„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/02/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016761
19
10/02/2020
ვებგვერდი, 11/02/2020
280120000.22.026.016761
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №19

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება: 

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს თავდაცვის ძალების და სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ  შესაბამის  თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება, ანაზღაურება მიეცემათ შესაბამის თანამდებობაზე განსაზღვრული ფულადი/თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების ოდენობით.“.

2. მე-16 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა, ასევე სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები (დანართი №7);“.

3. მე-16 მუხლს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ტოპოგრაფიული სამსახურის საინჟინრო გეოდეზიური განყოფილების მოსამსახურეთა დანამატები (დანართი N17).“.

4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 31

სამინისტროს სისტემის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, აგრეთვე თავდაცვის ძალების სამოქალაქო პირებს (მათ შორის, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს), სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრა-დასახიჩრების ან ტრამვის მიღების გამო, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, მიეცემა ყოველთვიური დანამატი 200-დან (ორასი) 800 (რვაასი) ლარამდე ოდენობით.“.

5. 58-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამხედრო მოსამსახურეებს ორწლიანი, ოთხწლიანი ან რვაწლიანი კონტრაქტით სამსახურის პერიოდში, რომელიც ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას, კონტრაქტი შეუწყდათ რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, რვაწლიანი კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 14000 ლარის ოდენობით.“.

6. 58-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მიეცემათ შეწყვეტილი კონტრაქტის ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციული დახმარება. ჯამური ვადის გაანგარიშება ხდება სრული თვით. ამ მიზნით ერთ თვემდე ნამსახურები ვადა ითვლება სრული ერთი თვის სამსახურად.“.

7. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ტრამვის შედეგად გამოწვეული ავადმყოფობით გარდაცვალების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ამ ბრძანების 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრს მიეცემა ამავე ბრძანების 58-ე მუხლით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება ფაქტობრივად ნამსახურები ვადის პროპორციულად. ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარების გაცემისას გამოიყენება ამ ბრძანების 54-ე მუხლით განსაზღვრული წესი.“.

8. №2 დანართის მე-15 და მე-16 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დისპეტჩერი

CP-9

860

16

ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ავტომრეცხავი

CP-8

935

                                                                                                     “.                                                                           

9. №7 დანართის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

სამინისტროს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა, ასევე სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა დანამატები“;

ბ)  მე-10 და მე-11 გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10

კურსების/კურსის უფროსი (ვიცე-პოლკოვნიკი), სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის შტაბის უფროსი და ინსტრუქტორთა განყოფილების უფროსი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელი (პოლკოვნიკი) და სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში

425

11

სკოლის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალების სკოლისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სერჟანტებისა), კურსების/კურსის უფროსი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბაზის სერჟანტი, კურსების/კურსის სერჟანტი (გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა), ბატალიონის სერჟანტი, ესკადრილიის სერჟანტი, სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში შემავალი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ადმინისტრაციული ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სერჟანტი, სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კოლეჯის სერჟანტი, ცენტრის სერჟანტი; სამინისტროს გენერალური ინსპექციის: მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი; სსიპ – გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსების/კურსის სერჟანტი

375

                                                      “.   

10. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №13  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

11.  დამტკიცდეს დანართი №17 თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ამასთან ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) მე-2, მე-9 და მე-10 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე;

ბ) პირველი, მე-3, მე-8 და მე-11 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის პირველი თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი