„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016397
1
30/01/2020
ვებგვერდი, 31/01/2020
190040000.35.138.016397
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2020 წლის 30 იანვარი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის  ბიუჯეტიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 დეკემბრის №21 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge; 26/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016393):
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს  „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებული  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრის გაცემის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გაცემის წესი“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ  სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და ფულადი საჩუქრების გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს, ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებულ სტუდენტებზე ფულადი საჩუქრის გაცემის პირობებსა და წესს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე