დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებასა“ და „რაგბის კლუბი ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/10/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016438 |
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებასა“ და „რაგბის კლუბი ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანებასა“ და „რაგბის კლუბი ვეფხვების“ სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობის განსაზღვრისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 31 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 05/02/2020; 010250050.35.165.016385).
1. დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „ მუხლი 4. რეგიონულ რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, ასაკობრივი/ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს 30 (ოცდაათი) ლარს“. 2. დადგენილების დანართის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 5 ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით, პასუხისმგებელი პირი (გაერთიანების დირექტორის ბრძანებით პასუხისმგებელ პირად ინიშნება გაერთიანების სპეციალისტი შესაბამის სახეობებში, რომელიც უზრუნველყოფს შეჯიბრებებზე მივლენილი სპორტსმენების ტრანსპორტირებას, კვებას და ღამისთევას) ვალდებულია არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“ 3. დადგენილების დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 6 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ „საგარეჯოს სპორტული გაერთიანება“-სთვის“ და ა(ა)იპ „რაგბის კლუბი ვეფხვები“-სთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს მერი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ან/და პირველადი სტრუქტურული ერთეულის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მეშვეობით.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები