„ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“

  • Word
„ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 12-03
დოკუმენტის მიმღები ფინანსთა სამინისტრო
მიღების თარიღი 01/08/1995
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 01/08/1995
სარეგისტრაციო კოდი 090.012.000.189
  • Word
12-03
01/08/1995
გამოუქვეყნებელი, 0, 01/08/1995
090.012.000.189
„ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“
ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის

დადგენილება №12-03

1995 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგია ადგენს:

1. დამტკიცდეს დებულება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ და ძალაში შევიდეს ის 1995 წლის 1 აგვისტოდან.

2. დაევალოს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებისა და სააუდიტორო საქმიანობის მეთოდოლოგიის სამმართველოს /ლ. გრიგალაშვილი/ დაიყვანოს აღნიშნული დებულება სამინისტრომდე და საფინანსო ორგანოებამდე

მინისტრი                           დ. იაკობიძე

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ

1. საერთო დებულებანი

1. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების უტყუარობის უზრუნვეყოფის მიზნით, საწარმო, ორგანიზაცია[1] *1, დაწესებულება*2[2] , საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად ატარებს ქონებისა და საფინანსო ვალდებულებათა ინვენტარიზაცას.

ინვენტარიზაციას ექვემდებარება, აგრეთვე ის ქონება, რომელიც არ ეკუთვნის მოცემულ საწარმოს, დაწესებულებას, მაგრამ მიღებულია საპასუხისმგებლო შესანახად, იჯარით სარგებლობისათვის, გადასამუშავებლად და სხვა.

2. ინვეტარიზაციის მიზანს წარმოადგენს აგრეთვე:

ა) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის, ასევე ფულადი საშუალებებისა და დაუმთავრებელი წარმოების ფაქტობრი ნაშთების დადგენა;

ბ) მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი საშუალებების დაცულობაზე კონტროლი;

გ) ზენორმატიული და გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების გამოვლენა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით;

დ) მატერიალური და ფულადი ფასეულობების შენახვის წესებისა და პირობების შემოწმება, ასევე მანქანების, მოწყობილობების, ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვის შემოწმება;

ე) ბალანსზე რიცხული სასქონლო-მატერიალური ფასეულობების, სალაროს ანგარიშსწორებისა და სხვა ანგრიშებზე ფულადი სახსრების თანხების, გზაში მყოფი ფულადი სახსრების, დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებების, დაუმთავრებელი წარმოების, მომავალი პერიოდის ხარჯების, მოსალოდნელი ხარჯებისა და გადასახდელების რეზერვისა და ბალანსის სხვა მუხლების რეალურობის შემოწმება.

3. საანაგარიშგებო წლის განმავლობაში ინვენტარიზაციის რაოდენობას, მათი ჩატარების თარიღებს ქონებასა და ვალდებულებათა ჩამონათვალს თითოეული ინვენტარიზაციის დროს განსაზღვრავს საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელი (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა).

4. ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა:

- საწარმოს, დაწესებულების ქონების იჯარით გადაცემის, გამოსყიდვის, გაყიდვის ასევე სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის დროს;

- წლიური ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის წინ, გარდა იმ ქონებისა, რომელთა ინვენტარიზაციაც ჩატარდა საანგარიშგებო წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია შეიძლება ჩატარდეს სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო საბიბლიოთეკო ფონდებისა ხუთ წელიწადში ერთხელ.

- მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლისას (საქმეების მიღება-ჩაბარების დღეს);

- ფასეულობათა დატაცების, ბოროტად გამოყენების ან გაჭუჭყიანების დადგენისას დაუყოვნებლივ ფაქტებ ის დადგენისთანავე;

- ხანძრის ან სტიქიური უბედურების (წყალდიდობა, მიწისძვრა და ა. შ.) შემთხვევებში – დაუყოვნებლივ ხანძრის ან სტიქიური უბედურების დამთავრების შემდეგ;

- ძირითალდი ფოდებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების გადაფასებისას – შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტებით გასაზღვრულ ვადებში;

- საწარმოების, დაწესებულებების და მათი სტრუქტურული ერთეულების შენობებისა და ნაგებობების გადაცემისას – გადაცემის დაწესებული თარიღისათვის;

- საწარმოს, დაწესებულების ლიკვიდაციისას, სალიკვიდაციო ბალანსის შედგენის წინ და კანონმდებლობით დაწესებულ სხვა შემთხვევებში.

ინვენტარიზაცია შეიძლება არ ჩატარდეს ერთი სამინისტროს (უწყების) შიგნით საწარმოს, დაწესებულების შენობებისა და ნაგებობების გადაცემისას, ხოლო ერთი სამინისტროდან (უწყებიდან) მეორეზე გადაცემისას – სამინისტროთა ერთობლივი გადაწყვეტილებით.

5. კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობისას ინვენტარიზაციის ჩატარება სავალდებულოა კოლექტივის (ბრიგადის) ხელმძღვანელის შეცვლისას, კოლექტივიდან (ბრიგადიდან) მისი წევრების ორმოცდაათ პროცენტზე მეტის გასვლისას, ასევე კოლექტივის (ბრიგადის) ერთი ან რამდენიმე წევრის მოთხოვნისას.

2. ინვენტარიზაციის ჩატარების სარეკომენდაციო ვადები

6. ინვენტარიზაციის ჩატარება რეკომენდირებულია შემდეგ ვადებში:

ა) ძირითადი საშუალებებისა – ერთხელ მაინც სამ წელიწადში წლიური ანგარიშგების შედგენის წინ, მაგრამ არა უადრეს პირველი ნომ რისა;

ბ) კაპიტალური დაბანდებებისა – ერთხელ მაინც წელიწადში წლიური ანგარიშგების შედგენის წინ, მაგრამ არაუადრეს პირველი დეკემბრისა;

გ) დაუმთავრებელი წარმოებისა და საკუთარი წარმოების ნახევარფაბრიკატებისა – წლიური ანგარიშგების შედგენის წინ, მაგრამ არაუადრეს პირველი ოქტომბრისა;

დ) დაუმთავრებელი კაპიტალური რემონტისა და მომავალი პერიოდის ხარჯებისა ერთხელ მაინც წელიწადში;

ე) მოზარდული პირუტყვის, გასა უქებლად დაყენებული პირუტყვის, ფრინველის, ბოცვრების, მხეცების და ფუტკრის ოჯახების, ასევე, საცდელი ცხოველებისა – ერთხელ მაინც კვარტალში;

ვ) მზა პროდუქციისა – ერთხელ მაინც წელიწადში წლიური ანგარიშგების შედგენის წინ, მაგრამ არაუადრეს პირველი ოქტომბრისა;

ზ) საქონლისა: სამრეწველო საქონლის ბაზებსა და საწყობში – ერთხელ მაინც წელიწადში; სასურსათო საქონლის ბაზებსა და საწყობებში – ორჯერ მაინც წელიწადში;

თ) საქონლისა და ტარის მაღაზიებში და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტებში- ორჯერ მაინც წელიწადში;

ი) მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნებისა – ერთხელ მაინც წელიწადში;

კ) ნა თობისა და ნავთობპროდუქტებისა – ერთხელ მაინც თვეში;

ლ) ძვირფასი ლითონებისა და ძვირთასი ქვებისა – ორჯერ მაინც წელიწადში;

მ) საბიბლიოთეკო ფონდებისა -სამინისტროებისა და უწყებების მიერ დადგენილ ვადებში;

ნ) ნედლეულისა და სხვა მატერიალური ფასეულობებისა – ერთხელ მაინც წელიწადში წლიური ანგარიშგების შედგენის წინ, მაგრამ არა უადრეს პირველი ოქტომბრისა;

ო) ფულადი საშუალებების, ფულადი დოკუმენტების, მკაცრი ანგარიშგების ფასეულობებისა და ბლანკებისა – ერთხელ მაინც თვეში.

პ) ბანკებთან ანგარიშსწორებისა (საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების, სესხების, ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების მიხედვით) – ბანკიდან ამონაწერების მიღებისთანავე, ხოლო ბანკში ინკასოზე საანგარიშსწორებოდ გადაცემული დოკუმენტებისა – თვის პირველი რიცხვისათვის;

ჟ) საწარმოს, დაწესებულების, ანგარიშსწორებებისა თავის სტრუქტურულ ერთეულებთან, რომლებიც იმყოფებიან დამოუკიდებელ ბალანსზე – თვის პირველი რიცხვისათვის;

რ) დებიტორებ თან და კრედიტორთან ანგარიშსწორებებისა – ორჯერ მაინც წელიწადში;

3. ინვენტარიზაციის ჩატარების საერთო წესები

7. ინვენტარიზაციის ჩასატარებლად საწარმოში, დაწესებულებაში ხელმძღვანელის ბრძანებით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია, რომელშიც შედიან:

ინვენტარიზაციის დამნიშვნელი ხელმძღვანელის წარმომადგენელი (კომისიის თავმჯდომარე).

სპეციალისტები: საბუღალტრო სამსახურის მუშაკები, ინჟინერი, საქონელმცოდნე, ტექნოლოგი, მექანიკოსი, სამუშაოთა მწარმოებელი, ეკონომისტი და სხვ.

კომისიის შემადგენლობაში ჩართული უნდა ი ვნენ გამოცდილი მუშაკები, რომლებიც კარგად იცნობენ საინვენტარიზაციო ქონებას, ფასებს და პირველად აღრიცხვას.

8. ინვენტარიზაციებს შორის პერიოდში საწარმოში, დაწესებულებებში უნდა ტარდებოდეს სას ქონლო-მატერიალური ფასეულობების სისტემატ ური შემოწმება და შერჩევითი ინვენტარიზაციები. ეს შემოწმებები და ინვენტარიზაციები ხორციე დება ხელმძღვანელის განკარგულებით შექმნილი საინვენტარიზაციო ჯგუფების მიერ, რომელთა შემადგე ლობაშიც ასევე უნდა შედიოდნენ თანამდებობის პირები და სხვა კვალიფიციური სპეციალისტები.

9. საინვენტარიზაციო პერიოდებს შორის შემოწმებებისა და შერჩევითი ინვენტარიზაციების ჩატარების ძირითადი ამოცანაა ფასეულობათა დაცულობაზე, მათი შენახვის წესების შესრულებაზე, მატერიალურად პასუხიმგებელი პირების მიერ პირველადი აღრიცხვის წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება.

10. საინვენტარიზაციო კომისია:

- ახორციელებს ფასეულობათა და ფულადი საშუალებების აღწერას წარმოებისა და შენახვის ადგილას;

- ბუღალტერიასთან ერთად მონაწილეობს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრაში და შეიმუშავებს წინადადებებს ერთგვაროვანი საქონლის დანაკლისისა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლაში, ასევე ბუნებრივი დანაკლისის ნორმის ფარგლებში ჩამოწერაში;

- შეაქვს წინადადებები სას ქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვისა და გაცემის მოსაწესრიგებლად, მათ დაცულობაზე აღრიცხვისა და კონტროლის გასაუმჯობესებლად, ზენორმატიული და გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისათვის.

- პასუხს აგებს:

ა) ინვენტარიზაციის ჩატარების თავისდროულობასა და წესების დაცვაზე;

ბ) აღწერებში ძირითადი ფონდები , სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრებისა და ანგარიშსწორებებში არსებული სახსრების შეტანის სისრულესა და სიზუსტეზე;

გ) აღწერებში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განმასხვავ ბელი ნიშნების (ტიპი, ხარისხი, ზომა, რიგითი ნომერი და ა. შ. ) სწორად შეტანაზე;

დ) ინვენტარიზაციის შედეგების თავისდროულად და სწორად გაფორმებაზე.

საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს, რომლებმაც განზრახ შე ტანეს საინვენტარიზაციო აღწერებში არასწორი მონაცემები ფასეულობათა დანაკლისის, გაფლანგვის ან ზედმეტობის დაფარვის მიზნით, ეკისრებათ პასუხისმგებლობა დადგენილი წესის შესაბამისად.

11. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საინვენტარიზაციო კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს – საკონტროლო ლუქი, ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს ინვენტარიზაციის დაწყებისა და დამთავრების ვადები.

12. კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარება დაუშვებელია.

კოლექტიური (ბრიგადული) მატერიალური პასუხისმგებლობისას ინვენტარიზაცია უნდა ჩატარდეს ბრიგადირიდა ბრიგადის წევრების აუცილებელი მონაწილეობით, რომლებიც მუშაობენ ინვენტარიზაციის დაწყების მომენტში.

13. ფაქტობრივი ნაშთების მოხსნის დღეს დამთავრებული უნდა იყოს ფასეულობათა შემოსავალ-გასავალის ყველა დოკუმენტის დამუშავება, ნაწარმოები უნდა იყოს შესაბამისი ჩანაწერები ანალიზური აღრიცხვის ბარათებში (წიგნებში) და გამოყვანილი იყოს ნაშთები ინვენტარიზაციის დღისათვის.

14. სანამ შეუდგებოდეს სას ქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივი მდგომარეობის (არსებობის) შემოწმებას საინვენტარიზაციო კომისია ვალდებულია:

- დალუქოს დამხმარე სათავსოები, სარდაფები და ფასეულობათა შენახვის სხვა ადგილები, რმლებსაც აქვთ ცალკე შესასვლელი და გასასვლელი;

- გასინჯოს ყველა საზომი ხელსაწყოს ვარგისიანობა;

- მიიღოს შემოსავალ-გასავლის საბუთების ბოლო რეესტრი ან ანგარიშები მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი საშუალებების მოძრაობის შესახებ.

მატერიალურად პასუხისმგებელი პირები საინვენტარიზაციო აღწერილობებზე ხელს აწერენ იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაციის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ანალოგიური ხელმოწერები ჩამოერთმევათ იმ პირებს, რომლებზედაც გაცემულია თანხები საქვეანგარიშოდ.

15. ძირითადი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია ტარდება მათი ადგილმდებარეობისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიხედვით.

ფაქტობრივი ნაშთების შემოწმება უნდა განხორციელდეს მატერიალურად პასუხისმგებელი პირების (მოლარეების, საწყობის, სავაჭრო საწარმოთა, სექციების, საკუჭნაოების გამგეების) აუცილებელი მონაწილეობით.

ფასეულობათა ფაქტობრივი არსებობა უნდა დადგინდეს აუცილებელი დათვლის, აწონვის, აზომვის გზით.

იმ მასალებისა და საქონლის რაოდენობა, რომელიც იმყოფება მიმწოდებლის მიერ შეფუთულ მდგომარეობაში დაუზიანებლად, შეიძლება განისაზღვროს არსებული დოკუმენტების საფუძველზე ამ ფასეულობათა შერჩევითი შემოწმებით. დასაყრელი მასალის წონის განსაზღვრა დასაშვებია აზომვისა და ტექნიკური გაანგარიშებების საშუალებით; აზომვების და გაანგარიშების აქტი თან უნდა დაერთოს აღწერას. დიდი რაოდენობით ასაწონი საქონლის ინვენტარიზაციისას აწონვის მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს ცალკე უწყისებში, რომელიც დღის ბოლოს ან სამუშაოს დამთავრებისას დაჯამდება და გამოყვანილი ჯამი გადაიტანება საინვენტარიზაციო აღწერაში. აწონვის უწყისები თან დაერთვის საინვენტარიზაციო აღწერებს.

16. აღწერილი ფასეულობები საინვენტარიზაციო უწყისში (აღწერაში) შეიტანება იმ საზომ ერთეულებში, რომელშიაც წარმოებს მათი აღრიცხვა.

17. აღწერები ხელმოწერილი უნდა იქნეს კომისიის ყველა წევრისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ. აღწერის ბოლოს მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იძლევა ხელწერილს მასზედ, რომ კომისიამ ფასეულობები გასინჯა მისი თანდასწრებით, კომისიის წევრებთან არა აქვს რაიმე პრეტენზია და აღწერილ ფასეულობებს ღებულობენ თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

მატერიალურად პასუხისმგებელი პირების შეცვლის დროს ფასეულობათა შემოწმებისას პირი, რომელიც ღებულობს მატერიალურ ფასეულობებს ხელს აწერს მათ მიღებაზე, ხოლო ჩამბარებელი – მის ჩაბარებაზე.

იმ ფასეულობებზე, რომელიც მოცემულ მეურნეობას არ ეკუთვნის, მაგრამ იმყოფება მასში, შედგება ცალკე აღწერები.

18. მატერიალური და ფულადი ფასეულობების, ფულადი დოკუმენტებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ინვენტარიზაცია, როგორც წესი უნდა ჩატარდეს მოულოდნელად, ხოლო ძირითადი საშუალებების, დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის, დაუმთავრებელი წარმოების, ანგარიშსწორებათა და ბალანსის სხვა მუხლებისა – თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით.

თუ ფასეულობათა ინვენტარიზაცია ერთი ღის განმავლობაში არ დამთავრდა, ის უნდა დამთავრდეს მომდევნო დღეებში. ამ შემთხვევაში ის სათავს , სადაც ინახება მატერიალური ფასეულობანი, საინვენტარიზაციო კომისიის წასვლისას უნდა დაილუქოს. ლუქი ინვენტარიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარესთან. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობის პერიოდში შესვენებისას საინვენტარიზაციო აღწერები უნდა ინახებოდეს დაკეტილ სათავსში, სადაც ტარდება ინვენტარიზაცია (ყუთში, კარადაში, სეიფში).

19. საინვენტარიზაციო აღწერები შეიძლება შეივსოს როგორც ხელით, ასევე მექანიზაციის საშუალებებით. ხელით შედგენილი აღწერები უნდა შეივსოს მელნით ან ბურთულიანი კალმისტრით, სუფთად და გარკვევით. ჩანაწერების ამოშლა და გადასწორება დაუშვებელია.

საინვენტარიზაციო აღწერის თითოეულ გვერდზე წარწერით მიეთითება სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების რიგითი ნომრ ები და ყველა ფასეულობის საერთო რაოდენობის ჯამი ნატურალურ გამოსახულებაში, მიუხედავად იმისა, რომელ საზომ ერთეულებშია ნაჩვენები ეს ფასეულობანი (ცალებ ში, კილოგრამებში, მეტრებში და ა. შ. )

შეცდომის დაშვებისას აღწერილობის ყველა ეგზემპლარზე უნდა გადაიხაზოს არასწორი ჩანაწერები და იქვე ჩაიწეროს სწორი ჩანაწერი. შესწორებაზე ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მატერიალურად პასუხიმგებელი პირი.

საინვენტარიზაციო აღწერილობაში შეუვსებელი გრაფების დატოვება დაუშვებელია. ასეთი გრაფები უნდა გადაიხაზოს.

20. საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობა ფორმდება ოქმით, რომელშიც აისახება ინვენტარიზაციის შედეგები, ასევე სასაწყობო მეურნეობის მდგომარეობა და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დაცვის უზრუნველყოფა.

გამოუყენებელ და არასრულფასოვან სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე კეთდება ცალკე აღწერები, ხოლო თვით ეს ფასეულობები შენახვის ადგილზე განთავსებული უნდა იყოს ცალკე.

უვარგისად ქცეულ ფასეულობებზე შედგება ასევე ცალკე აღწერები, ხოლო ოქმში მიეთითება მისი გაფუჭების მიზეზები და დამნაშავე პირები.

კომისიამ ოქმში უნდა ჩამოაყალიბოს თავისი შეხედულებები ინვენტარიზაციის შედეგებზე, შეიტანოს წინადადებები გამოვლენილ ნაკლოვანებებზე, ერთგვაროვანი საქონლის დანაკლისსა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლაზე, ასევე ნორმის ფარგლებში დანაკლისების ჩამოწერაზე.

ინვენტარიზაციის დამთავრების შემდეგ ყველა მასალა გადაეცემა საწარმოს ხელმძღვანელობას.

21. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ინვენტარიზაციის შემდეგ საინვენტაიზაციო აღწერილობებში შეამჩნევს შეცდომებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ (საწყობის, საკუჭნაოს, სექციის გახსნამდე) განუცხადოს საინვენტარიზაციო კომისიას. კომისია შეამოწმებს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს და მათი აღმოჩენის შემთხვევაში გაასწორებს დაშვებულ შეცდომებს.

22. საწარმოთა ხელმძღვანელები პასუხიმგებელნი არიან ინვენტარიზაციის თავისდროულად და სწორად ჩატარებაზე. ისინი ვალდებულნი არიან შექმნან ინვენტარიზაციის ჩატარებისათვის სათანადო პირობები.

მთავრი ბუღალტერი შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად ვალდებულია გულდასმით აკონტროლოს ინვენტარიზაციის ჩატარების დადგენილი წესების დაცვა.

23. ინვენტარიზაციასთან ერთად საწარმოს ბუღალტერიამ უნდა გასინჯოს შესაბამისი ბუღალტრული ანგარიშების კორესპონდეცია. მაგალითად, ძირითადი საშუალებების მიხედვით უნდა შემოწმდეს ყველა ობიექტი, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში, ირიცხება თუ არა აღრიცხვაში; სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა მიხედვით – ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია თუ არა შემოსავალში, ხოლო გასული – ჩამოწერილია თუ არა; დაუმთავრებელი წარმოების მიხედვით – ჩამოწერილია თუ არა ყველა ხარჯი, რომელიც გაწეულ იქნა გამოშვებულ პროდუქციაზე და ა. შ.

4. ძირითად საშუალებების (ფონდების) ინვენტარიზაცია

24. ინვენტარიზაციის დაწყებამდე აუცილებელია შემოწმდეს:

ა) ინვენტარული ბარათების, ინვენტარული წიგნების არსებობა;

ბ) ტექნიკური პასპორტების ან სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა და მდგომარეობა.

25. ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციისას კომისიამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს ობიექტები ნატურაში და შეიტანოს საინვენტარიზაციო აღწერილობებში მათი სრული დასახელება, დანიშნულება, ინვენტარული ნომერი და ძირითადი ტექნიკური ან საექსპლუატაციო მაჩვენებლები.

ისეთი ობიექტის გამოვლენისას, რომელიც აღრიცხვაში არ არის აღებული ან სააღრიცხვო რეგისტრებში შეტანილია არასწორი მონაცემები, კომისიამ საინვენტარიზაციო აღწერილობებეში უნდა შეიტანოს სწორი მონაცემები. მაგალითად, შენობებზე უნდა უჩვენონ მათი დანიშნულება, ძირითადი მასალები რომლისგანაც აგებულია შენობა, ფართობი, სართულების რაოდენობა და სხვა. ხიდების მიხედვით ადგილმდებარეობა, მასალები, ზომები და ა. შ.

საინვენტარიზაციო კომისიამ უნდა დაადგინოს როდის ან ვისი განკარგულებით იქნა აგებული ან შეძენილი (შემოტანილი) აღურიცხავი ობიექტები, სად ჩამოიწერა მათი აგების (შეძენის) ხარჯები და ასახოს ოქმში.

საჭიროა აგრეთვე დადგინდეს იჯარით აღებულ და იჯარით გაცემულ ძირითად საშუალებებზე სათანადო დოკუმენტაციის არსებობა, ასევე დოკუმენტაცია მათ შენახვასა და დროებით სარგებლობაში გადაცემაზე. თუ შესაბამისი დოკუმენტები არ არსებობს, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი მიღება ან გაფორმება.

საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრებში ან ტექნიკურ დოკუმენტაციაში განსხვავებებისა და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში, მათში შეტანილი უნდა იქნეს შესაბამისი შესწორებები და დაზუსტებანი.

26. ინვენტარიზაციით გამოვლენილი აღურიცხავი ობიექტები შეფასდება მოცემულ პერიოდში მათ აგებაზე საჭირო დანახარჯების ღირებულებით (სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით), ხოლო ცვეთა დადგინდება ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით. ობიექტის შეფასებასა და ცვეთაზე ფორმდება შესაბამისი აქტები. აქტის შედგენის მომენტისათვის უნდა მოხდეს ძირითადი საშუალებების შემოსავალში აღება მათი ღირებულებისა და ცვეთის საბუღალტრო ანგარიშებზე ასახვის გზით.

27. ძირითადი საშუალებები აღწერილობებში შეიტანება მათი დასახელებებისა და დანიშნულების მიხედვით. თუ ჩატარებულია ობიექტის აღდგენა, რეკონსტრუქცია, გაფართოება ან გადაირაღება, რომლითაც შეცვლილია მათი ძირითადი დანიშნულება ისინი აღწერაში შეიტანება იმ დასახელებით, რომელიც შეესაბამება მათ ახალ დანიშნულებას.

თუ კომისიის მიერ დადგინდება, რომ ობიექტებზე ჩატარებულია კაპიტალური ხასიათის სამუშაოები (სართულების დაშენება, ახალი სათავსოების მიშენება და სხვა) ან ნაგებობათა ნაწილობრივი ლიკვიდაცია და ყველაფერი ეს არ არის ასახული ბუღალტრულ აღრიცხვაში, მან შესაბამისი დოკუმენტებით უნდა განსაზღვროს ობიექტის პირვანდელი ღირებულების გაზრდის ან შემცირების თანხა და აღწერებში შეიტანოს მომხდარი ცვლილებები.

28. მანქანები, მოწყობილობა და ძ რი დანადგარები საინვენტარიზაციო აღწერილობებში შეიტანება ინდივიდუალურად, ინვენტარული ნომრის, დამამზადებლის, გამოშვების წელის, დანიშნულების, სიმძლავრის და სხვა ჩვენებით.

29. ძირითად საშუალებათა იმ ობიექტებს, როლმლებიც ინვენტარიზაციის მომენტში შესაძლებელია იმყოფებოდნენ საწარმოს გარეთ (მაგალითად, შორეულ რეისებში მყოფი საზღვაო და სამდინარო გემები, რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა, მანქანები, კაპიტალური რემონტის ჩასატარებლად გაგზავნილი მანქანები, მოწყობილობანი და ა. შ. ) ინვენტარიზაცია შეიძლება ჩაუტარდეთ საწარმოდან მათ გასვლამდე.

30. ხმარებისათვის უვარგისი ძირითადი საშუალებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან აღდგენას, საერთო საინვენტარიზაციო აღწერილობებში არ შეიტანება. ამ ობიექტებზე დგება ცალკე აღწერა, რომელშიც მიეთითება ობიექტის ექსპლოატაციაში შეყვანის წელი და ხმარებისათვის უვარგისად ქცევის მიზეზები (გაფუჭება, სრული გაცვეთა და ა. შ. ). ასეთი ობიექტების ჩამოწერა წარმოებს დადგენილი წესით.

31. საკუთარი ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციასთან ერთად ახდენენ იჯარით აღებულის შემოწმებასაც. მათი აღწერილობები დგება ცალკე თითოეული იჯარით გამცემის მიხედვით, დასახელებისა და იჯარის ვადის აღნიშვნით.

 5. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია

32. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია როგორც წესი მოცემულ სათავსში განლაგებული საქონლის რიგითობის მიხედვით უნდა განხორციელდეს, ხოლო როცა ფასეულობანი სხვადასხვა სათავსშია განლაგებული და ეკუთვნის ერთსა და იმავე პასუხისმგებელ პირს – შენახვის ადგილების თანმიმდევრობით. ფასეულობათა აღწერის შემდეგ სათავსი ილუქება და გადადიან სხვა სათავსში.

33. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი შეიტანება აღწერილობებში დასახელების, სორტის, სახის, რაოდენობისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით.

საინვენტარიზაციო კომისიის წევრები მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან ერთად ახდენენ ფასეულობების გადათვლას, გადაწონვას და გაზომვას. აღწერილობაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ სიტყვიერად ნათქვამი მონაცემების, ასევე მათი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემების შეტანა მათი ფაქტობრივად შემოწმების გარეშე დაუშვებელია.

34. ინვენტარიზაციის მსვლელობაში მიღებული მატერიალური ფასეულობანი შეიტანება ცალკე აღწერილობაში დასათაურებით – "ინვენტარიზაციის დროს მიღებული სასაქონლო მატერიალური ფასეულობანი". აღწერილობაში მიეთითება როდის და საიდანაა მიღებული ისინი, ასევე შემოსავლის დოკუმენტის თარიღი, ნომერი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ფასი და თანხა.

