 |
|
|
|
დანართი IV
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
(I სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობის
ერთწლიანის სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის)
მეთოდი "1/4"
სადაზღვევო ორგანიზაცია _______________ საანგარიშო პერიოდი ______________
დაზღვევის სახეობა ____________________ საანგარიშო თარიღი _______________
ვალუტა ___________________________
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
| სადაზღვევო ხელშეკრუ- ლება (ძალაში შესვლის თვე) | აბზაცის კოდი | საბაზისო- სადაზღვევო პრემია | გამოსათვ- ლელი კოეფიციენტი | გამომუშა ვებული პრემიის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 1 თვე | 01 |
| 1/4 |
|
| 2 თვე | 02 |
| 1/4 |
|
| 3 თვე | 03 |
| 1/4 |
|
| 4 თვე | 04 |
| 1/4 |
|
| 5 თვე | 05 |
| 1/4 |
|
| 6 თვე | 06 |
| 1/4 |
|
| 7 თვე | 07 |
| 3/4 |
|
| 8 თვე | 08 |
| 3/4 |
|
| 9 თვე | 09 |
| 3/4 |
|
| 10 თვე | 010 |
| 3/4 |
|
| 11 თვე | 011 |
| 3/4 |
|
| 12 თვე | 012 |
| 3/4 |
|
| სულ | 013 |
|
|
|
დანართი V
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
(II სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობისათვის)
სადაზღვევო ორგანიზაცია _______________ საანგარიშო პერიოდი ______________
დაზღვევის სახეობა ____________________ საანგარიშო თარიღი _______________
ვალუტა ___________________________
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
| სადაზღვევო ხელშეკრულება (ძალაში შესვლის დღე) | საბაზისო სადაზღვევო პრემია | სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა დღეებში | გამომუშავებული პრემიის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 |
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
1. გამომუშავებელი პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება სრული საბაზისო სადაზღვევო პრემიის ოდენობით სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე;
დანართი VI
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
(III სააღრიცხვო ჯგუფში გაერთიანებული დაზღვევის სახეობის
N თვიანი სადაზღვევო ხელშეკრულებებისათვის)
სადაზღვევო ორგანიზაცია ______________ საანგარიშო პერიოდი ______________
დაზღვევის სახეობა ___________________ საანგარიშო თარიღი _______________
ვალუტა _________________________
გამომუშავებელი პრემიის რეზერვი
| სადაზღვევო ხელშეკრულება (ძალაში შესვლის თვე) | საბაზისო სადაზღვევო პრემია | სადაზღვევო ხელშეკრუ- ლების მოქმედების ვადა თვეებში X(I) | დღეების რაოდენობა სადაზღ. ხელშეკრუ- ლების ძალაში შესვლის დღიდან საანგარიშო თარიღამდე (Y(I)) | გამოსათვლელი კოეფიციენტი (X(I)-Y(I))/ X(I)) | გამომუ- შავებელი პრემიის რეზერვი
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
შენიშვნების დანართ VI-ზე:
1. X(I)-ის გამოანგარიშებისას ყოველი არასრული თვე ითვლება სრულად;
2. Y(I)-ის გამოანგარიშებისას ყოველი არასრული თვე არ ითვლება თვედ;
3. გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი გამოიანგარიშება საბაზისო სადაზღვევო პრემიის გამრავლებით გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის გამოსათვლელ კოეფიციენტზე.
დანართი VII
განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი
სადაზღვევო ორგანიზაცია ______________ საანგარიშო პერიოდი ______________
დაზღვევის სახეობა ___________________ საანგარიშო თარიღი _______________
ვალუტა _________________________
| საანგარიშო პერიოდი | აბზაცის კოდი | საანგარიშო თარიღისათვის განცხადებული მაგრამ დაურეგულირებელი ზარალი | ხარჯები ზარალის დარეგულირები- სათვის | განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
მზღვეველის განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის
რეზერვი გადაზღვევის დროს
| გადაზღვევის საანგარიშო პერიოდი | აბზაცის კოდი | განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი | გადაზღვევის მაჩვენებელი | მზღვეველის განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
დანართი VIII
მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი
სადაზღვევო ორგანიზაცია _________________ საანგარიშო პერიოდი ____________
დაზღვევის სახეობა ______________________ საანგარიშო თარიღი _____________
ვალუტა _________________________________
1. მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი
| საანგარიშო პერიოდი | აბზაცის კოდი | საბაზისო სადაზღვევო პრემია | გადარიცხვის საპროცენტო განაკვეთი | მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
1. მზღვეველის მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი გადაზღვევის დროს
| საანგარიშო პერიოდი | აბზაცის კოდი | მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი | გადაზღვევის მაჩვენებელი | მზღვეველის მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
დანართი IX
კატასტროფათა რეზერვი
სადაზღვევო ორგანიზაცია _________________ საანგარიშო პერიოდი ____________
დაზღვევის სახეობა ______________________ საანგარიშო თარიღი _____________
ვალუტა _________________________________
1. კატასტროფათა რეზერვი
| საანგარიშო პერიოდი | აბზაცის კოდი | სადაზღვევო ბრუტო პრემია | გადარიცხვის საპროცენტო განაკვეთი | კატასტროფათა რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
| 01 |
|
|
|
|
| 02 |
|
|
|
2. კატასტროფათა რეზერვი საანგარიშო თარიღისათვის
| საანგარიშო თარიღი | აბზაცის კოდი | კატასტროფათა რეზერვი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში | კატასტროფათა რეზერვში გადარიცხული თანხა საანგარიშო პერიოდში | კატასტროფათა რეზერვიდან დახარღული თანხა საანგარიშო პერიოდში | კატასტროფათა რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
| 01 |
|
|
|
|
დანართი X
გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი
სადაზღვევო ორგანიზაცია _________________ საანგარიშო პერიოდი ____________
დაზღვევის სახეობა ______________________ საანგარიშო თარიღი _____________
ვალუტა _________________________________
1. გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი
| საანგარიშო პერიოდი | აბზაცის კოდი | სადაზღვევო ბრუტო პრემია | გადარიცხვის საპროცენტო განაკვეთი | გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
| 01 |
|
|
|
|
| 02 |
|
|
|
2. გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი გადაზღვევის დროს
| საანგარიშო თარიღი | აბზაცის კოდი | გამაფრთხილე- ბელ ღონისძიებათა რეზერვი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში | გამაფრთხილე- ბელ ღონისძიებათა რეზერვში გადარიცხული თანხა საანგარიშო პერიოდში | გამაფრთხილე- ბელ ღონისძიებათა რეზერვიდან დახარღული თანხა საანგარიშო პერიოდში | გამაფრთხილე- ბელ ღონისძიებათა რეზერვი R(5) |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 |
|
| 01 |
|
|
|
|
|
| 02 |
|
|
|
|
დანართი XI
სადაზღვევო რეზერვები
სადაზღვევო ორგანიზაცია _________________ საანგარიშო პერიოდი ____________
დაზღვევის სახეობა ______________________ საანგარიშო თარიღი _____________
ვალუტა _________________________________
სადაზღვევო რეზერვები
| აბზაცის კოდი | რეზერვების დასახელება | თანხა |
| 1 | 2 | 3 |
| 01 | გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი |
|
| 02 | განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებული ზარალის რეზერვი |
|
| 03 | მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი |
|
| 04 | კატასტროფათა რეზერვი |
|
| 05 | ზარალიანობის მერყეობის რეზერვი |
|
| 06 | სულ ტექნიკური რეზერვები |
|
| 07 | გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი |
|
| 08 | სადაზღვევო რეზერვი |
|
შენიშვნები დანართ X-ზე:
1. დანართი X გამოიყენება დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო რეზერვის გამოანგარიშებისათვის;
2. 06 აბზაცი გამოითვლება როგორც 01,02,03,04,05 აბზაცების ჯამი;
3. საანგარიშო თარიღისათვის სადაზღვევო რეზერვი გამოითვლება როგორც ტექნიკური რეზერვებისა და გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის ჯამი (08=06+07).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები