ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.142.016246
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
04/02/2020
ვებგვერდი, 07/02/2020
200140030.35.142.016246
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (07/02/2020 - 26/02/2021)

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2020 წლის 4 თებერვალი

ქ. ნინოწმინდა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი  ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 თებერვლის №4 დადგენილება (www. matsne.gov.ge 22/02/2019, 200140030.35.142.016228).
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი



დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

 


1. ქ. ნინოწმინდის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ნინოწმინდის საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:       

                                     CN = IMG X ITL X C  X K,  სადაც:

ა) CN  არის კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ)   IMG   არის ქ. ნინოწმინდის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,23-ს;

გ)    ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1,0-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიცენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 20-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ნინოწმინდის მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

ტერიტორია

IMG

ITL

C

K

CN ( ლარი)

ქ. ნინოწმინდა

0,23

1,0

0,24

20

1,10


3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის  დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,33 ლარს.

4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის   დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,28 ლარს.

5.  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის  არეალებში  გამავალი ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ნინოწმინდისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,55 ლარს.