დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016418 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2019 - 17/01/2020)
|
კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი დანართი №1-ის შესაბამისად; |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №34 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/12/2017; 190020020.35.149.016387).
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 01 იანვრიდან. |
|
დანართი №1
|
კასპის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 14783,3 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები
|
ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვროს 12603,1 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები (ტრანსფერები) |
ბიუჯეტის შემოსავლები გრანტებიდან განისაზღვროს175,0 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 2005,2 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები
|
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 10408,3 ათასი ლარით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვოროს 4193,0 ათასი ლარით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 4213,0 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 20,0 ათასი ლარით:
ათასი ლარი
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
ბიუჯეტის ხარჯები და არაფინანსური აქტივები ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის საოპერაციო სალდო განისაზღვროს 4375,0 ათასი ლარით, ხოლო ბიუჯეტის მთლიანი სალდო 182,0 ათასი ლარით:
ათასი ლარი
|
მუხლი 11.
ბიუჯეტის ფანანსური აქტივების ცვლილება
|
ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს 0,0 ათასი ლარით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
მუხლი 12.
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვრის 182,0 ათსი ლარით. მათ შორის:
ათასი ლარი
|
თავი II
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები
|
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის განვითარება |
ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2479,6 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა
|
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1035,7 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4061,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
|
მუხლი 16.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3195,0 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
ჯანმრთელობის
დაცვა
და
სოციალური
უზრუნველყოფის
პრიორიტეტის
დაფინანსებისათვის
განისაზღვროს
1094,0 ათასი
ლარი
. ჯანმრთელობის
დაცვა
და
სოციალური
უზრუნველყოფის
პიორიტეტის
ფარგლებში
დაფინანსებული
პროგრამების
და
ქვეპროგრამების
მიზნები
და
მოსალოდნელი
შედეგები
განისაზღვროს
შემდეგი
რედაქციით
:
ათას ლარში
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა პროგრამის კლასიფიკაციის კოდი: 06 02 პროგრამის დასახელება: სოციალური უზრუნველყოფა პროგრამის განმახორციელებელი: ქ. კასპის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2017-2020 წწ პროგრამის მიზანი: აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება. სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის აღწერა:
პროგრამა უზრუნველყოფს
კასპის
მუნიციპალიტეტის (
შემდგომში –
მუნიციპალიტეტი)
ტერიტორიაზე რეგისტრირებული
მოსახლეობისათვის,
აგრეთვე
კასპის მუნიციპალიტეტში
დროებით
რეგისტრირებული
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან
ერთჯერადი
სოციალური
დახმარების
გაცემის
პირობებს,
მიმღებთა (
ბენეფიციართა)
კატეგორიებს,
მათ
მიერ
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი
დოკუმენტაციის
სახეებსა
და
დახმარების
სახით
გასაცემი
თანხის ოდენობებს.
ონკოლოგიური
ავადმყოფის
სამედიცინო
და მედიკამენტოზური დახმარება –
ამ
პროგრამით
დახმარებას
მიიღებს
ონკოლოგიური
ავადმყოფიროგორც ა)
ოპერციული
მკურნალობისთვის
ასევე
სხვა სამედიცინო
მომსახურებისთვის;
კიბოსწინარე
დაავადებით
დაავადებულთა
ოპერაციული
მკურნალობის თანადაფინანსება
ერთჯერადად
საყოველთაო
ჯანდაცვის
ან
კერძო
სადაზღვევო კომპანიის
მიერ დაუფინანსებელი
თანხის 50%
თანადაფინანსებით,
არაუმეტეს 500 ლარისა.
კუჭის
რეზექცია
და
გასტრექტომია
თანადაფინანსება
მოხდება ერთჯერადად
საყოველთაო
ჯანდაცვის
ან
კერძო
სადაზღვევო
კომპანიის
მიერ დაუფინანსებელი
თანხის 70%
თანადაფინანსებით,
არაუმეტეს 3000
ლარისა.
კეთილთვისებიანი სიმსივნით
დაავადებულთა
სტაციონარული (
მათ
შორის
დღის სტაციონარი)
მკურნალობის
თანადაფინასება
მოხდება
ერთჯერადად
საყოველთაო ჯანდაცვის
ან
კერძო
სადაზღვევო
კომპანიის
მიერ დაუფინანსებელი
თანხის 50%
თანადაფინანსებით,
არაუმეტეს 700
ლარისა. .
კარდიოქირურგიული
ოპერაციის თანადაფინანსება –
თანადაფინანსება მოხდება
ერთჯერადად
საყოველთაო ჯანდაცვის
ან
სადაზღვევო
კომპანიის
მიერ
დაუფინანსებელი
თანხის 50%
თანადაფინანსებით,
არაუმეტეს 700
ლარისა.
თვალის
ოპერაციის
თანადაფინანსება – თანადაფინანსება
მოხდება
ერთჯერადად
საყოველთაო
ჯანდაცვის
ან სადაზღვევო
კომპანიის
მიერ
დაუფინანსებელი
თანხის
დაფინანსებით: 300
ლარამდე
სრულად,
ხოლო 301-
ლარიდან 70%
თანადაფინანსებით,
არაუმეტეს 500
ლარისა;
ოპერაციული
მკურნალობის
თანადაფინანსება –
ოპერაციული მკურნალობისთვის (
გარდა
საკეისრო
კვეთის,
ესტეტიკური
ქირურგიის
და კოსმეტიკური
მიზნით
ჩატარებული
მომსახურებისა,
პლასტიკური
ქირურგიისა)
ერთჯერადად
დახმარებას
მიიღებს
ბენეფიციარი,
რომელიც
არ
ფინანსდება საყოველთაო
ჯანდაცვის
პროგრამით
ან
კერძო
სადაზღვევო
კომპანიის
მიერ.
სიმსივნით
დაავადებულ
პირთა
კვლევები
და
პროცედურები –
ბენეფიციარს დახმარება
გაეწევა
ერთჯერადად
სახელმწიფოსგან
დაუფინანსებელი
კვლევებისთვის და
პროცედურებისთვის 300
ლარამდე
სრულად,
ხოლო 301-
ლარიდან 70%
თანადაფინანსებით,
არაუმეტეს 500
ლარისა;
სამედიცინო (
ამბოლატორიული,
სტაციონარული
და
მათ
შორის
დღის
სტაციონარი)
მომსახურების
თანადაფინასება ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება; ე) უპატრონო მიცვალებული; კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (80 ბენეფიციარი) მცხოვრები უმწეო მოქალაქეთა უფასო კვების მომსახურება. |
მუხლი 18.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები პრიორიტეტების, პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით განისაზრვროს შემდეგი რედაქციით:
ათასი ლარი
|
თავი III
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 19.
ასიგნებების დაფინანსება
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 20.
ასიგნებების გადანაწილება
|
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. |
მუხლი 21.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა |
კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 22.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები
|
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. |
მუხლი 23.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 175,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 74,0 ათასი ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 101,0 ათასი ლარი. 2.„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 24.
სარეზერვო ფონდი |
2020 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები