დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016295 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2019 - 28/01/2020)
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცებულ იქნას ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტი თანახმად დანართისა. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N60 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
.
|
. |
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით
(ლარი)
|
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
თავი II
. |
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 35 466 600 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 16 130 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 16 850 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 486 600 ლარის ოდენობით.
|
თავი III
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 20 504 134 ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 8.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 14 160 931 ლარის ოდენობით მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 14 160 931 ლარის ოდენობით, თანადართული რედაქციით;
ბ) განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 34 665 065 ფუნქციონალურ ჭრილში, თანადართული რედაქციით.
(ლარი)
|
თავი IV
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულების ცვლილება
|
მუხლი 10.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
|
მუხლი 11.
1. განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ლარის ოდენობით: 2. განისაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით:
|
3) განისაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 1 149 700 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 12.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 1 951 235 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 150 000 ლარის ოდენობით. |
თავი V
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ ქვეპროგრამები
|
მუხლი 14.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
*
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
* განათლების ხელშეწყობა; * კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები; * მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
|
თავი VI
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 15.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
2020 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 20 |
1.ქობულეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა საჭიროებისამებრ საფინანსო სამსახურს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 06-დან დაფინანსდება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150 000 ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები