ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016393
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
26/12/2019
ვებგვერდი, 26/12/2019
190040000.35.138.016393
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/12/2019 - 30/01/2020)

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2019 წლის 26 დეკემბერი

ქ. ახალციხე

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებული  სტუდენტებს“ (კოდი 04 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი’’ დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის  ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 18 თებერვლის №5  დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე



დანართი 1

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს’’ (კოდი 04 02) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გაცემის წესი’’ (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს, ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი საჩუქრის გაცემის პირობებსა და წესს.

2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება ფულადი საჩუქრების გაცემის გზით.

3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ფულადი საჩუქარი შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

2. ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.

3. ფულადი საჩუქარი ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).

4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი (დანართი 2).


მუხლი 3. ფულადი საჩუქრის გაცემის ადმინისტრირება
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური, (შემდგომში-სამსახური).

მუხლი 4. წარმატებული სტუდენტებისათვის გასაცემად აუცილებელი კრიტერიუმები და პირობები
1. ფულადი საჩუქარი შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ ყველა კრიტერიუმს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;

დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;

2. ფულადი საჩუქრის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.

3. ფულადი საჩუქარი ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).

4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი (დანართი 2).


მუხლი 5. ფულადი საჩუქრის გაცემა
1.  წარმატებულ სტუდენტს ფულადი საჩუქარი გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.

2. ფულადი საჩუქარი გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.


მუხლი 6. კონტროლის განხორციელება
ამ წესის შესრულების კონტროლი ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ, წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.