35. დიდ საწყობებში, როცა ინვენტარიზაცია დიდხანს გრძელდება, საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის წერილობითი თანხმობით დასაშვებია ფასეულობათა გაცემა ინვენტარიზაციის პროცესში კომისიის წევრების თანდასწრებით. აღნიშნული ოპერაციის განხორციელება ფორმდება 34-ე პუნქტში მითითებული წესის ანალოგიურად.

36. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე, რომელიც ეკუთვნის სხვა საწარმოებს, დაწესებულებებს ან პირებს, მაგრამ ითვლება საპასუხისმგებლო შესანახად – შედგება ცალკე საინვენტარიზაციო აღწერილობა.

37. განსაკუთრებულ შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი, რომელიც ირიცხება შესაბამის ბუღალტრულ ანგარიშებზე როგორც გზაში მყოფი, გადატვირთული, დროულად გაუნაღდებელი მყიდველთა მიერ, სხვა ორგანიზაციათა საწყობებში მყოფი და სხვა.

ამ ფასეულობათა აღრიცხვის ანგარიშებზე შეიძლება დატოვებულ იქნას მხოლოდ ის თანხები, რომლებიც დადასტურებულია სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტებით. მაგალითად გზაში მყოფი საქონელი-მიმწოდებელთა ანგარიშ-გადახდის მოთხოვნებით, და სხვა მათი შემცვლელი საბუთებით; გადატვირთული პროდუქცია – მყიდველებზე წარდგენილი ანგარიშფაქტურების და საგადასახადო მოთხოვნების ასლებით; სხვა საწარმოთა (ორგანიზაციათა) საწყობებში შენახული ფასეულობანი შენახვის შესახებ ხელწერილებით და ა. შ.

თუ დადგინდება მიღებული სასაქონლო – მატერიალური ფასეულობების შემოსავალში აუღებლობის ფაქტები, კომისიამ უნდა მოითხოვოს სათანადო პირებისაგან განმარტებანი, ხოლო ბოროტმოქმედების შემთხვევაში მასალები გადასცეს საგამომძიებლო ორგანოებს.

38. გადატვირთულ, მაგრამ მყიდველების მიერ ვადაზე გაუნაღდებელ სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა აღწერილობებზე, თითოეული გადატვირთვის მიხედვით უნდა მიეთითოს მყიდველის დასახელება, ფასეულობის დასახელება, გადატვირთვის თარიღი, ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღი, ნომერი და თანხა.

39. ის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობანი, რომლებიც ინახება სხვა საწარმოების, დაწესებულებების საწყობებში, აღწერილობებში შეიტანება დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც ადასტურებენ ამ ფასეულობათა გადაცემას საპასუხისმგებლო შესანახად. ამ ფასეულობებზე აღწერილობებში მიეთითება მათი დასახელება, რაოდენობა, ხარისხი, ფაქტობრივი ღირებულება (აღრიცხვის მონაცემების მიხედვით), ტვირთის შესანახად მიღების თარიღი, შენახვის ადგილი, დოკუმენტების ნომერი.

40. სხვა საწარმოებში გადასამუშავებლად გადაცემულ მატერიალურ ფასეულობათა აღწერილობებში მიეთითება გადამმუშავებელი საწარმოს, დაწესებულების დასახელება, ფასეულობათა დასახელება, ფაქტობრივი ღირებულება (აღრიცხვის მონაცემების მიხედვით), ფასეულობათა გადასამუშავებლად გადაცემის თარიღი და შესაბამისი დოკუმენტების ნომრები და თარიღები.

41. ექსპლოატაციაში მყოფი მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების ინვენტარიზაცია ტარდება მათი ადგილმდებარეობისა და იმ პასუხისმგებელი პირთა მიხედვით ვისაც აბარია ეს საგნები.

ინვენტარიზაციისას თითოეული საგანი უნდა იქნეს დათვალიერებული და შეტანილ იქნეს დასახელებების მიხედვით საინვენტარიზაციო აღწერილობებში პირვანდელი ღირებულებით.

სპეცტანსაცმელი ან სასადილოს თეთრეული, რომელიც გაგზავნილია გასარეცხად ან სხვა მიზნით შეიტანება ცალკე აღწერილობაში ზედდებულის ან გადაცემის უწყისის საფუძველზე.

იმ მცირეფასიან საგნებზე, რომლებიც შემდგომი ხმარებისათვის უვარგისნი არიან შედგება აქტი, რომელშიც მიეთითება ექსპლ ატაციაში ყოფნის დრო, გაცვეთის მიზეზი, სამეურნეო საჭიროებისათვის შემდგომში მათი გამოყენების შესაძლებლობები და სხვა.

42. ტარა აღწერილობაში შეიტანება სახეების, მიზნობრივი დანიშნულების და ხარისხობრივი მდგომარეობის მიხედვით (ახალი, ხმარებაში ნამყოფი და ა. შ. ) შემოწმების წინ ცარიელი ტარა უნდა გადაირჩეს სახეების მიხედვით:

ა) ხის ტარა (ყუთები, კასრები);

ბ) მუყაოს ტარა;

გ) ლითონის (ბიდონები, ფლიაგები);

დ) ქსოვილის (ტომრები);

უვარგისად ქცეულ ტარაზე საინვენტარიზაციო კომისია შეადგენს აქტს მიზეზების ჩვენებით.

 6. დაუმთავრებელი წარმოების ინვენტარიზაცია

43. დაუმთავრებელი წარმოების ინვენტარიზაციის მიზანია დადგინდეს ფაქტობრივი თვითღირებულება, რომელიც განსაზღვრულია პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულების დაგეგმვის, აღრიცხვისა და კალკულაციის დარგობრივი ინსტრუქციების შესაბამისად.

მაგალითად, სამრეწველო საწარმოებში აუცილებელია:

განისაზღვროს წარმოებაში არსებულ ნაკეთობათა ფაქტობრივი არსებობა (დეტალების, კვანძების, აგრეგატების);

- განისაზღვროს აღურიცხავი წუნი;

- განისაზღვროს დაუმთავრებელი წარმოების კომპაქტურობა და დეტალებით უზრუნველყოფა;

- დაუმთავრებელი წარმოების ფაქტობრივი თვითღირებულება.

44. ინვენტარიზაციის დაწყების წინ საამქროდან საწყობში უნდა ჩა ბარდეს ყველა საჭირო მასალები, ნაყიდი დეტალები და ნახევარფაბრიკატები, ასევე ყველა სხვა დეტალი, აგრეგატი და კვანძი, რომელთა დამუშავება მოცემულ ეტაპზე დამთავრებულია.

45. დაუმთავარებელი წარმოების ნაკეთობათა ნაშთების შემოწმება უნდა განხორციელდეს მათი ფაქტობრივი გადათვლის, აწონვის, გადაზომვის საშუალებით. აღწერილობები შედგება ცალ-ცალკე თითოეული საამქროს (უბნის, განყოფილების) მიხედვით ნაკეთობათა დასახელების, მათი მზადყოფნის, რაოდენობისა და მოცულობის მითითებით. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიხედვით ნაჩვენები უნდა იქნეს სამუშაოთა მოცულობა.

