საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016385
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
31/01/2020
ვებგვერდი, 05/02/2020
010250050.35.165.016385
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/02/2020 - 28/10/2022)

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-ს და „რაგბის კლუბი ვეფხვები“-ს სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2020 წლის 31 იანვარი

ქ. საგარეჯო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებასა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის   მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ  „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“  სპორტსმენების,  ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა  და ანაზღაურების წესი“  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილელა მარიდაშვილი

დანართი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ  „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“  სპორტსმენების,  ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა  და ანაზღაურების წესი

მუხლი 1

ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესს.

მუხლი 2

1.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებისა“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს საგარეჯოს მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

2. დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.

მუხლი 3

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „საგარეჯოს სპორტული გაერთიანების“ და „რაგბის კლუბ ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებითისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.

მუხლი 4

რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ლარს.

მუხლი 5

ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით, პასუხისმგებელი პირი (გაერთიანების დირექტორის ბრძანებით პასუხისმგებელ პირად ინიშნება გაერთიანების სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრებებზე მივლენილი სპორტსმენების ტრანსპორტირებას, კვებას და ღამისთევას) ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს – „საგარეჯოს სპორტულ გაერთიანებას“ წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მუხლი 6

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-სთვის“ და ა(ა)იპ „რაგბის კლუბ ვეფხვებისთვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს მერი უშუალოდ ან პირველადი სტრუქტურული ერთეულის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მეშვეობით.