დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5614-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 19/12/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2019 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.019697 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1763 მუხლი: „მუხლი 1763. ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის მესაკუთრის მიერ, ხოლო მართლზომიერი მფლობელის არსებობის შემთხვევაში − მართლზომიერი მფლობელის მიერ შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე ამავე დადგენილებით განსაზღვრული ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ვალდებულების, დადგენილი ტექნიკური მახასიათებლების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა – გამოიწვევს გაფრთხილებას. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შესახებ მიცემული გაფრთხილების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობაზე ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის დამონტაჟების/განთავსების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევაზე, თუ აღნიშნული წესის დაცვა სალიცენზიო/სანებართვო პირობის ნაწილია. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე ავტოგასამართ სადგურზე ან ავტოგასამართ კომპლექსზე (ავტოგასამართ, აირგასამართ ან აირსავსებ სადგურზე).“. 2. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე – 123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი – მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის), 134-ე, 1352 − 1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715 მუხლით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5888 – ვებგვერდი, 24.04.2020წ. 3. 239-ე მუხლის მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კოდექსის 4210, 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე − 123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი – მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527, 1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებითა და 166-ე, 173-ე, 17314, 17315, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 1763, 177-ე, 1771, 17715, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902 191-ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“. საქართველოს 2020 წლის 23 აპრილის კანონი №5888 – ვებგვერდი, 24.04.2020წ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან. |
თბილისი, 19 დეკემბერი 2019 წ. N5614-რს |
დოკუმენტის კომენტარები