ნედლეული, მასალები და ნაყიდი ნახევარფაბრიკატები, რომელიც იმყოფება სამუშაო ადგილებთან, მაგრამ არ განუცდიათ დამუშავება, დაუმთავრებელი წარმოების აღწერილობაში არ შეიტანება, არამედ აღიწერება განცალკევებულად და შეიტანება ცალკე აღწერილობაში.

46. მრეწველობის შესაბამის დარგებში ისეთი სახის დაუმთავრებელ წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს არაერთგვაროვან მასას ან ნარევს, საინვენტარიზაციო აღწერილობებში ასევე შედარების უწყისებში მოყვანილ უნდა იქნეს ორი რაოდენობრივი მაჩვენებელი: ამ მასის ან ნარევის რაოდენობა და მის შემადგენლობაში შემავალი მასალების რაოდენობა (დასახელებების მიხედვით). ნედლეულისა და მასალების რაოდენობა განისაზღვრება ტექნიკური გაანგარიშების მიხედვით, რომელიც დადგენილია სამრეწველო საწარმოებში პროდუქციის თვითღირებულების დაგეგმვის, აღრიცხვისა და კალკულაციის დარგობრივი ინსტრუქციებით.

 7. დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის ინვენტარიზაცია

47. დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის მოცულობა განისაზღვრება მის ნატურაში შემოწმებით. ინვენტარიზაციის აქტებში აღინიშნება ობიექტის დასახელება და შესრულებული სამუშაოების მოცულობა ამ ობიექტზე ცალკეული სახის სამუშაოების, კონსტრუქციული ელემენტების, მოწყობილობების და ა. შ. მიხედვით.

საინვენტარიზაციო კომისიამ უნდა შეამოწმოს;

ა) ხომ არ ირიცხება დაუმთავრებელი კაპიტალური მშენებლობის შემადგენლობაში მოწყობილობა, რომელიც გადაცემულია დასამონტაჟებლად, მაგრამ, რომლის მონტაჟიც დაწყებული არ არის;

ბ) დაკონსერვებული და დროებით შეჩერებული ობიექტების მდგომარეობა.

ამ ობიექტების მიხედვით, კერძოდ, უნდა გაირკვეს მათი კონსერვაციის მიზეზები და საფუძველი.

48. დაუმთავრებელ სამშენებლო ობიექტებზე, რომლებიც ექსპლოატაციაში არიან შესული მთლიანად ან ნაწილობრივ, რომელთა ექსპლუატაციაში შეყვანა არ არის გაფორმებული სათანადო დოკუმენტებით, შედგება განსაკუთრებული აქტები. ცალკე აქტები შედგება, აგრეთვე, დამთავრებულ, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ექსპლუატაციაში შეუყვანელ ობიექტებზე.

49. ობიექტები, რომელთა მშენებლობაც შეწყვეტილი იქნა, ასევე საპროექტო- საძიებო სამუშაოები, რომლებიც ექვემდებარებიან ბალანსიდან ჩამოწერას – შეიტანება ცალკე აქტში, რომელშიც მიუთითებენ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას და სამუშაოების შეწყვეტის მიზეზებს.

ამისათვის გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ნახაზები, ხარჯთანუსხები, სახარჯთანუსხო – საფინანსო გაანგარიშებები), სამუშაოს ჩაბარების აქტები, ეტაპები, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვის ჟურნალები და სხვა.

 8. დაუმთავრებელი კაპიტალური რემონტისა და მომავალი პერიოდის ხარჯების ინვენტარიზაცია

50. შენობების, ნაგებობების, მანქანების, მოწყობილობის, ენერგეტიკული დანადგარებისა და სხვა ობიექტების დაუმთავრებელი კაპიტალური რემონტების ინვენტარიზაცია წარმოებს სამუშაოთა მდგომარეობის ნატურაში შემოწმების გზით.

დაუმთავრებელ კაპიტალურ რემონტზე შედგება აქტი, რომელშიც აღინიშნება სარემონტო ობიექტის დასახელება, სამუშაოების დასახელება, მათი შესრულების პროცენტი, სახარჯთაღრიცხვო და ფაქტობრივი ღირებულება.

51. საინვენტარიზაციო კომისია დოკუმენტების მიხედვით დაადგენს და შეიტანს აღწერილობებში მომავალი პერიოდის ხარჯების ანგარიშზე რიცხულ თანხას.

აღნიშნული ხარჯების აღრიცხვის განაწილებისა და თვითღირებულებაში შეტანის წესი რეგულირდება შესაბამისი ინსტრუქციებით.

 9. პირუტყვისა და მოზ რდეუ ლი პირუტყვის ინვენტარიზაცია

52. მოზრდილი პროდუქტიული და მუშა პირუტყვი შეიტანება საინვენტარიზაციო აღწერილობებში, რომელშიც მიეთითება: პირუტყვის ნომერი, სახელი, დაბადების წელი, ჯიში და ცოცხალი წონა (გარდა ცხენებისა, აქლემებისა და ირმებისა).

მსხვილი რქოსანი პირუტყვი, მუშა პირუტყვი, ღორები და ცხვრებისა და სხვა ცხოველების განსაკუთრებით იშვიათი ეგზემპლარები აღწერილობებში შეიტანება ინდივი უალურად. ძირითადი ჯოგის ცხოველები, რომლებიც აღრიცხულნი არიან ჯგუფური წესით, აღწერილობაში შეიტანება ასაკობრივი და სქესობრივი ჯგუფების მიხედვით, თითოეულ ჯგუფში სულადობისა და ცოცხალი წონის მიხედვით.

გასასუქებლად დაყენებული ცხოველები, გოჭები, ბატკნები, თიკნები, ფრინველი და ცხოველთა სხვა სახეები, რომლებიც აღირიცხება ჯგუფური წესით, აღწერილობებში შეიტანება ჯგუფურად სულადობისა და ცოცხალი წონის მიხედვით თითოეულ ჯგუფში.

აღწერილობები შედგება ცხოველთა სახეების, ფერმების, ბრიგადების, განაყოფების მიხედვით სააღრიცხვო ჯგუფებისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირების ჭრილში.

 10. ფულადი საშუალებების, ფულადი ფასეულოებებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ინვენტარიზაცია

53. სალაროს ინვენტარიზაციისას მოწმდება სალაროში ფაქტობრივ ად არსებული ფულადი ფასეულობები. შემოწმებას ექვემდებარება, აგრეთვე, მკაცრი აღრიცხვის ბლანკები.

სალაროში ფულადი სახსრების დაანგარიშებისას აღრიცხვაში მიიღება ფულადი ნიშნები, საფოსტო მარკები და სახელმწიფო ბაჟის მარკები. ამასთანავე, საფოსტო და სახელმწიფო ბაჟის მარკები მიიღება ნომინალური ღირებულებით.

არავითარი დოკუმენტები ან ხელწერილები სალაროში ნაღდი ფულის ნაშთში არ ჩაითვლება. მოლარის განცხადება სალაროში ფულადი საშუალებების და სხვა ფასეულობების არსებობის შესახებ, რომელიც არ ეკუთვნის მოცემულ საწარმოს, დაწესებულებას – მხედველობაში არ მიიღება.

54. ინვენტარიზაციის აქტში შეიტანება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელსაც უდარებენ ინვენტარიზაციის დღეს საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს და განსაზღვრავენ ინვენტარიზაციის შედეგებს.

ფულადი დოკუმენტების შემოწმებისას (დასასვენებელი სახლების განაღდებული საგზურები, საფოსტო მარკები, სახელმწიფო არბიტრაჟის მარკები და სხვა) დაადგენენ თანხას, თითოეული დოკუმენტის უტყუარობას და გაფორმების სისწორეს. შემოწმება წარმოებს დოკუმენტების ცალკეული სახეების მიხედვით, რის საფუძველზეც აქტში შეიტანება მათი დასახელება, ნომერი, სერია, კუპიურის დასახელება და მთლიანი თანხა. თითოეული კუპიურის რეკვიზიტები შეუდარდეს ფასიანი ქაღალდების აღწერილობებს, რომელიც ინახება ბუღალტერიაში.

მკაცრი ანგარიშგების ფაქტობრივი ნაშთების შემოწმება წარმოებს მათი სახეების მიხედვით დაწყებითი და საბოლოო ნომრების მითითებით. ამ შემოწმების შედეგები ფორმდება ცალკე აღწერილობაში.

55. გზაში მყოფი ფულადი საშუალებების ინვენტარიზაცია წარმოებს ამ ანგარიშზე რიცხული თანხების შედარებით:

ა) ამონაგების ჩაბარებისას – ბანკის დაწესებულებებისა და საფოსტო განყოფინილების, ქვითრების მონაცემებთან ინ კასატორებზე ჩაბარებულ თანხებზე თანმხლები უწყისების ასლებთან და ა. შ;

ბ) ზემდგომი ორგანიზაციიდან ან სხვა საწარმოებიდან და დაწესებულებებიდან გადმოგზავნილ თანხებზე – მათგან მიღებული შეტყობინებების (ავიზოების) მონაცემებთან.

56. ბანკში ანგარიშსწორებისა და მიმდინარე ანგარიშებზე, აკრედიტივებზე, სპეციალურ და სხვა ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ინვენტარიზაცია წარმოებს შესაბამის საბუღალტრო ანგარიშებზე არსებული ნაშთების შედარებით ბანკის ამონაწერებთან.

11. ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაცია

57. ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაცია ბანკებთან სესხების მიხედვით, ბიუჯეტთან, მყიდველებთან, მიმწოდებლებთან, ანგარიშვალდებულ პირებთან, მუშა-მოსამსახურეებთან, მონაწილეებთან და სხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან გულისხმობს ამ ანგარიშებზე შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით არსებულ ნაშთების გამოვლენას და მათი რეალურობის დადგენას. კომისია დაადგენს დავალიანებათა წარმოქმნის ვადებს და იმ პირთა ვინაობას, ვისაც ბრალი მიუძღვის საძიებო ვადის გადაცილებისა და სათანადო ზომების მიუღებლობაში.

განსაკუთრებით გულდასმით შემოწმებას საჭიროებს "მიმწოდებლებთან და მოიჯარეებთან" ანგარიშსწორების აღრიცხვა გზაში მყოფი საქონლისა და დაუფაქტურებელი მიწოდებების ნაწილში. ის მოწმდება როგორც დოკუმენტების მიხედვით, ასევე მოკორესპოდენტო ანგარიშებთან შესაბამისობაში. ამასთანავე, უნდა დაზუსტდეს ხომ არ ირიცხება დაუფაქტურებელ მოწოდებებში თანხები, რომელთა განაღდებაც ასახ ლია "სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებათა" ანგარიშზე ან თანხები მასალებისა და საქონლისათვის, რომლებიც ფაქტობრივ ად მიღებულია და განაღდებულია, მაგრამ ირიცხება როგორც საქონელი გზაში.

იმ თანხებზე, რომელიც ირიცხება მიმწოდებელთა ანგარიშებზე, როგორც დაუფაქტურებული მოწოდება, ამ ანგარიშების შემოწმების შემდეგ საჭიროა მიმწოდებლებს მოეთხოვოს ანგარიშ-ფაქტურები. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან წარუდგინონ მყიდველებს ანგარიშფაქტურები ან აცნობონ მათი წარუდგენლობის მიზეზები. თუ მიმწოდებელს აღნიშნული თანხები არ ერიცხება როგორც დებიტორული დავალიანება, ამის შესახებაც აუცილებლად უნდა ეცნობოს მყიდველს.

58. მყიდველებთან და მიმწოდებლებთან ასევე სხვადასხვა დებიტორებთან და კრედიტორებთან ანგარიშსწორებათა ანგარიშებზე უნდა დარჩეს შეთანხმებული და დაზუსტებული თანხები.

ცალკეულ შემთხვევებში, თუ წლის ბოლომდე ვერ მოხერხდა უთანხმოებათა გასწორება დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა ანგარიშებზე, მაშინ თითოეულმა მხარემ თავიანთ ანგარიშებზე უნდა დატოვონ მხოლოდ ისეთი ნაშთები, რომლებიც გამომდინარეობს მათი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებიდან და რომელსაც ისინი მიიჩნევენ მართებულად.

დაინტერესებული მხარე ვალდებულია უთანხმოებათა შესახებ მასალები განსახილველად გადასცეს შესაბამის ორგანოებს.

59. მუშა-მოსამსახურეებთან ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული დავალიანებების ინვენტარიზაციის დროს უნდა გამოვლინდეს თავის დროზე მოუთხოვნელი ხელფასის თანხები, რომლებიც ექვემდებარება დეპარტამენტის ანგარიშზე გადატანას, ასევე უნდა დადგინდეს ზედმეტად გაცემული თანხების ოდენობა და მიზეზები.

60. საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ინვენტარიზაციისას უნდა შემოწმდეს ანგარიშვალდებული პირების ანგარიშები გაცემული ავანსების მიხედვით მათი მიზნობრივი გამოყენების გათვალისწინებით.

61. საინვენტარიზაციო კომისია დოკუმენტური შემოწმების გზით დაადგენს აგრეთვე:

ა) ბანკებთან, ზემდგომ ორგანიზაციასთან და დამოუკიდებელ ბალანსზე გამოყოფილ ფილიალებთან ანგარიშსწორებათა უტყუარობას. ბალანსზე აღნიშნულ ანგარიშსწორებათა მიხედვით დაურეგულირებელი თანხების დატოვება დაუშვებელია;

ბ) დანაკლისებისა და დატაცებათა მიხედვით ბალანსზე რიცხული თანხების სისწორესა და ამ დავალიანებათა ამოსაღებად გატარებულ ღონისძიებებს;

გ) ბალანსზე რიცხული დებიტორული, კრედიტორული და დეპონენტური დავალიანებების სისწორესა და დაუსაბუთებლობას.

62. ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის შედეგები ფორმდება აქტით. აქტში ჩამოთვლილი უნდა იყოს ანგარიშები, რომლებსაც ჩაუტარდათ ინვენტარიზაცია, აგრეთვე უნდა აღინიშნოს იმ დავალიანებათა შესახებ, რომლებიც არის უიმედო, რომელთა ძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია და ა. შ.

დავალიანებათა ამ სახეების შესახებ ინვენტარიზაციის აქტთან ერთად შედგება ცნობა, სადაც მიეთითება დებიტორებისა და კრედიტორების დასახელება და მისამართი, დავალიანების თანხა, რისთვის ირიცხება დავალიანება, რა დროიდან და რა დოკუმენტების საფუძველზე.

