დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02 |
| დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/02/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.131.016299 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2020 - 29/01/2021)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ. ქობულეთის ტერიტორიის ზონირება თანახმად №2 დანართისა. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 თებერვლის №01 დადგენილება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
1. ქ. ქობულეთში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ქობულეთის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
C N= lMG X ITL X C X K , სადაც ა) C N არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) lMG არის ქ. ქობულეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს; გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს; გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს; გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს; დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ქობულეთში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით (თანდართული სიტუაციური ნახაზი):
3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 6.26 ლარს; 4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი დაბებისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს; 5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 5.22 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი; 6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი; 7. შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში (გარდა ქ. ქობულეთისა) და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 20.88 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული წესი.
დანართი №2
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები