„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 11/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017883
25/ნ
11/02/2020
ვებგვერდი, 12/02/2020
430030000.22.022.017883
„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №25/ნ

2020 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის №3024-რს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში (სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 01/10/2010; 126) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებს, დამატებული ღირებულების გადასახადს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან შესაბამისი ოდენობის თანხისა და შესაბამისი საპენსიო შენატანისგან.“;

ბ) 13 მუხლის:

ბ.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 კაც/დღე) მიხედვით.“;

ბ.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ან სხვადასხვა ენაზე განსახორციელებელი ერთიდაიგივე პროგრამა საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.  

7. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის საფასური შეადგენს:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

კაც/დღეების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების

საჭიროების შემთხვევაში

1

8

10,449.00

14,030.00

2

10

10,722.00

14,550.00

3

12

10,995.00

15,070.00

4

14

11,268.00

15,591.00

5

16

11,540.00

16,111.00

6

18

11,813.00

16,632.00

7

20

12,086.00

17,152.00

8

22

12,359.00

17,672.00

9

24

12,632.00

18,193.00

10

26

12,905.00

18,713.00

11

28

13,178.00

19,234.00

12

30

13,451.00

19,754.00

13

32

13,724.00

20,274.00

14

34

13,997.00

20,795.00

15

36

14,270.00

21,315.00

გ) 14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ავტორიზაციის საფასური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის

1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 34 კაც/დღე) მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ან სხვადასხვა ენაზე განსახორციელებელი ერთი და იგივე პროგრამა საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.  

3. ავტორიზაციის საფასური პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულების 

სტატუსის მაძიებლისათვის შეადგენს:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

კაც/დღეების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების

საჭიროების შემთხვევაში

1

6

8,658.00

13,745.00

2

8

8,931.00

14,265.00

3

10

9,204.00

14,786.00

4

12

9,477.00

15,306.00

5

14

9,750.00

15,826.00

6

16

10,022.00

16,347.00

7

18

10,295.00

16,867.00

8

20

10,568.00

17,388.00

9

22

10,841.00

17,908.00

10

24

11,114.00

18,428.00

11

26

11,387.00

18,949.00

12

28

11,660.00

19,469.00

13

30

11,933.00

19,990.00

14

32

12,206.00

20,510.00

15

34

12,479.00

21,030.00

დ) 15 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:

„4. იმ შემთხვევაში თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 კაც/დღე) მიხედვით;

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ან სხვადასხვა ენაზე განსახორციელებელი ერთი და იგივე პროგრამა საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.  

6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის საფასური შეადგენს:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

კაც/დღეების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების

საჭიროების შემთხვევაში

1

8

10,091.00

12,716.00

2

10

10,364.00

13,237.00

3

12

10,636.00

13,757.00

4

14

10,909.00

14,278.00

5

16

11,182.00

14,798.00

6

18

11,455.00

15,318.00

7

20

11,728.00

15,839.00

8

22

12,001.00

16,359.00

9

24

12,274.00

16,880.00

10

26

12,547.00

17,400.00

11

28

12,820.00

17,920.00

12

30

13,093.00

18,441.00

13

32

13,366.00

18,961.00

14

34

13,638.00

19,482.00

15

36

13,911.00

20,002.00

ე) 16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის

1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 36 კაც/დღე) მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად; საფასურის ოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 13 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.“;

ვ) 17 მუხლის:

ვ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებად განიხილება შემთხვევა, როდესაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მქონე დაწესებულება ითხოვს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებას, რომლის განხორციელების უფლებაც არ აქვს მოპოვებული, ან იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება სხვა მუნიციპალიტეტში ან იმისგან განსხვავებულ ენაზე, რომლის განხორციელების უფლებაც უკვე აქვს მოპოვებული.“;

4. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 2,502.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 2,229.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს.

6. საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის შეადგენს 2,570.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.“;

ზ) 18 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის თითოეულ პროგრამაზე 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს.

8. ერთი იურიდიული პირის მიერ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ან/და სხვა ენაზე განხორციელებული ერთიდაიგივე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი საფასურის განსაზღვრის მიზნებისათვის განიხილება დამოუკიდებელ პროგრამებად.“;

თ) 19 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 110-115 მუხლები:

„მუხლი 110. საფასური პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის

1. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება, თითოეულ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ცვლილებაზე იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.

2. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება გამოწვეულია პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდით, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის მხოლოდ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდისთვის განსაზღვრულ საფასურს.

 

მუხლი 111. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო  პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის

საფასური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეადგენს 2,283.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,086.00 ლარს.

მუხლი 112. საფასური საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმებისათვის

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მქონე დაწესებულება, რომელსაც სურს საკუთარი ინიციატივით მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმება, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.

2. საფასურის ოდენობა განისაზღვრება დაწესებულების სახისა და პროგრამების რაოდენობის შესაბამისად ამ დანართის 13 მუხლის მე-6-მე-7 პუნქტების, 14 მუხლის მე-2-მე-3 პუნქტების და 15 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი 113. საფასური საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმებისათვის

1. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე ხორციელდება მონიტორინგი, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.

2. საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე მონიტორინგის განხორციელებისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეადგენს:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

კაც/დღეების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების

საჭიროების შემთხვევაში

1

6

2,321.00

3,365.00

2

10

 2,594.00

 3,885.00

3

12

 2,867.00

 4,405.00

4

14

 3,140.00

 4,925.00

5

16

 3,413.00

 5,446.00

6

18

 3,686 .00

 5,966.00

7

20

 3,959.00

 6,487.00

8

22

 4,232 .00

 7,007.00

9

24

 4,505.00

 7,527.00

10

26

 4,777 .00

 8,048.00

3. საფასური პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე მონიტორინგის განხორციელებისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეადგენს:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

კაც/დღეების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების

საჭიროების შემთხვევაში

1

6

2,048.00

3,092.00

2

10

2,321.00

 3,612.00

3

12

2,594.00

 4,133.00

4

14

2,867.00

 4,653.00

5

16

3,140.00

 5,173.00

6

18

3,413.00

 5,694.00

7

20

3,686.00

 6,214.00

8

22

3,959.00

 6,735.00

9

24

4,232.00

 7,255.00

10

26

4,505.00

 7,775.00

4. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე მონიტორინგის განხორციელებისათვის თითოეულ მუნიციპალიტეტში შეადგენს:

 

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა

კაც/დღეების რაოდენობა

საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების გარეშე

საფასური (ლარში) მივლინების

საჭიროების შემთხვევაში

1

6

2,458.00

3,501.00

2

10

 2,731.00

 4,022.00

3

12

 3,004.00

 4,542.00

4

14

 3,276.00

 5,062.00

5

16

 3,549.00

 5,583.00

6

18

 3,822.00

 6,103.00

7

20

 4,095.00

 6,624.00

8

22

 4,368.00

 7,144.00

9

24

 4,641.00

 7,664.00

10

26

 4,914.00

 8,185.00

მუხლი 114. საფასური საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვებისათვის

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვება, თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე იხდის საფასურს, რომლის ოდენობა შეადგენს:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,502.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,054.00 ლარს;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,229.00 ლარს, მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 3,272.00 ლარს;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის 2,570.00 ლარს მივლინების საჭიროების გარეშე, ხოლო მივლინების საჭიროების შემთხვევაში - 4,122.00 ლარს.

მუხლი 115. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების,  პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის, პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვებისთვის დაჩქარებული მომსახურებისთვის

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გაზარდოს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა, შეცვალოს პროგრამის განხორციელების ადგილი/ფართი, განახორციელოს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირება დაჩქარებული მომსახურების გზით (არაუმეტეს 45 სამუშაო დღეში), თითოეული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხდის საფასურს, რომელიც შეადგენს ამ დანართით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურებისთვის განსაზღვრული საფასურის ორმაგ ოდენობას.“;

3. 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. დამტკიცდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ამ ბრძანების  დანართი №4-ის შესაბამისად.“;

4. 22 პუნქტით დამტკიცებული „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

5. ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, უნდა დასრულდეს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანების საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს ძალას, სანამ ახალი არ დამტკიცდება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი



დანართი №1

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს დებულება ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და ავტორიზაციის პროცედურას.

მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი

1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.

3. დაწესებულებას აქვს მისია, რომელიც შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა და სახის გამომხატველი.

4. ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.

5. ავტორიზაციის პროცესი უნდა იყოს სანდო, თანამიმდევრული და მისი შედეგები უნდა იყოს საჯარო.

მუხლი 3. ავტორიზაციის საბჭოები

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის იქმნება შემდეგი ავტორიზაციის საბჭოები:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თაობაზე;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თაობაზე.

მუხლი 4. ავტორიზაციის პროცესი

1. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;

დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;

ე) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;

ვ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;

ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;

თ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;

ი) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;

კ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;

ლ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;

მ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;

ნ) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.

2. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

3. ავტორიზაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:

ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;

ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;

გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონსულტაციის გაწევაზე უფლებამოსილი ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების განსაზღვრისა და  საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველ დაწესებულებაში ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების შესახებ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის შედეგად დგება წერილობითი ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია გაწეული კონსულტაციის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებას, ამასთან გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების სახელით ხელს მოაწერს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის ოქმს.

თავი II

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია

მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;

ბ) მატერიალურ რესურსებს;

გ) ადამიანურ რესურსებს.

მუხლი 6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;

ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;

გ) სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;

ე) შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;

ვ) შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.

მუხლი 7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი

1. სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:

ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;

ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;

ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები;

ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;

გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო  რაოდენობის  წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;

დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;

ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;

ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,  რისთვისაც არსებობს:

ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;

ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;

ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;

ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს;

ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;

თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;

ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.

2. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება ცენტრის რეკომენდაციებით.

მუხლი 8. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი

სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:

ა) სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;

ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;

დ) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;

ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები;

ვ) სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.

მუხლი 9. საავტორიზაციო განაცხადი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების/საფეხურის დამატების (შემდგომში - სტატუსის მაძიებელი) მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) ზოგადსაგანმანთლებლო სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;

ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩართული დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას წარმოადგენს, როგორც ელექტრონული დოკუბენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, ასევე მატერიალური სახით, ცენტრი იხილავს მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ დოკუმენტაციას.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე -2 პუნქტითა და  მე-11 მუხლით დადგენილი ვადები.

მუხლი 10. ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასება

1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.

2. თვითშეფასება ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში.

4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. 

მუხლი 11. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

1.  ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2.  თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში  –  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 12. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ზოგადი განათლების სფეროში გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები.

3. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტა ჯგუფის შექმნა

1.  ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

3. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

5. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

6. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

7. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

8. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.

9. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.

10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელი. 

მუხლი 14. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლა

1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.

3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და  ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.

მუხლი 15. საავტორიზაციო ვიზიტი

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ზოგადსაგანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 16. დასკვნის მომზადება

1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.

3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

8. ზოგადსაგანმანათლებლო ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 17. ზეპირი მოსმენა

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს სამდივნო.

3.  ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში  –  დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს   სხდომის   თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ - ერთი წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.

6.  საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

8.  საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

9.  სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10.  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.

12.  საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

მუხლი 18. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა

1.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ - მინისტრი.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების მე-19 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ - მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 19. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები

1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.

3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება, თუ არა მათ პოზიციას.

5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.

8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით. 

მუხლი 20. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შეხებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები და განუსაზღვროს ვადა მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (2 წლის ვადაში) შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

4.  საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

5.  საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

7. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

მუხლი 21. გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

2. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

3. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

4. ავტორიზაციაზე     უარის     თქმის     შესახებ     ან     ავტორიზაციის   გაუქმების   შესახებ   გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ - ერთ სტანდარტს.

მუხლი 22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს მოსწავლეები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 23. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) მოსწავლეები სარგებლობენ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლებით.

მუხლი 24. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია. ამასთან, რეორგანიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლედ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება, ვალდებულია დაფუძნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი, რა შემთხვევაშიც იგი ჩაითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

მუხლი 25. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 26. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. დაწესებულება ვალდებულია ცენტრს აცნობოს და დაუყოვნებლივ წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან მასწავლებლების საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.

3. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ცვლილების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების/ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებული საგნობრივი პროგრამ(ებ)ის შესახებ, განხორციელებამდე 30 კალენდარული დღით ადრე; წარუდგინოს საგანმანათლებლო პროგრამა/ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.

4. ამ მუხლის პირველი - მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.

მუხლი 27. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.

2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

3. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

9. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არაგეგმური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.

10. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ  დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

11. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება და ასევე მიმართოს ცენტრს შუამდგომლობით დაწესებულებაში განმეორებითი მონიტორინგის განხორციელების შესახებ, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

12.  ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ამ თავით გათვალისწინებული წესით.

13. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 

მუხლი 28. მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები

1. მოსწავლეთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.

2. მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;

ბ) მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა მიღება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.    

4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

5. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული მოსწავლეების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების მოსწავლეების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.

7.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განიხილავს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

8. ცენტრის ინიციატივით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ თავის შესაბამისად.

მუხლი 29. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით  გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

9. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 28-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მოსწავლეთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

11. მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 30. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ დებულების III თავით.

თავი III

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია

მუხლი 31. პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) კოლეჯის მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

დ) ადამიანურ რესურსებს;

ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:

ა)  კოლეჯის მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა.ა.) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისია;

ა.ბ.) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტრატეგიული განვითარება;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ბ.ა.) საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვა და შემუშავება;

ბ.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების რესურსი;

ბ.გ.) საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება და განვითარება;

ბ.დ.) სასწავლო პროცესის ორგანიზება და პროფესიულ სტუდენტთა შეფასება;

გ) პროფესიულ სტუდენტებთან და მათ მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

გ.ა) პროფესიული სტუდენტების უფლებების დაცვა;

გ.ბ.) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერის ღონისძიებები.

დ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

დ.ა.) პერსონალის და პროცესების მართვა;

დ.ბ.) პერსონალის განვითარება.

ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ე.ა.) მატერიალური რესურსები და ინფრასტრუქტურა;

ე.ბ.) საინფორმაციო რესურსები;

ე.გ.) ფინანსური რესურსები.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები დადგენილია ამ ბრძანების დანართი №4-ით. 

მუხლი 32. საავტორიზაციო განაცხადი

 1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

 ა) სტატუსის მაძიებლის მიერ სრულყოფილად შევსებული თვითშეფასების ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;

 ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 2. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩართული დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას წარმოადგენს, როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, ასევე მატერიალური სახით, ცენტრი იხილავს მხოლოდ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ დოკუმენტაციას.

3. პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული 180 დღიანი ვადა, რომელიც აითვლება პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულების მაძიებლად ცნობიდან და ამ დებულების 34-ე მუხლით დადგენილი ვადები.

მუხლი 33. ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასება

1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად მაძიებლის მზაობის შეფასება.

2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში.

4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 34. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების 32-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების 32-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.  

მუხლი 35. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი შედგება პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების მქონე სპეციალისტებისა და დარგის იმ სპეციალისტებისგან, რომელთაც გააჩნიათ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ დასაქმების სფეროებში მუშაობის გამოცდილება.

3. ავტორიზაციის ექსპერტთა      შერჩევის,        საქმიანობისა  და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 36. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1. ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრები.

3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.

4. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ(ებ)ისაგან, ამასთან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტიც.

5. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

6. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

7. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ჯგუფის წევრის აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

8. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ჯგუფის წევრის აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

9. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

10. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

11. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.

12. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლინოს ცენტრის თანამშრომელი. 

მუხლი 37. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლა

1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას, ავტორიზაციის ჯგუფის წევრის აცილებაზე უარის თქმის შესახებ ცენტრის ინფორმირებიდან ან ამ დებულების 36-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.

3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.

მუხლი 38. საავტორიზაციო ვიზიტი

1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

3. ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

4. დაწესებულება უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით არაუგვიანეს ამ დებულების 36-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღისა. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

5. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სამართლებრივ აქტ(ებ)ში განხორციელებული ცვლილება/ახალი სამართლებრივი აქტის მიღება იწვევს დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადით წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების საჭიროებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული აუმჯობესებს დაწესებულების მდგომარეობას, ცენტრის მიერ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მომენტისთვის მოქმედ რეგულაციებსა და დაწესებულების მიერ წარმოდგენილ საავტორიზაციო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.

6. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

9. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ დაწესებულების მიერ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილებები ექსპერტთა ჯგუფის მიერ არ მიიღება მხედველობაში.

მუხლი 39. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ საავტორიზაციო განაცხადით წარმოდგენილი თითოეული საგანმანათლებლო პროგრამა საგანმანათლებლო პროგრამის სტანდართან მიმართებით ფასდება ცალ-ცალკე. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ერთი საგანმანათლებლო პროგრამა მაინც შეფასებულია, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”. აღნიშნულ შემთხვევაში დაწესებულებას ეძლევა მხოლოდ ამ პროგრამის განხორციელების უფლება.

3. ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტანდარტის თითოეული კომპონენტის შეფასების დროს ოთხდონიანი სკალა გამოხატულია ქულებში შემდეგი პრინციპის დაცვით: „შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“ – 3 ქულა, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან” – 2 ქულა, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“  - 1 ქულა და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“ – 0 ქულა.

4. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა-ა.ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 3 ქულა.

5. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა -ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 3 ქულა, ხოლო ,,ბ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა.

6. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი  31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ა“ და ,,დ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 3 ქულა, ხოლო ,,გ.ბ“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა.

7. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა, ხოლო ,,ე.ბ“ და ,,ე.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 3 ქულა.

8. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 3 ქულა, ხოლო ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა.

9. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 3 ქულა, ხოლო ,,ბ.ბ-ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა.

10. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ა-გ.ბ“ და ,,დ.ა-დ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა.

11. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე.ა-ე.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა.

12. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა, ხოლო ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 1 ქულა.

13. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ა“ და ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა, ხოლო ,,ბ.გ“ და ,,ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ  კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 1 ქულა.

14. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს მიენიჭება არანაკლებ 2 ქულა, ხოლო ,,გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს არანაკლებ 1 ქულა.

15. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.ა“ და ,,დ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 1 ქულა.

16. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე.ა“ და “ე.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კომპონენტებს მიენიჭება არანაკლებ 1 ქულა, ხოლო ,,ე.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კომპონენტს არანაკლებ 2 ქულა.

17. ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტანდარტი შეფასდება როგორც ,,არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუკი ერთ-ერთ კომპონენტს მაინც მიენიჭება 0 ქულა.

18. სტანდარტთან შესაბამისობის შეფასების დონე არ შეიცვლება ამ დებულების 31-ე  მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპონენტებისთვის ამ მუხლის მე-4-მე-16 პუნქტებით განსაზღვრულზე მეტი ქულის მინიჭებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპონენტებისთვის მეტი ქულის მინიჭება იწვევს სტანდარტის შეფასების დონის ცვლილებას. 

19. იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტის კომპონენტს მიენიჭება ამ მუხლის მე-4-მე-16 პუნქტებით განსაზღვრულზე ნაკლები ქულა სტანდარტი შეფასდება, როგორც ,,არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

მუხლი 40. სტანდარტის კომპონენტის შეფასების სკალა

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეფასების ყველა კრიტერიუმის მიხედვით.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 6 თვისა) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება მეტწილად ვერ უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და განსაზღვრულ პერიოდში (არაუმეტეს 18 თვისა) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მუხლი 41. დასკვნის მომზადება

1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.

3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 35-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

5. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის  საბჭოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 42. ზეპირი მოსმენა

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს სამდივნო.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში. საბჭო უფლებამოსილია გადადოს ზეპირი მოსმენა ამ დებულების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული 180 დღიანი ვადის გათვალისწინებით.

4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.

12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.

მუხლი 43. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა

1.   საბჭოს წევრთა უფლებამოსილება განისაზღვრება ორი წლის ვადით.

2. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით მტკიცდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის წესი. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი/პირები.

5. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების 44-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 44. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები

1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.

3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.

5. საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებია:

ა) საბჭოს სხდომის დღის წესრიგისა და თარიღის შეთანხმება, საბჭოს სხდომის ანონსის გამოქვეყნება;

ბ) საბჭოს წევრების, ექსპერტების, დაწესებულებების და სხვა დაინტერესებული მხარეების სხდომაზე მოწვევის ორგანიზება;

გ) საბჭოს   წევრებისათვის   განსახილველ   საკითხებთან   დაკავშირებით   მასალების მიწოდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

დ) საბჭოს მხარდაჭერა გადაწყვეტილებისა და ოქმის მომზადების პროცესში;

ე) საბჭოს სხდომის ოქმების და ექსპერტთა დასკვნების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ვ) საბჭოს   გადაწყვეტილებების   პროფესიული   განათლების   მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის მიზნით, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის მიწოდება.

8. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის/საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.

9. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.

მუხლი 45. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2. საბჭო უფლებამოსილია ამ დებულების 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვროს გონივრული ვადა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საბჭო შუამდომლობით მიმართავს ცენტრს მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

4. საბჭო ავტორიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. იმ შემთხვევაში, თუ  დადგენილი წესით ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ავტორიზაციის მინიჭების შესახებ, მიღებულად ითვლება გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ. 

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ ¾-ით.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.

7. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

8. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

9. საბჭო დაწესებულებას ზეპირ მოსმენაზე უცხადებს გადაწყვეტილებას, მისი ძალაში შესვლისა და გასაჩივრების წესს. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

10. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება საბჭოს სხდომის ოქმი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

11. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში, განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.    

მუხლი 46. გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

2. თითოეული სტანდარტი, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტისა, დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 39-ე და მე-40 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროგრამა ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

4. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

5. ავტორიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბჭო თითოეული კომპონენტის შეფასების გათვალისწინებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ყველა სტანდართან მიმართებით შეფასდა როგორც ,,შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

6. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას პროგრამის ფარგლებში განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას, ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

7. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას, ავტორიზაციის საბჭო პროგრამაზე ადგილების რაოდენობას ანაწილებს:

ა) განხორციელების ადგილის მიხედვით;

ბ) განხორციელების ფორმის მიხედვით. 

 8. ავტორიზაციაზე     უარის     თქმის     შესახებ     ან     ავტორიზაციის   გაუქმების   შესახებ   გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაციის საბჭოს მიერ ერთ - ერთ სტანდარტთან მიმართებით მაძიებელი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან “.

მუხლი 47. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

ავტორიზაციის შედეგად პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს პროფესიული სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 48. ავტორიზაციაზე უარის თქმისა ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მაძიებელი ვერ მოიპოვებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პროფესიულ სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში იურიდიული პირი უფლებამოსილია ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი წარადგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.

მუხლი 49. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება       ითვლება ავტორიზებულად 6 თვის ვადით.

2. რეორგანიზაციის   შედეგად        ჩამოყალიბებული      პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა თითოეული პროგრამისთვის შეადგენს ამ პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობების ჯამს.

3. ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია.

მუხლი 50. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. ავტორიზაციის       პირობების      შემოწმების     მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის   წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის            ინდივიდუალური -ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 51. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

2. ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ  სტანდარტთან შესაბამისობის  დადგენის  მიზნით,  ცენტრის  დირექტორი  გამოსცემს  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტს  ავტორიზაციის  ექსპერტთა  ჯგუფის  შექმნისა  და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. იმ  შემთხვევაში, თუ  ამ დებულების 31-ე მუხლის  პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტის შემოწმების დროს ექსპერტთა ჯგუფი აღნიშნული სტანდარტიდან გამომდინარე  გამოავლენს  მეტწილ/ნაწილობრივ  შესაბამისობას  ან  შეუსაბამობას ავტორიზაციის  სხვა  სტანდარტებთან  მიმართებით,  ვალდებულია  გამოვლენილი  გარემოება ასახოს დასკვნაში.

5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 35-ე მუხლის მე-3 და 41-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მსურველი დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

9.  იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ  სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“,  ავტორიზაციის საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამის  დამატების  შესახებ,  გათვალისწინებული  წესით. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი წესით ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, მიღებულად ითვლება გადაწყვეტილება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ.

10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბჭო თითოეული კომპონენტის/სტანდარტის შეფასების გათვალისწინებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს   მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შეფასდა როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

11. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, თუ საბჭო დაადგენს შეუსაბამობას ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდართან მიმართებით იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 34-ე-42-ე მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.

14. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას, ავტორიზაციის საბჭო პროგრამაზე ადგილების რაოდენობას ანაწილებს:

ა) განხორციელების ადგილის მიხედვით;

ბ)  განხორციელების ფორმის მიხედვით. 

მუხლი 52. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების წესი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შემთხვევაში განაცხადით მიმართავს ცენტრს.

2. ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრება 90 დღით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 35-ე მუხლის მე-3 და 41-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

9. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 34-ე-42-ე მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

მუხლი 53. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, განხორციელების ფორმის  ცვლილების ან საკუთარი ინიციატივით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის შედეგების დამატების ან/და ამოღების, ასევე სწავლის შედეგების მიღწევის ადგილის ცვლილების შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია აღნიშნული ცვლილების შესახებ ცენტრს აცნობოს ცვლილების განხორციელების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი დასაბუთება და მტკიცებულებები.

2. პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის შეცვლის შემთხვევაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლილ პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტთან შესაბამისობა და ცენტრს აცნობოს აღნიშნულის შესახებ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღების გამოცხადებამდე, არანაკლებ 60 კალენდარული დღით ადრე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს გადაწყვეტილებას შეცვლილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პარალელურად, განახორციელოს შეცვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ მასზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის, ვალდებულია ცენტრს აცნობოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.

5. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

მუხლი 54. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით, გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის, საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით, ან საბჭოს შუამდგომლობით  მონიტორინგის გზით.

2. დაწესებულებს ინიციატივით ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილი განაცხადი. ცენტრში წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება განაცხადთან ერთად წარადგენს საგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შემოწმებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე ცენტრისათვის შუამდგომლობით მიმართვის შემთხვევაში, საბჭო განსაზღვრავს მონიტორინგის განხორციელების პერიოდს, მონიტორინგის განხორციელების ფორმას ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ასევე მონიტორინგის ფარგლებს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდის დაწყებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში ცენტრი წერილობით მიმართავს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხისა და საბჭოს შუამდგომლობით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე საფასურის გადახდის მოთხოვნის თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული კორესპონდენციის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგანმანათლებლო დაწესებულებამ ცენტრში უნდა წარმოადგინოს საბჭოს შუამდგომლობით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების თაობაზე საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ვადაში საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულების  ავტორიზაციის სტანდარტ(ებ)თან შესაბამისობის დადასტურების შეუძლებლობის გამო, საბჭოს მიერ შესაფასებელი საკითხები სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შესაძლებელია შეფასდეს როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ცენტრის შუამდგომლობით საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

7. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან და/ან საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრიდან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით. აცილების გამოყენების უფლება არ აბრკოლებს ვიზიტის განხორციელებას.

8. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან/საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრიდან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტს და წარუდგენს ცენტრს.

10. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 35-ე მუხლის მე-3 და 41-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

11. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

13. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.

14. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”.

15. იმ შემთხვევაში, თუ საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ,  თითოეული კომპონენტის/სტანდარტის შეფასების გათვალისწინებით, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეკომენდაციებს და ცენტრს მიმართავს შუამდგომლობით რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დებულების 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტანდარტი შეფასდა როგორც ,,შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

16. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით, ამ დებულების 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით და 51-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად საბჭო დაადგენს, რომ მის მიერ გაცემული არცერთი რეკომენდაცია არ შესრულდა, ან არ დადგინდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოება, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

17.   იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით, ამ დებულების 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით და 51-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების  შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ იმ კომპონენტების, რომლებიც შეფასებული იყო, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, საერთო რაოდენობის არანაკლებ 50%-ის შეფასება გაუმჯობესდა, მაგრამ აღნიშნულის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა სტანდარტის შეფასების დონის ცვლილება, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად და/ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

18. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული გარემოების გათვალისწინებით, ვერ უზრუნველყოფს იმ სტანდარტების შეფასების დონის გაუმჯობესებას, რომელთან მიმართებითაც მიეცა რეკომენდაცია, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

19. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით, ამ დებულების 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით და 51-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების  შესრულებასთან დაკავშირებული  მონიტორინგის  შედეგად  დადგინდება, რომ იმ კომპონენტებიდან, რომლებიც შეფასებული იყო, როგორც ,,მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, ერთ-ერთის შეფასება მაინც გაუმჯობესდა, მაგრამ აღნიშნულის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა სტანდარტის შეფასების დონის ცვლილება, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად.

20. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით, ამ დებულების 46-ე მუხლის მე-5 პუნქტით და 51-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციების  შესრულებასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგად დადგინდება, რომ კომპონენტების შეფასების დონემ განიცადა ცვლილება და ნაცვლად ,,მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“ შეფასდა, როგორც ,,ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნებთან“, საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას  რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის წარმოსადგენად ან მიმართავს ცენტრს შუამდგომლობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ.

21. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ, უმაღლეს ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში   განხორციელდა   მონიტორინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ამ დებულების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სტანდარტის შესრულების შემოწმების მიზნით და აღნიშნული სტანდარტი შეფასდა, როგორც ,,არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ პროგრამის განხორციელების უფლების გაუქმების შესახებ.

22. იმ შემთხვევაში,  თუ  ზოგადსაგანმანათლებლო  ან  უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  განხორციელდა  მონიტორინგი  პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების  შესრულების შემოწმების  მიზნით, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას  ზოგადსაგანმანათლებლო  ან  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროფესიული  საგანმანათლებლო  პროგრამების  განხორციელების უფლების  ჩამორთმევის  შესახებ,  თუ  ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  ავტორიზაციის   ერთ-ერთ   სტანდარტთან მიმართებით მაინც შეფასდება, როგორც ,,არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

23. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა განისაზღვრება 90 კალენდარული დღით.

24. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის დროს დაწესებულება არ ითანამშრომლებს ექსპერტებთან ან/და არ მისცემს სტანდარტებთან შესაბამისობის დადასტურების შესაძლებლობას, შესაფასებელი სტანდარტი შეფასდება როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

25. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიშის წარმოდგენის შემთხვევაში  უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

26. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლით განსაზღვრული ანგარიშის წარმოუდგენლობა შესაძლებელია გახდეს მონიტორინგის განხორციელების საფუძველი.

მუხლი 55. პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები

1. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;

ბ) პროფესიული   საგანმანათლებლო  პროგრამის დამატების  შემთხვევაში   - ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

3. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა მიღება განახორციელოს მხოლოდ ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ პროგრამისთვის განსაზღვრული ადგილების რაოდენობის ფარგლებში, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს ერთობლივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროგრამებზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში.

5. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით, სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

მუხლი 56. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობების გაზრდა

1. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება განაცხადთან ერთად წარადგენს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ ცენტრისათვის წარსადგენი წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

6. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 35-ე მუხლის მე-3 და 41-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

7. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

10. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად.

11. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მიეთითება ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლისთვის განსაზღვრული ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაც სურს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

12. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

13. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრისას, ავტორიზაციის საბჭო პროგრამაზე ადგილების რაოდენობას ანაწილებს:

ა) განხორციელების ადგილის (დაწესებულების სარგებლობაში არსებული ფართი) მიხედვით;

ბ) განხორციელების ფორმის მიხედვით.

14. პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების გაზრდა ხდება ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

15. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მოქმედებს ამ დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 34-ე-42-ე მუხლებით დადგენილი პირობები, ამ მუხლის თავისებურებების გათვალისწინებით.

მუხლი 57. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების აოდენობისანსაზღვრის წესი

1. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დადგენილ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები პროფესიული სტუდენტების ადგილების   რაოდენობის   გაანგარიშების   მიზნით,   პროფესიულ   პროგრამისთვის განსაზღვრულ   პროფესიულ   სტუდენტთა   ზღვრულ   რაოდენობას   აკლდება   პროგრამაზე მიღების გამოცხადების დროისთვის ამ პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე პროფესიული სტუდენტების რაოდენობა და მიღებულ სხვაობას ემატება ამ პროგრამაზე სწავლის დაწყების დროისთვის დამამთავრებელი   პროფესიული   სტუდენტების   რაოდენობა,   პროფესიული   განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესაბამისად.

3. სახელმწიფოს   მიერ/მონაწილეობით   დაფუძნებული   პროფესიული   პროგრამების განმახორციელებელი   საგანმანათლებლო   დაწესებულებებისა   და   ასევე,   იმ   კერძო სამართლის  იურიდიული  პირის  ფორმით  დაფუძნებული  პროფესიული   საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც პროფესიულ   საგანმანათლებლო   პროგრამებზე   მიღებას   ახორციელებენ   შეფასებისა   და გამოცდების   ეროვნული   ცენტრის   მიერ   ორგანიზებული   პროფესიული   ტესტირების   გზით, მისაღები   პროფესიული   სტუდენტების   ადგილების   რაოდენობის   გაანგარიშების   მიზნით, აქტიური   სტატუსის მქონე და დამამთავრებელი პროფესიული სტუდენტების რაოდენობების დათვლის თარიღები განისაზღვრება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 58. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის თავისებურება

ამ დებულების 52-ე მუხლით, 54-ე, 56-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების შემთხვევაში ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იმ სტანდარტების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც ექსპერტთა ჯგუფის მიერ უნდა განხორციელდეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და დასკვნის მომზადება.

მუხლი 59. ცენტრის ინიციატივით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა

ცენტრის ინიციატივით დაწესებულების შესაბამისი პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ თავის შესაბამისად.

მუხლი 60.  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება

1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.      

მუხლი 61. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ანხორციელების პირობა

1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს ამ დებულების მე-60 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ თავით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

2.  ამ დებულების მე-60 მუხლით  განსაზღვრული  შესაბამისი  საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების  უფლების  მოპოვების  სურვილის  შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო  ან  უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის  მაძიებლის  თვითშეფასების  შევსებულ  ფორმას,  მასზე  დასართავ დოკუმენტაციას და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ამ თავით განსაზღვრული წესით.

4. იმ  შემთხვევაში,  თუ  ზოგადსაგანმანათლებლო  ან  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების  სტატუსის  მაძიებელს  სურს  ამ დებულების მე-60  მუხლით  განსაზღვრული შესაბამისი  საგანმანათლებლო  პროგრამის  განხორციელების  უფლების  მოპოვება, პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულებების  ავტორიზაციის  საბჭო  ამ დებულების მე-60 მუხლით  განსაზღვრული  შესაბამისი  საგანმანათლებლო  პროგრამების  განხორციელების უფლების  მინიჭების/მინიჭებაზე  უარის  თქმის  თაობაზე  გადაწყვეტილებას  იღებს  მხოლოდ შესაბამისი  ავტორიზაციის  საბჭოს  მიერ  დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. ამ დებულების მე-60 მუხლით განსაზღვრული შესაბამისი    საგანმანათლებლო  პროგრამების  განხორციელების  უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ავტორიზაციის ვადით.

მუხლი 62. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პირობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები

1. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დამატების მიზნით დაწესებულებამ უნდა მიმართოს ცენტრს. ამ პროგრამის დამატება ხორციელდება ამ დებულების 51-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას სურს განახორციელოს საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, მან პროგრამასთან ერთად, ცენტრში უნდა წარადგინოს ორი სასწავლო გეგმა, რომელთაგან ერთი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას მასში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების გათვალისწინებით, ხოლო მეორე კი - მის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას და სურს აღნიშნული პროგრამა განახორციელოს ინტეგრირებული ზოგადი მოდულების გათვალისწინებით, ცენტრს უნდა მიმართოს განაცხადით, რომლის ფორმაც მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წარუდგინოს შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ შემთხვევებში,  საბჭოს მიერ  პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ზღვრული რაოდენობა ნაწილდება  სასწავლო გეგმების (სასწავლო გეგმა, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს/სასწავლო გეგმა, რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს) მიხედვით .

5. დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, გაზარდოს ან შემაციროს სასწავლო გეგმების მიხედვით განსაზღვრული ჩასარიცხ პირთა რაოდენობა, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.

6. დაწესებულება უფლებამოსილია, გაზარდოს ჩასარიცხ პირთა რაოდენობა პროგრამის იმ სასწავლო გეგმის ფარგლებში, რომელიც არ მოიცავს  ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს. აღნიშნულ შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია, გაზრდილი რაოდენობის პროპორციულად შეამციროს ჩასარიცხ პირთა რაოდენობა პროგრამის იმ სასწავლო გეგმის ფარგლებში, რომელიც მოიცავს  ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს.

თავი IV

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია

მუხლი 63.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;

ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;

ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ :

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა.ა) უსდ-ის მისია;

ა.ბ) სტრატეგიული განვითარება.

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ბ.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;

ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;

ბ.გ) ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა.

გ) საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

გ.ა) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება;

გ.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი;

გ.გ) სწავლის შედეგების შეფასება.

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

დ.ა) პერსონალის მართვა;

დ.ბ) აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის დატვირთვა.

ე) სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ე.ა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, ცვლილებისა და განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები;

ე.ბ) სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები.

ვ) კვლევასთან, განვითარებასთან ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ვ.ა) კვლევითი საქმიანობა;

ვ.ბ) კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია;

ვ.გ) კვლევითი საქმიანობის შეფასება.

ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ზ.ა) მატერიალური რესურსი;

ზ.ბ) საბიბლიოთეკო რესურსები;

ზ.გ) საინფორმაციო რესურსი;

ზ.დ) ფინანსური რესურსი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები დადგენილია ამ ბრძანების დანართი №3-ით.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი” და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები.

მუხლი 64. საავტორიზაციო განაცხადი

1.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;

ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.

3. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტითა და  66-ე მუხლით დადგენილი ვადები. 

4. საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნას, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია თვითშეფასების დამტკიცებულ ფორმაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი, რა დროსაც არ გამოიყენება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი რეგულაციები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თუ ავტორიზაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.

მუხლი 65. ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასება

 1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.

 2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

 3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში.

 4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 66. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა

1.  ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების 64-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.

2.  თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების 64-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.

4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან, ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.

5. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 67. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი

1.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში კალენდარული წლის განმავლობაში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები დაწესებულების სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 68.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა

1.  ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

2.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები; ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.

3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შედის შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი.

4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.

5.  ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.

 6. ავტორიზაციის მაძიებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

 7.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.

8.  ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

9.  ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.

10.  ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.

11.  ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.

12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.

მუხლი 69. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლა

1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების 64-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების 68-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ დებულების 64-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 30 კალენდარული დღის ვადაში.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.

3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.

მუხლი 70. საავტორიზაციო ვიზიტი

1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.

2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.

3. ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.

4.  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების 68-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.

5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.

6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს საავტორიზაციო ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მუხლი 71. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ორ შემთხვევაში, კერძოდ, თუ:

ა) დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“;

ბ) დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან (გარდა ამ დებულების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ის კომპონენტებისა) მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ გამოიყენება ამ დებულების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებით, რა დროსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტების ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.

მუხლი 72. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მუხლი 73.  დასკვნის მომზადება

1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.

3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 67-ე მუხლის მე-3 და ამ მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.

 4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 74. ზეპირი მოსმენა

1.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს სამდივნო.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4.  სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში - მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში - დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი.  საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს   სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5.  სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების 3/4-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.

8.  საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.

9.  სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

10.  ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.

11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.

12.  საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს  აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.   

მუხლი 75. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.

4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.

5. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;

ე) ამ დებულების 76-ე  მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

6. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 76. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები

1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.

3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.

5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.

6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.

8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით. 

მუხლი 77.  ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები

1.  საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.

3.  საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ 3/4-ს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.

5.  საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

6.  საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

7. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.

8. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვროს ამ მუხლის პირველი  პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.

მუხლი 78. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში

1. უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს სასწავლო უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – სასწავლო უნივერსიტეტთან/კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. 

2. სასწავლო უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. 

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლის თაობაზე დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის შუამდგომლობისა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ამ დებულების 77-ე მუხლით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მისი საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეცვლილ სახესთან.