 12. ინვენტარიზაციის შედარების უწყისების შედგენა

63. შედარების უწყისების შედგენამდე საწარმოს, დაწესებულების ბუღალტერია გულდასმით ამოწმებს ყველა გაანგარიშების სისწორეს, რომელიც მოცემულია საინვენტარიზაციო აღწერილობებში (აქტებში). გამოვლენილი შეცდომები ფასებში, დაჯამებაში და სხვა უნდა გასწორდეს და დამოწმებული იქნეს საინვენტარიზაციო კომისიის ყველა წევრის მიერ.

64. ინვენტარიზაციის შედეგების გამოსავლენად საწარმოოს, დაწესებულების ბუღალტერია შეადგენს შესაბამის შედარების უწყისებს.

მ ფასეულობათა მიხედვით, რომელიც ეკუთვნის სხვა საწარმოს, დაწესებულებას შედგება ცალკე შედარების უწყისი.

შედარების უწყისში აისახება ინვენტარიზაციის შედეგები, ანუ გამოვლინდება სხვაობა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებსა და ინვენტარიზაციით დადგენილ ფაქტობრივ ნაშთებს შორის.

ინვენტარიზაციის შედეგების გასაფორმებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეგისტრები, რომელშიც გაერთიანებულია როგორც საინვენტარიზაციო აღწერილობათა, ასევე შედარების მაჩვენებლები.

13. ინვენტარიზაციი გამოვლენილი სხვაობების

რეგულირებისა და შედეგების გაფორმების

წ ე ს ი

65. ყველა დანაკლისის, ზედმეტობისა და დანაკარგების მიხედვით, ასევე დებიტორულ დავალიანებათა მიხედვით, რომელთა ძიების ხანდაზმულობის ვადა გასულია, საინვენტარიზაციო კომისიამ შესაბამისი მუშაკებისაგან უნდა მიიღოს წერილობითი განმარტებანი, რომლის საფუძველზეც დადგინდება დანაკლისების, დანაკარგებისა და ზედმეტობის ხასიათი.

66. ინვენტარიზაციის შედეგებს იხილავს საწარმოს, დაწესებულების ხ ლმძღვანელობა, რაზედაც ფორმდება სპეციალური ოქმი. ოქმში მოყვანილ უნდა იქნეს დაწვრილებითი ცნობები დანაკლისების, დანაკარგებისა და ზედმეტობის მიზეზებისა და დამნაშავე პირების შესახებ. ასევე ჩამოყალიბებული უნდა იქნეს წინადადებანი ფაქტობრივი მონაცემების საბუღალტრო ჩანაწერებთან განსხვავებათა რეგულირების შესახებ.

67. ინვენტარიზაციითა და სხვა შემოწმებებით გამოვლენილი სხვაობები ფასეულობათა ფაქტობრივ ნაშთებსა და საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს შორის რეგულირდება შემდეგნარირად;

ა) მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი დადგენილი ნორმის ფარგლებში ჩამოიწერება ხელმძღვანელის განკარგულებით საწარმოში წარმოების ან მიმოქცევის ხარჯებში, ხოლო საბიუჯეტო დაწესებულებებში ფონდების შემცირებაზე. ამასთანავე ფასეულობათა დანაკლისი ნორმის ფარგლებში განისაზღვრება ერთგვაროვან საქონელზე დანაკლისისა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლის შემდეგ.

დანაკლისის ნორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფაქტობრივი დანაკლისის გამოვლენის შემთხვევაში.

მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერა დანაკლისის ფაქტების დადგენამდე დაუშვებელია. ნორმების არსებობისას დანაკლისი ჩაითვლება ნორმის ზევით დანაკლისად.

ბ) მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და სხვა ქონების დანაკლისი, ასევე ფასეულობათა გაფუჭება ნორმის ზევით დაეწერებათ დამნაშავე პირებს.

დანაკლისებისა და დანაკარგების ფაქტების დადგენისას, რომელიც გამოწვეული იქნა ბორტმოქმედებათა შედეგად, შესაბამისად მასალები გადაეცემა საგამოძიებო ორგანოებს ფაქტების დადგენიდან 5 დღის განმავლობაში.

გ) მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი და დანაკარგები ბუნებრივი ნორმების ზევით, როდესაც კონკრეტული დამნაშავეების დადგენა არ მოხერხდა ან დამნაშავე პირებისაგან მათ ამოღებაზე სასამართლომ განაცხადა უარი, ჩამოიწერება ხელმძღვანელის განკარგულებით – საწარმოში ფინანსურ შედეგებზე საბიუჯეტო დაწესებულებებში – ფონდების შემცირებაზე.

68. ძირითადი საშუალებების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი საშუალებების ზედმეტობა აიღება შემოსავალში და მიიმართება საწარმოებში ფინანსურ შედეგებზე, საბიუჯეტო დაწესებულებებში – ფონდების გაზრდაზე. ამასტანავე, დადგენილი უნდა იქნეს ზედმეტობის გამომწვევი მიზეზები.

69. დანაკლისისა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, რაც გამოწვეულია გადახარისხების (პერესორტისა) შედეგად, შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ერთსა და იგივე შესამოწმებელ პერიოდში, ერთსა და იმავე მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან, ერთსა და იმავე დასახელების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის მიმართ და თანაბარ ოდენობაში.

იმ შემთხვევაში როცა დანაკლის სა და ზედმეტობის ურთიერთჩათვლის შედეგად, დანაკლისი ფასეულობის ღირებულება საბუღალტრო მონაცემების მიხედვით მეტი აღმოჩნდება ზედმეტობაზე სხვაობა დაეწერება დამნაშავე პირს.

თუ კონკრეტული დამნაშავე პირების დადგენა ვერ მოხერხდა, ფასთასხვაობა განიხილება, როგორც დანაკლისი ნორმის ზევით, რომელიც ჩამოიწერება შესაბამისად საწარმოში – ფინანსურ შედეგებზე, საბიუჯეტო დაწესებულებაში – ფონდების შემცირებაზე.

თუ დადგინდა, რომ ფასთასხვაობა (დანაკლისის შემთხვევაში) არ არის გამოწვეული მატერიალურად პასუხისმგებელი პირის დანაშაულით, საინვენტარიზაციო კომისია თავის ოქმებში მოიტანს დაწვრილებით განმარტებებს.

70. ინვენტარიზაციით დადგენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი, ასევე დანაკარგები მათი გაფუჭების შედეგად, დამნაშავე პირებს გადახდებათ საბაზრო ფასებით.

71. საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება საწარმოს, დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინვენტა იზაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს ორი კვირის განმავლობაში. ხელმძღვანელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს ღონისძიებები ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.

72. ინვენტარიზაციის შედეგები აისახება იმ თვის აღრიცხვასა და ანგარიშგებაში, რომელშიაც დამთვარდა ინვენტარიზაცია.



[1] . შემდგომში იწოდება "საწარმო";

[2] . იგულისხმება დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა ფინანსდება საბიუჯეტო სახსრებიდან (ინვენტარიზაციის ჩატვრების წესებს საბანკო დაწესებულებებში განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკი).