თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/11/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 26/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016431
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
24/11/2020
ვებგვერდი, 25/11/2020
010250050.35.154.016431
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/11/2020 - 29/04/2021)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2020 წლის 24 ნოემბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2.               
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 9 დეკემბრის №19 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge. გამოქვეყნების თარიღი 11/12/2019, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016411).

მუხლი 3.             
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი



დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მგზავრთა გადაყვანის ხელშეწყობის  სოციალური პროგრამა

მუხლი 1პრობლემის განსაზღვრა

1. თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების  შემთხვევაში დაბა თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურული დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი   მუნიციპალიტეტის   ადმნისტრაციულ  ცენტრთან.

2. მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო   მიმოსვლა.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი

1. მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.

მუხლი 3. პროგრამის  არსი

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის  დაბა თიანეთისაკენ  სამგზავრო  გადაყვანის  მომსახურების შესყიდვას.

2. მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:

ა) სოფ.ვერხველი – სოფ.ჯიჯეთი – წიკვლიანკარი – დ.თიანეთი; 

ბ) სოფ.ჭიაურა – სოფ.ჩაბანო – დ.თიანეთი;

გ) სოფ. სხლოვანი – სოფ.დულუზაურები – დ.თიანეთი;

დ) სოფ.ზემო არტანი – სოფ.ლიშო- დ.თიანეთი;

ე)  დ.თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა;

ვ) ქვემო ნაქალაქარი – სოფ.მაგრანეთი – დ.თიანეთი;

ზ) სოფ. ღულელები –  დ.თიანეთი;

თ) სოფ.ბოჭორმა- დ.სიონი –  დ.თიანეთი

ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი

3. მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით  უნდა შეადგენდეს  არაუმეტეს:

ა) სოფ.ვერხველი – სოფ.ჯიჯეთი –წიკვლიანთკარი-ტუშურები დ.თიანეთი – 0,30 ლარისა; 

ბ) სოფ.ჭიაურა – სოფ.ჩაბანო – დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;

გ) სოფ. სხლოვანი – სოფ.დულუზაურები – დ. თიანეთი – 0,50 ლარისა;

დ) სოფ.ზემო არტანი – სოფ.ლიშო – დ.თიანეთი – 0,50 ლარისა;

ე)  დ.თიანეთის შიდა მარშუტი – სოფ ჟებოტა -0,20 ლარისა;

ვ) სოფ. ღულელები –სიმონიანთხევი- დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;

ზ) სოფ.ქვემო ნაქალაქარი – სოფ.მაგრანეთი –  დ.თიანეთი – 0,70 ლარისა;

თ) სოფ. ბოჭორმა – დ.სიონი – დ.თიანეთი-1,0 ლარისა;

ი) სოფ. ჩეკურაანთგორი – სოფ.ევჟენტი – სოფ. ბოკონი – სოფ.ალოტი – დ.თიანეთი – 0,30 ლარისა.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამა მოქმედებს 2021 წლის პირველი იანვრიდან   2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 5. პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა

პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება   151000 ლარით.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების შედეგი

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ    ცენტრიდან     დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურსოციალურ ცენტრთან რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.