მუხლი 79.  გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ

1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

2. თითოეული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 71-ე და 72-ე მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.

3.  ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

5. თუ საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას:

ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;

გ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება , როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (2 წლის ვადაში) შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;

დ) ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც„ ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სხვა არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ;

ე) ამ დებულების 63-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 71-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.

6. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილება საბჭოს სხდომაზე. ამ განხილვის შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

7. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად, თუ ერთ - ერთ სტანდარტთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვლავ შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა ) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.

8.    ავტორიზაციაზე     უარის     თქმის     შესახებ     ან     ავტორიზაციის   გაუქმების   შესახებ   გადაწყვეტილება   მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”.

მუხლი 80. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ

1. საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების ერთჯერზე არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, ამ დებულების 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შემთხვევებში.

2.  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად შეეზღუდა სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება, ამ შეზღუდვის ძალაში შესვლიდან 4 თვის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია ცენტრში წარადგინოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც ცენტრი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახორციელებს მონიტორინგს.

3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდვისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 4 თვით ადრე არ წარმოადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს, ცენტრი საკუთარი ინიციატივით ახორციელებს მონიტორინგს.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ძალაში დარჩეს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება;

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;

დ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.

მუხლი 81. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

ავტორიზაციის შედეგად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს  სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულების მე-80 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 82. ავტორიზაციის თავისებურებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 78-ე მუხლით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.

2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 78-ე მუხლით დადგენილი წესით, სასწავლო უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან, ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება სასწავლო უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას.

3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროგრამას.

მუხლი 83. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;

ბ) სტუდენტებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;

გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.

მუხლი 84. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები

1. ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.

2. ავტორიზებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია. ამასთან, რეორგანიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლედ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება, ვალდებულია დაფუძნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი, რა შემთხვევაშიც იგი ჩაითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

მუხლი 85. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა

1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.

3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

მუხლი 86. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.

2. ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და შესაბამის რესურსებთან დაკავშირებით. განაცხადს უნდა ერთვოდეს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და სილაბუსები.

4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

5. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

6. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 67-ე მუხლის მე-3 და 73-ე მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

7. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მსურველი დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.

8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.

10. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.

11. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

 მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც დაწესებულება ვალდებულია შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.

3. საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, სწავლის შედეგების ცვლილების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.

4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.

მუხლი 88.  ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით, ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.

2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.

3. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.

4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 67-ე მუხლის მე-3 და 73-ე მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

9. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანამანათელბლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.

10. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ დებულების მე-80 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.

12. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.   

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.

14. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ინდივისუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

მუხლი 89. სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები

1. სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს  ავტორიზაციის საბჭო.

2. სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა ხდება:

ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;

ბ) სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით;

3. ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს სტუდენტთა მიღება საგანმანათლებლო პროგრამაზე.    

4. ავტორიზაციის საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა მოიცავს მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობებსაც.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 90.  სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა

1. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული სტუდენტების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.

3. საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.

მუხლი 91.  სტუდენტთა ადგილების რაოდენობების გაზრდა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისათვის წარსადგენი სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.

4.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.

5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების 67-ე მუხლის მე-3 და 73-ე მუხლის მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის საბჭოს.

7.  ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.

8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

9. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 90-ე მუხლის მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

10. საბჭო უფლებამოსილია სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 89-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.

11. სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 92.  უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის წესი

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

2.  შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ სტუდენტთა, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის  მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ადგილების რაოდენობას, ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.

მუხლი 93. ცენტრის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა

ცენტრის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად.

მუხლი 94. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ დებულების III თავით.

თავი V

სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი

მუხლი 95. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობა

1. ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, 45-ე მუხლის პირველი პუნქტით ან 77-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ავტორიზაციის მაძიებელმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში.

2.   სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი.

3. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან.

5. სააპელაციო საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს სააპელაციო საბჭოს საქმიანობას;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;

ზ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

6. სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

მუხლი 96. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის წესი

1. სააპელაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.

2.  სააპელაციო საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.

3.  სააპელაციო საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.

4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.

5. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.

6. სააპელაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააპელაციო საბჭოს სამდივნო, რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) საავტორიზაციო დოკუმენტაციას;

გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, სააპელაციო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო საბჭოს წევრი უფლებამოსილია,  განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის მიწოდებაც.

მუხლი 97. სააპელაციო საჩივარი

1. სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;

ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;

გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.

2.   სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:

ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;

ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ დებულების 95-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;

დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.

3. სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივრის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.

მუხლი 98. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა

სააპელაციო საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 99. ზეპირი მოსმენა და გადაწყვეტილების მიღება

1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ ავტორიზაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

2. სააპელაციო საბჭოს სხდომას იწვევს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე.

3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.

4. სხდომას უძღვება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს სააპელაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სააპელაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება სააპელაციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.

6. სააპელაციო საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები, ასევე, ცენტრის წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან, დაესწრონ ზეპირ მოსმენას, ხოლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.

8. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე სხვა პირის მოწვევა.

9. სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს სააპელაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.

10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.

11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს სააპელაციო საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს ის მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12. ზეპირ მოსმენაზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც შემუშავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.

13. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და სააპელაციო საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე და სააპელაციო საბჭოს მდივანი.

მუხლი 100. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭოს მონაწილეობა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში

1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში,  გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ ავტორიზაციის საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ.

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით.

მუხლი 101. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

1. სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

2. სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

3. სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.

4. სააპელაციო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

5. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

6. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

მუხლი 102. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.

2. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

3. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, 42-ე მუხლის პირველი პუქნტით ან 74-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.

4. ამ თავით განსაზღვრული წესით ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტორიზაციის მაძიებელს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ერთხელ.