დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს დაზღვევის სახლმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1998 წლის 14 იანვრის №1 ვბრძანებაში (საქ. ღესპუბლიკა 20.01.1998წ. №15 (2715) გვ.5) “დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 19/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 27/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290.160.000.24.016.006.781 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.24.016.006.781
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №50
2004 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1998 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში (საქ. რესპუბლიკა, 20.01.1998 წ., №15 (2715), გვ. 5) „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესში” ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
I. „დაზღვევის შესახებ” საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის საფუძველზე მომზადებულ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1998 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში (საქ. რესპუბლიკა, 20.01.1998 წ., №15 (2715), გვ. 5) „დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით სადაზღვევო რეზერვების შექმნის წესში” შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 11.
1. სადაზღვევო რეზერვებში შედის ტექნიკური რეზერვები და გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვი.
2. ძირითადი ტექნიკური რეზერვებია:
ა) გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვი;
ბ) ზარალების რეზერვი:
ბ.ა) განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებული ზარალის რეზერვი.
ბ.ბ) მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალის რეზერვი.
3. მზღვეველს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე, შეუძლია შექმნას სხვა სახის ტექნიკური რეზერვები, მათ შორის კატასტროფათა რეზერვი და ზარალიანობის მერყეობის რეზერვი”.
2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„მუხლი 32.
დაზღვევის იმ სახეობების მიხედვით, რომლებიც ითვალისწინებენ კატასტროფული რისკებისაგან დაზღვევას, შეიძლება შეიქმნას კატასტროფული რისკების რეზერვი.”
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები