ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.131.016311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
02
29/01/2021
ვებგვერდი, 02/02/2021
200140030.35.131.016311
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (02/02/2021 - 31/01/2022)

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №02

2021 წლის 29 იანვარი

ქ. ქობულეთი

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქ. ქობულეთის ტერიტორიის ზონირება თანახმად №2 დანართისა.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 28 იანვრის  №02 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მჭედლიშვილი



დანართი №1
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. ქ. ქობულეთში სახელმწიფო და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ.ქობულეთის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

                                                   CN= lMG   X   ITL X C X K,  სადაც

ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) lMG  არის ქ. ქობულეთის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;

გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისათვის  – 1,3-ს;

გ.ბ) შუალედური ზონისათვის –1-ს;

გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;

დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს.

ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დიფერენცირებულია მე-2 პუნქტში მითითებული თითოეული ზონის მიხედვით.

2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ქობულეთში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით (თანდართული სიტუაციური ნახაზი):

lMG

ITL

C

k

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა

0,58

1,3

0,24

300030030

54.29

შუალედური ზონა

0,58

1

0,24

150

20.88

პერიფერიული ზონა

0,58

0.7

0,24

150

14.62

 

3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია  ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 6.26  ლარს;

4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებისათვის მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44 ლარს;

5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 5.22 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი;

6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 10.44  ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ფასი;

7. შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალ დასახლებებში (გარდა ქ. ქობულეთისა) და დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ქობულეთის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 100 %-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 20.88 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3, მე-4 და  მე-6 პუნქტებში აღნიშნული წესი.


.
.


დანართი №2
.

 

ქ. ქობულეთის ზონების აღწერა

ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

ცენტრალური ზონა

ზურაბ ჟვანიას სახელობის ხიდიდან დ. აღმაშენებლის გამზირის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე აჭყვას შესართავამდე, მეგობრობის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მდინარე კინტრიშის შესართავამდე, მდინარე კინტრიშის შესართავიდან მდინარე დეხვას შესართავამდე, მდინარე დეხვას შესართავიდან ქ. ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე (მ. აბაშიძის ქუჩის ღერძულა ხაზის დასავლეთი მხარე მ. აბაშიძის ქუჩის ბოლომდე)

          

            1,3

შუალედური ზონა

მდ. ჩოლოქის, ოჩხამურის, ,,სმეკალოვკის“ არხის, დასავლეთი მხარე   ცენტრალურ ზონამდე, თავისუფლების ქუჩა რკინიგზის  გადასასვლელამდე - თავისუფლების  ქუჩის ჩრდილოეთი მხარე 500 მეტრის რადიუსში, თავისუფლების  ქუჩისა და  რკინიგზის ხაზის  გადაკვეთიდან ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრამდე რკინიგზის ხაზის  დასავლეთი მხარე მთლიანად ცენტრალურ ზონამდე

             

             1

პერიფერიული ზონა

ქ.ქობულეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სხვა დანარჩენი  ტერიტორია (ე.წ. ემტეესის, გელაურის, ჩოლოქის და სხვა ტერიტორიები), გარდა ცენტრალური და შუალედური ზონის ტერიტორიებისა

            0,7

 


.
.