დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ვანის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.121.016382 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2019 - 15/01/2020)
|
ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ა” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დანართი №1-ის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №125 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31.12.2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.121.016353).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ვანის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ვანის ბიუჯეტის შემოსავლები |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 10211.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 6700,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 3056,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 454,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 7138,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 3017,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული რეადაქციით:
|
მუხლი 10.
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 3073,9 ათასი ლარის, ხოლო მთლიანი სალდო 56,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 11.
ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 12.
ვანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს -56,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ასიგნება განისაზღვროს 3232,9 ათასი ლარის ოდენობით. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
პროგრამის დასახელება: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პროგრამის კოდი: 02 01 პროგრამის დაფინანსება: 3117,9 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების, სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით, მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს. მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესრულდება სალხინო-დიხაშხოს (ვაშლარას უბნის გავლით), ზეინდარ-სალომინაოს, შუამთა ტობანიერის (ბუბუტეიშვილების უბნის გავლით) ციხესულორში კეჭნარას უბნის მიმართულებით, დიხაშხო-ბზვანის გზიდან ჯვარისერის მიმართულებით საავტომობილო გზების რეაბილიტაცია. მოსალოდნელი შედეგი: მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება. პროგრამის დასახელება: სანიაღვრე და ნაპირსამაგრი სისტემის რეაბილიტაცია პროგრამის კოდი: 02 02 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის დასახელება: წყლის სისტემის განვითარება პროგრამის კოდი: 02 03 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის დასახელება: გარე განათების უზრუნველყოფა პროგრამის კოდი: 02 04 პროგრამის დაფინანსება: 110,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ღამის პერიოდში მუნიციპალიტეტში უსაფრთხო გადაადგილებისა და კომფორტული გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გამართული გარე განათების ქსელის ფუნქციონირებას. მუნიციპალურ ბიუჯეტში წარმოდგენილი გარე განათების პროგრამის ფარგლებში სწორედ გარე განათების სისტემის განვითარებისა და ექსპლოტაციისათვის საჭირო ხარჯები ფინანსდება. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელი ფუნქციონირებს ქ. ვანში და 20 ადმინისტრაციულ ერთეულში. პროგრამის ასიგნებები 110 ათასი ლარი მოხმარდება მოხმარებული ელექტროენერგიის ანაზღაურებას. მოსალოდნელი შედეგი: მთელი წლის მანძილზე გარე განათების სისტემა ფუნქციონირებს გამართულად. პერიოდულად წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია დროულად. პროგრამის დასახელება: მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის კოდი: 02 05 პროგრამის დაფინანსება: 5,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ქალაქ ვანში განხორციელდება მისამართების აღმნიშვნელი აბრების შეძენა/მონტაჟი. მოსალოდნელი შედეგი: ქალაქის ცენტრალური ქუჩებში დამონტაჟებულია მისამართის აღმნიშვნელი აბრები. პროგრამის დასახელება: სოფლის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 02 06 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: მოსალოდნელი შედეგი: |
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავებისა და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ასიგნებები განისაზღვროს 480,0 ათასი ლარის ოდენობით. დასუფთავებისა და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამის დასახელება: დასუფთავება და ნარჩენების გატანა პროგრამის კოდი: 03 01 პროგრამის დაფინანსება: 480.0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ააიპ ვანის კომუნალური გაერთიანება პროგრამის აღწერა და მიზანი: ვანის მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიებების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით მუნიციპალიტეტი ნაყოფიერად თანამშრომლობს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალური განვითარების ფონდის სესხით განხორციელდა ნაგვის ურნების შეძენა. ასევე, მუნიციპალიტეტს გადმოეცა ნაგავმზიდი მანქანები. პროგრამის ფარგლებში კომუნალური გაერთიანება ახორციელებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულებიდან ნაგვის ნარჩენების მოგროვებას და გატანას, რომელსაც ემსახურება 3 ერთეული ნაგვის გამტანი ავტომობილი. სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. შეგროვებული ნარჩენები გადის სამტრედიის ნაგავსაყრელზე. პროგრამისთვის გამოყოფილ ასიგნებები ასევე მოიცავს ა(ა)იპ - ვანის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების ადმინისტრაციულ ხარჯებს და პერსონალის ხელფასებს. მოსალოდნელი შედეგი: მთელი წლის მანძილზე შეუფერხებლად განხორციელდება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და ნარჩენების გატანა. |
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსების ასიგნება განისაზღვროს 1500,0 ათასი ლარის ოდენობით. განათლების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამის დასახელება: სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირება პროგრამის კოდი: 04 01 პროგრამის დაფინანსება: 1500,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ვანის საბავშვო ბაღების გაერთიანება. პროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამავე კანონის მიხედვით, ასევე აკრძალულია მუნიციპალიტეტის მართვაში არსებულ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში სასწავლო-აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის გადასახადის, ტარიფის ან სხვა საფასურის შემოღება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება. ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაგა-ბაღის ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 26 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 700-ზე მეტი ბავშვი. „სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირების“ პროგრამის მიზანია: საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა, მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; კვების ორგანიზებისა და რაციონის ნორმების დაცვა, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა; დასაქმებული პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება. ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომელთათვის შესაბამის სამუშაო პირობების შექმნა. მოსალოდნელი შედეგი: ვანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის წარმართვისათვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი პირობებით, მათ შორის: სააღმზრდელო დაწესებულებებში დაცული იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების უმეტესობა, დაცული იქნება სანიტარული და ჰიგიენური, კვების ორგანიზებისა და კვების რაციონის ნორმები; სააღმზრდელო დაწესებულებებში და ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში დასაქმებული ადმინისტრაციული და სააღმზრდელო პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო პირობებით. მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურებით წლის გამავლობაში ისარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 700-ზე მეტი შესაბამისი ასაკის ბავშვი. პროგრამის დასახელება: სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაცია პროგრამის კოდი: 04 02 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სრულყოფილი და სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია, რომელიც მუნიციპალიტეტის ერთ ერთ უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი კვლავ განაგრძობს დაწესებულებების რეაბილიტაციის ღონისძიებებს. მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების რაოდენობა, სტანდარტებთან შესაბამისი პირობები შექმნილია საბავშვო ბღებში. პროგრამის დასახელება: ზოგადი განათლების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 04 03 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: პროგრამის აღწერა და მიზანი: სრულყოფილი ზოგადი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტროსა და ვანის მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილებათა დელეგირების საფუძველზე, მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციის ღონისძიებებს. მოსალოდნელი შედეგი: ტრანსპორტირების მომსახურებით სარგებლობს 33 საჯარო სკოლის მოსწავლეეები, სხვადასხვა მარშრუტზე. რეაბილიტირებულია საჯარო სკოლები. |
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი |
კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტის ასიგნების მოცულობა განისაზღვროს 1510,0 ათასი ლარით, პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები თანდართული რედაქციით:
პროგრამის დასახელება: სპორტული ღონისძიებების ორგანიზება პროგრამის კოდი: 05 01 01 პროგრამის დაფინანსება: 10,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება: მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები, მათ შორის: სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, სპორტი ბარიერების გარეშე, ევროპის სპორტის კვირეული და სხვა; ფულადი და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოებულია ახალგაზრდა წარმატებული სპორტსმენები. პროგრამის დასახელება: სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 05 01 02 პროგრამის დაფინანსება: 210,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება პროგრამის აღწერა და მიზანი: სასპორტო დაწესებულებების გაერთიანება აერთიანებს სხვადასხვა სპორტულ მიმართულებას, ესენია: თავისუფალი, ქართული და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ჭადრაკი, კალათბურთი, სამბო, ძიუდო, ველოსპორტი. აღსაზრდელები მონაწილეობას ღებულობენ სპორტულ შეჯიბრებეში და ტურნირებში როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე საზღვარგარეთ. ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში. მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელი შედეგი: გაერთიანება მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ორგანიზაციის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია სპორტული წრეებით სარგებლობა; პროგრამის დასახელება: ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 05 01 03 პროგრამის დაფინანსება: 210,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი სულორი ვანი პროგრამის აღწერა და მიზანი: საფეხბურთო კლუბი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყობს სამი ასაკობრივი კლუბის აღსაზრდელების ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯებს, ასევე ცენტრალური სტადიონის პერსონალისა და შენახვის ხარჯების დაფინასნებას. ქვეპროგრამის მიზანია: - ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელი შედეგი: კლუბი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ორგანიზაციის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია ფეხბურთის წრეებით სარგებლობა; პროგრამის დასახელება: რაგბის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 05 01 04 პროგრამის დაფინანსება: 160,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სარაგბო კლუბი აიეტი პროგრამის აღწერა და მიზანი: სარაგბო კლუბი პროგრამის ფარგლებში უზრუნველყობს სამი ასაკობრივი და პროფესიული კლუბის მორაგბეების ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის ხარჯებს, ასევე სარაგბო სტადიონის პერსონალისა და შენახვის ხარჯების დაფინანსებას. ქვეპროგრამის მიზანია: ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვას სპორტში, მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელი შედეგი: კლუბი მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს შეუფერხებლად; ყველა მსურველი დაკმაყოფილებულია ორგანიზაციის მომსახურებით; მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია რაგბის წრეებით სარგებლობა; პროგრამის დასახელება: სპორტული ობიექტების რეაბილიტაცია პროგრამის კოდი: 05 01 05 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: სპორტსმენთათვის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის მიზნებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს. მოსალოდნელი შედეგი: სპორტსმენთათვის შექმნილია შესაბამისი სავარჯიშო პირობები, რეაბილიტირებულია სპორტული ობიექტები. პროგრამის დასახელება: კულტურის ღონისძიებების ორგანიზება პროგრამის კოდი: 05 02 01 პროგრამის დაფინანსება: 395,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრი. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა გულისხმობს ა(ა)იპ კულტურული ღონისძებების ორგანიზებისა და მართვის ცენტრის დაფინანსებას, რომლის მიზანია ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან. შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, უზრუნველყოს სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება. ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და შენარჩუნების მიზნით დააფინანსოს ხალხური სიმღერის ანსამბლები. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამი კულტურის სახლი, კარლო საკანდელიძის სახელობის ვანის სახალხო თეატრი. კულტურის სახლებში გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულებები, ქორეოგრაფიული წრეები, ფოლკლორული ანსამბლები, ბავშვთა საესტრადო წრეები. მუნიციპალიტეტის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მიზანია: მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი ჩართულობის გაზრდა. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დაწესებულებები წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. თეატრში იდგმება სპექტაკლები. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით. პროგრამის დასახელება: სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 05 02 02 პროგრამის დაფინანსება: 335,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ვანის სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვიტარების ცენტრი. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა გულისხმობს ა(ა)იპ სახელოვნებო, განათლებისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დაფინანსებას. ორგანიზაცია აერთიანებს სამუსიკო სკოლას, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, ბიბლიოთეკებს, კორნელი კეკელიძის, კალისტრატე ცინცაძის, გიორგი ძიგვაშვილისა და სახვითი ხელოვნების მუზეუმებს, ვანის ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის კვლევის ცენტრს. ქვეპროგრამის მიზანია მიეცეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს შესაბამისი საფეხურისა და სახელოვნებო პროფილის განათლება. ხელი შეუწყოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაერთიანებულ მოსწავლეებში პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, ხელოვნების საფუძვლების ზიარებას, ეროვნული მემკვიდრეობის შესწავლას. სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით, შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით, შეკრიბოს ნივთები, კულტურის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტალური, ეთნოგრაფიული მასალები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა. უზრუნველყოს ყველა ასაკის მკითხველი საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მომსახურეობით. იზრუნოს საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტებასა და ბიბლიოთეკებთან წიგნგაცვლითი ურთიერთობის დამყარებაზე. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი წლის განმავლობაში ფუნქციონირებენ შეუფერხებლად. სრულად არის დაკმაყოფილებული მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებულ წრეებზე და სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების მოთხოვნა. სკოლების აღსაზრდელები მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსებსა და ფესტივალებში. ბიბლიოთეკები და მუზეუმები საკუთარი მომსახურებას სთავაზობენ მსურველებს. ა(ა)იპ-ის ადმინისტრაციული პერსონალი უზრუნველყოფილია სამუშაო პირობებით. პროგრამის დასახელება: კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია პროგრამის კოდი: 05 02 03 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: კულტურის სფერო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის ერთ ერთი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი კვლავ გააგრძელებს კულტურის ობიექტების რეაბილიტაციას. მოსალოდნელი შედეგი: რეაბილიტირებული ობიექტების რაოდენობა პროგრამის დასახელება: რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 05 02 04 პროგრამის დაფინანსება: 95,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ეპარქია პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტი აგრძელებს ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ფინანსურ მხარდაჭერას. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის დასახელება: ახალგაზრდობის მხარდაჭერა პროგრამის კოდი: 05 03 პროგრამის დაფინანსება: 30,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი პროექტები: შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში; დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება; ახალგაზრდული პროექტები მომართვიანობის მიხედვით; ქვეპროგრამის მიზანია ვანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ეფექტურად და შინაარსიანად ხარჯვის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი პოტენციალის გამოვლენა, ინოვაციური იდეების მქონე საინიციატივო ჯგუფების ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: შშმ პირების საზოგადოებაში ჩართვის ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდულ პოლიტიკასთან. პროგრამის დასახელება: ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის კოდი: 05 04 პროგრამის დაფინანსება: 65,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ვანის ტურიზმის ცენტრი პროგრამის აღწერა და მიზანი: ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის განვითარების საკითხებში. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ცნობადობის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. მოსალოდნელი შედეგი: ტურისტების რაოდენობის ზრდა; |
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 788,0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
პროგრამის დასახელება: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა პროგრამის კოდი: 06 01 01 პროგრამის დაფინანსება: 83,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ვანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან აცილებაში მდგომარეობს. თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის: ა) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; გ) საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დავის კონტროლი; ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს კუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის; ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა; თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
პროგრამის მიზანია მეთვალყურეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ჯანმრთელობის რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მონიტორინგი და რეაგირება; პროგრამის დასახელება: ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია პროგრამის კოდი: 06 01 02 პროგრამის დაფინანსება: 0,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ჯანმრთელობის დაცვის სფეროში უდიდესი როლი ენიჭება პირველად ჯანდაცვას, ამბულატორიულ მომსახურებას. ამბულატორიული მომსახურების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით, განაგრძობს ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მოსალოდნელი შედეგი: ამბულატორიების პერსონალისათვის სათანადო პირობების შექმნა, რეაბილიტირებული ამბულატორიების რაოდენობა. პროგრამის დასახელება: ახალშობილთა ოჯახების დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 01 პროგრამის დაფინანსება: 90,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა ახალშობილთა ოჯახებს: პირველი შვილის შეძენისას 300 ლარის, მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში 350 ლარის, მესამეზე 400, მეოთხეზე და ყოველ მომდევნო შვილის შეძენისას 500 ლარის, ხოლო ტყუპების შეძენისას თითოეულ ახალშობილზე 500 ლარის ოდენობით. თუ ახალშობილის ოჯახის სარეიტინგო ქულა შეადგენს 1 დან 70 000 მდე, მაშინ მისაღები ფინანსური დახმარების მოცულობა გაიზრდება 20-%-ით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 02 პროგრამის დაფინანსება: 25,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, ყოველწლიურად თითოეულ ბავშვზე მიიღებენ 100 ლარს. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: სამედიცინო დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 03 პროგრამის დაფინანსება: 300,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: დახმარებით ისარგებლებენ ვანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 150000-ის ჩათვლით. ვანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის პირები, რომლებიც დაფინანსების მოთხოვნის მომენტში რეგისტრირებულნი არ არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ან მინიჭებული აქვთ 150000 – ზე მეტი სარეიტინგო ქულა, პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით ისარგებლებენ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც აღწერილი იქნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დახმარების დასაბუთებული აუცილებლობა. დახმარების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის კატეგორიის მიხედვით. პირველ კატეგორიაში შედიან ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნე) დაავადების მქონე პირები; მეორე კატეგორიაში შედიან: ა) გულის დაავადებათა მქონე პაციენტები; ბ) C ქრონიკული ჰეპატიტით და ღვიძლის ციროზით დაავადებული პირები; გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე პირები მესამე კატეგორიაში შედიან: ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 70000 – ის ჩათვლით; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 1-დან 100000-ის ჩათვლით; გ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირები; მეოთხე კატეგორიაში შედიან: ა) მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 70001-დან 150000 -ის ჩათვლით; ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები; გ) 75 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები. მეხუთე კატეგორიაში შედის დახმარების მიმღები ყველა სხვა მოქალაქე. პირველ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. ამ კატეგორიის ბენეფიციარებს უფლება აქვთ ლიმიტით განსაზღვრული თანხა გამოიყენონ ძირითადი დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შესაძენად, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტისა და ფარმაცევტული დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. მეორე კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს, თუ ისინი გადიან მკურნალობის კურსს განსაზღვრული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. თუ მოქალაქეს ჭირდება სამედიცინო დაწესებულების მომსახურება 8.3 ქვეპუნქტში არშემავალი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, მათ დამატებით შეუძლიათ ერთჯერადად ისარგებლონ დაფინანსებით, მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, მეოთხე ან მეხუთე კატეგორიის მოქალაქეებისთვის დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქის წლიური დაფინანსების თანხა არ უნდა აღემატებოდეს 700 (შვიდას) ლარს. მესამე კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებს აუნაზღაურდებათ სამედიცინო დაწესებულებაში მათ მიერ გადასახდელი თანხის 100%, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს წლის განმავლობაში არაერთჯერადად, ლიმიტით გათვალისწინებული თანხის ამოწურვამდე. ამ კატეგორიაში შემავალ მოქალაქეებზე არ ვრცელდება მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მათთვის ორსულობის, საკეისრო კვეთის ან ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარით, თუ მათ გადასახდელ თანხაში არ შედის ექიმის ან სამშობიარო სახლის არჩევით გამოწვეული ხარჯები. მეოთხე კატეგორიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ და მათთვის პროგრამა არ ითვალისწინებს 200 (ორას) ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსებას. მეხუთე კატეგორიის მოქალაქეებისთვის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება პაციენტის გადასახდელი თანხის 50%-ით, არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ამ კატეგორიის მოქალაქეები პროგრამით ისარგებლებენ წელიწადში ერთხელ და მათთვის პროგრამა არ ითვალისწინებს 200 (ორას) ლარზე ნაკლები ღირებულების სამედიცინო მომსახურების თანხის დაფინანსებას. თუ სამედიცინო დაწესებულებაში ბენეფიციარის მიერ ერთჯერადად გადასახდელი თანხა აღემატება 5000 ლარს, დახმარების ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარს დამატებული 5000 ლარს ზემოთ გადასახდელი თანხის 10 %-ით, არაუმეტეს 2000 ლარისა. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: დიალიზის პროგრამაში ჩართულთა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 04 პროგრამის დაფინანსება: 45,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული ბენეფიციარების მგზავრობის ღირებულებისა და მკურნალობისათვის აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: შშმ პირთა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 05 პროგრამის დაფინანსება: 75,0ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 18 წლამდე ასაკის არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევებით დაავადებული ბავშვთა ოჯახებისათვის ყოველთვიურად დახმარების გაწევა 200 ლარის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა 500 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფა პროგრამის კოდი: 06 02 06 პროგრამის დაფინანსება: 30,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი პირების ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფას. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: სტიქიით დაზარალებულთა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 07 პროგრამის დაფინანსება: 30,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას დაზარალებული ოჯახებისთვის, რომელთაც ხანძრის შედეგად დაეწვათ საცხოვრებელი სახლი ან სტიქიური მოვლენების შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათა ცვენა, წყალდიდობა, ძლიერი ქარი) დაზარალდნენ. დახმარების ოდენობა განისაზღვრება ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 3000 ლარის, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარისა, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: დღეგრძელდა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 08 პროგრამის დაფინანსება: 7,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასი და მეტი წლის უხუცესთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, თითოეულ ბენეფიციარზე 1000 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: ვეტერანთა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 09 პროგრამის დაფინანსება: 5,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებსა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, სოციალურად დაუცველ (100 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები) ვეტერანთათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა 300 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: მარჩენალგარდაცვლილ პირთა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 10 პროგრამის დაფინანსება: 25,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაცემა: ა) სოციალურად დაუცველ მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებზე, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ამავე დროს რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, ერთ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ) მარჩენალგარდაცვლილ ოჯახებზე, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით. გ) დედ-მამით ობლებს, რომლებიც ღებულობენ მარჩენალის გარდაცვალების გამო სოციალურ პაკეტს, ერთ ბენეფიციარზე 500 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: სტუდენტთა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 11 პროგრამის დაფინანსება: 15,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში ერჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბოლო ერთი წლის მანძილზე უწყვეტად რეგისტრირებულ, უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის სტუდენტებს, რომელთა ოჯახები მიეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და სარეიტინგო ქულა არის 1-დან -100000-ჩათვლით. დახმარების მოცულობა განისაზღვრება თითოეულ სტუდენტზე 500 ლარის ოდენობით. დახმარებით ასევე ისარგებლებენ პირველი ჯგუფის ინვალიდი სტუდენტები, მიუხედავად სარეიტინგო ქულისა, 1000 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: ოჯახური ძალადობის მსხვერპლტა დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 12 პროგრამის დაფინანსება: 3,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა პროგრამის კოდი: 06 02 13 პროგრამის დაფინანსება: 10,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი“-ს საფუძველზე რეგისტრირებული პირების/ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას. ბინის ქირის ოდენობა, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – არაუმეტეს 100 (ასი) ლარი თვეში; ბ) მთისძირის, შუამთის, ტობანიერის, ციხესულორის, ზედავანის, სალხინოს, დიხაშხოს, ბზვანის, ამაღლების, ზეინდრის, გორას ადმინისტრაციულ ერთეულებში – არაუმეტეს 80 (ოთხმოცი) ლარი თვეში; გ) ყუმურის, მუქედის, გადიდის, სულორის, ძულუხის, საპრასიის, ფერეთას, სალომინაოს, უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულებში – არაუმეტეს 60 (სამოცი) ლარი თვეში; მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის ბენეფიციარები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: სარიტუალო დახმარება პროგრამის კოდი: 06 02 14 პროგრამის დაფინანსება: 40,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის დახმარება 500 ლარის ოდენობით. ბ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის ოჯახის დახმარება 250 ლარის ოდენობით. გ) სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 1-70000-ის ჩათვლით, ხოლო არასრულწლოვან გარდაცვლილზე 1-100000-ის ჩათვლით) გარდაცვლილის ოჯახის დახმარება 500 ლარის ოდენობით. დ) ჩერნობილის ავარიის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით. მოსალოდნელი შედეგი: აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახები დაკმაყოფილებულია სრულად. პროგრამის დასახელება: სხვა სოციალური ღონისძიებები პროგრამის კოდი: 06 02 15 პროგრამის დაფინანსება: 5,0 ათასი ლარი პროგრამის განმახორციელებელი: ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების დღის ცენტრის ფინანსური მხარდაჭერა. მოსალოდნელი შედეგი: დღის ცენტრის ბენეფიციართათვის გაუმჯობესებულია პირობები.
|
მუხლი 18.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება |
ვანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
|
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 21.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2020 წლის განმავლობაში ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
|
მუხლი 22.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 23.
დავალიანებების ანაზღაურება |
მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2020 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 24.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი, 145,0 ათასი ლარი, მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,0 ათასი ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 80,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 25.
სარეზერვო ფონდი |
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 140.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
|
დოკუმენტის კომენტარები