დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 06 |
დოკუმენტის მიმღები | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 14/08/2020 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.131.016303 |
|
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის №13 დადგენილებაში (სსმ 30/12/2019 წ. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.131.016295) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანადართული რედაქციით
(ლარი)
|
მუხლი 2.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
|
თავი II |
მუხლი 3.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 32 998 300 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 4.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 13 727 300 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 5.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები16 850 000 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 421 000 ლარის ოდენობით.
|
თავი III
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
მუხლი 7.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 20 158 344 ლარის ოდენობით თანადართული რედაქციით.
|
მუხლი 8.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 14 426 815 ლარის ოდენობით მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 14 426 815 ლარის ოდენობით, თანადართული რედაქციით;
ბ) განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით;
|
მუხლი 9.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 34586559 ფუნქციონალურ ჭრილში, თანადართული რედაქციით.
(ლარი)
|
თავი IV
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულების ცვლილება |
მუხლი 10.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
|
მუხლი 11.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -3546900 ლარის ოდენობით:
2. განისაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0 ლარის ოდენობით:
3. განისაზღვრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება 3 549 400 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 12.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
1) განისაზღვროს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება- 1 958 641 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი და განისაზღვროს 270 000 ლარის ოდენობით. |
თავი V
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ ქვეპროგრამები |
მუხლი 14.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
* ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია;
* დასუფთავება და გარემოს დაცვა; * განათლების ხელშეწყობა; * კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები; * მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.
|
თავი VI
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი VII
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 16 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 17 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 18 |
2020 წლის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 19 |
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 20 |
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულმა ერთეულებმა საჭიროებისამებრ საფინანსო სამსახურს წარუდგინონინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ დადგენილებით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერებისა და შესრულებული სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის თაობაზე.
2. საფინანსო სამსახური მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეკონომიის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე გადანაწილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 21 |
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 22 |
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 06-დან დაფინანსდება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 23 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურმა მოამზადოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად. |
მუხლი 24 |
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 270 000 ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები