დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 28/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 30, 28/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
აფხაზეთის კანონი
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ |
ამ კანონით განისაზღვრება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სტატუსი.
ეს კანონი ადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მფლობელთა და საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა, აგრეთვე საგზაო-საინჟინრო ნაგებობების მფლობელ ორგანიზაციათა გზებით სარგებლობისა და დაცვის წესებს, გზათსარგებლობის (ინფრასტრუქტურის უტილიზაციის) საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, აწესებს მოთხოვნებს საავტომობილო გზების მოწყობილობისადმი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ შედგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 2. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ცნება 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა არის საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა უზრუნველყოს ავტოტრანსპორტისა და სხვა თვითმავალი საშუალებების უსაფრთხო და მოხერხებული მოძრაობა დადგენილი ნორმატიული სიჩქარეებით, ღერძული დატვირთებით და გაბარიტებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 3. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუმერაციის, დასახელებისა და სიგრძის განსაზღვრის წესი 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დასახელებაში უნდა შედიოდეს სახელწოდება საწყისი და ბოლო დასახლებული პუნქტებისა, რომლებსაც აკავშირებს გზა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ძირითადი შუალედური დასახელებული პუნქტების სახელწოდებაც. დაიშვება გზების დასახელება ბოლო დასახლებული პუნქტის სახელწოდების მიხედვით, გეოგრაფიული ან სხვა ობიექტების ისტორიული მნიშვნელობის და ეროვნული ტრადიციების გათვალისწინებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია ადგილობრივი საგზაო მეურნეობის რეგულირებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოთა გამგებლობას განეკუთნება: ა) აღნიშნული გზების საგზაო მეურნეობის ხელმძღვანელობა და მისი მართვის წესის დადგენა; ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებისა და გაუმჯობესების საკითხების გადაწყვეტა; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაცვისა და აღრიცხვის ორგანიზაცია. თავი II ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა მუხლი 5. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის უფლებამოსილი ორგანო 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს მართავს უფლებამოსილი ორგანო – აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 6. დაწესებულების ქონება დაწესებულების ქონებას შეადგენს კანონმდებლობის შესაბამისად მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, სხვა აქტივები, რომლებიც აისახება დაწესებულების ბალანსზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. თავი III ადგილობრივი მნიშვნელობის საგზაო დარგის დაფინანსება მუხლი 7. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვისა და განვითარების დაფინანსება 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. თავი IV ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობა მუხლი 8. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობის წესი 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები გამოიყენება ,,საავტომობილო გზების შესახებ“, ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ კანონითა და სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების შესაბამისად. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 9. შეზღუდვა და აკრძალვები ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე აკრძალულია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2008 წლის 5 სექტემბრის კანონი - ასმ, №10, 05.09.2008წ., მუხ.17 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 10. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობის დროებით შეწყვეტა ან შეზღუდვა 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მოძრაობა დროებით შეიძლება შეწყდეს ან შეიზღუდოს მხოლოდ ავარიის ან სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, საგზაო-კლიმატური პირობების გამო ან სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 11. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კონტროლი 1. შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის მოთხოვნებთან ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მდგომარეობის შესაბამისობას აკონტროლებს დაწესებულება კანონმდებლობით უფლებამოსილ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 12. დაწესებულების პასუხისმგებლობა 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მდგომარეობის გამო მოძრაობის დროებით შეწყვეტისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას, გარდა დადგენილი წესით მოძრაობის შეწყვეტის შემთხვევებისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 13. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლეთა პასუხისმგებლობა 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებით მოსარგებლენი მგზავრობა-ტვირთზიდვის დროს ვალდებულნი არიან დაიცვან ამ კანონის მოთხოვნები და საგზაო მოძრაობის წესები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 14. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მოქმედების აკრძალვა 1. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან შეუთანხმებლად აკრძალულია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 15. სამედიცინო დახმარება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს დახმარებას უწევენ ამ გზებთან ყველაზე ახლოს განლაგებული სამედიცინო დაწესებულებები. მუხლი 16. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მომხდენი ან გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების გასატანად გზის სავალი ნაწილიდან, რისთვისაც გამოიყენება შემხვედრი ტრანსპორტი და ამწე სატრანსპორტო საშუალებები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 12 აგვისტოს კანონი №3 – ვებგვერდი, 17.08.2011წ. მუხლი 17. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების განვითარებასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული სამუშაოთა წარმოება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მოვლა-შენახვა და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები წარმოებს არსებული სამშენებლო ნორმების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 18. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები სამართლებრივი აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ წარუდგინოს, ხოლო აფხაზეთის მთავრობამ დაამტკიცოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხა. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებისათვის საჭირო სხვა ნორმატიული აქტების მიღება. მუხლი 19. კანონის ძალაში შესვლა კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კუჭუხიძე ქ. თბილისი 2006 წლის 28 დეკემბერი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები