დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016411 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/12/2019 - 18/03/2020)
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
|
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2.
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 25/12/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016389). |
მუხლი 3.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა
|
მუხლი 1.
პრობლემის განსაზღვრა |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან. |
2.
მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა. |
მუხლი 2.
პროგრამის მიზანი |
მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა. |
მუხლი 3.
პროგრამის არსი |
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას. |
2.
მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:
ა) სოფ ვერხველი – სოფ. ჯიჯეთი – წიკვლიანთკარი – დ. თიანეთი; ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი; გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ.თიანეთი; დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ.ლიშო – დ.თიანეთი; ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა; ვ) სოფ. ბოჭორმა – ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი; ზ) სოფ. ღულელები – დ. თიანეთი; თ) დ.სიონი – დ. თიანეთი ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ. ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი. |
3.
მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს:
ა) სოფ. ვერხველი – სოფ .ჯიჯეთი – წიკვლიანთკარი – ტუშურები – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა; ბ) სოფ. ჭიაურა – სოფ. ჩაბანო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა; გ) სოფ. სხლოვანი – სოფ. დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა; დ) სოფ. ზემო არტანი – სოფ. ლიშო – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა; ე) დ. თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა – 0,20 ლარისა; ვ) სოფ. ღულელები – სიმონიანთხევი – დ. თიანეთი – 0,70 ლარისა; ზ) სოფ. ბოჭორმა – სოფ. ქვემო ნაქალაქარი – სოფ. მაგრანეთი – დ. თიანეთი – 1,0 ლარისა; თ) დ. სიონი – დ. თიანეთი – 0,70 ლარისა; ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა. |
მუხლი 4.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამა მოქმედებს 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 5.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა |
პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 141300 ლარით. |
მუხლი 6.
პროგრამის განხორციელების შედეგი |
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ-სოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები