„საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 130
დოკუმენტის მიმღები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
მიღების თარიღი 17/09/1996
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 280.012.000.147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
130
17/09/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 15/10/1996
280.012.000.147
„საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესების დამტკიცების შესახებ“
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/1996 - 31/12/2013)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.012.000.147

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება 130

1996 წლის 17 სექტემბერი

ქ.თბილისი

საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესების დამტკიცების შესახებ

დამტკიცდეს “საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის წესები”.

ნ. ჩხობაძე

საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის

წესები

1. ძირითადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები არეგულირებენ:

– სამეწარმეო საქმიანობის სხვადასხვა სახეებს, რომლებსაც შეუძლიათ მოახდინონ უარყო-ფი-თი ზეგავლენა ზედაპირული წყლების მდგომარეობაზე;

– წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურე-ბას. 03.05.47

1.2. ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილების მიზანია:

– წყლების ბუნებრივი თვისებების და მათზე დამოკიდებული გარე-მოს მაქსიმალურად დაცვა;

– წყლის დაბინძურების არსებული დონეების შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით და სანიტარული თვალსაზრისით მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველ-ყო-ფა;

– წყლის ფლორისა და ფაუნის დაცვა;

– მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მომარაგება სათანადო ხარისხის წყლით.

– სარეკრეაციო მიზნებისათვის სანიტარული და ესთეტიური მოთხოვნების გათვალისწინება.

1.3. ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილების და მასთან ბრძოლის ძირითადი პრინციპებია:

– წყლის ობიექტებში წყლის ხარისხის ნორმირება;

– ზედაპირულ წყლებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების რეგლამენტირება;

– სამეურნეო საქმიანობის რეგლამენტირება, რომელიც ზეგავლენას ახდენს წყლების მდგომარეობაზე;

– წყალდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა;

– ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის, მასალების და ნივთიერებების, აგრეთვე საწარმოების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) პროექტების ეკოლოგიური ექსპერტიზა;

– კონტროლი წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების დადგენილი პირობების შესრულებაზე;

– ზედაპირული წყლების მონიტორინგი;

– წყლის დაბინძურების შესამცირებლად ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება;

– პასუხისმგებლობა წყალდაცვითი მოთხოვნების და წესების დარღვევისათვის.

1.4. სახელმწიფო კონტროლს წინამდებარე წესების დაცვაზე ახორციელებენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ორგანოები (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში).

1.5. წინამდებარე წესების მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა:

– ყველა მეწარმე სუბიექტისათვის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), რომელთა სამეწარმეო საქმიანობა გავლენას ახდენს ზედაპირული წყლების მდგომარეობაზე;

– საპროექტო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისათვის;

– სახელმწიფო და კერძო საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც დაკავებული არიან წყლის გამოყენებისა და დაცვის საკითხებით.

2. ზედაპირული წყლების ხარისხის ნორმირება

2.1. ზედაპირული წყლების ხარისხის ნორმირება არის წყლის შემადგენლობისა და თვისებების მაჩვენებლების დადგენა, რომლებიც საიმედოდ უზრუნველყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობას, წყალსარგებლობის ხელსაყრელ პირობებს და წყალსატევების ეკოლოგიურ სისუფთავეს.

2.2. წყალსატევების წყლის ხარისხის ნორმების დადგენა ხდება წყალსარგებლობის ცალკეული კატეგორიების მიხედვით.

წყალსარგებლობის კატეგორიებია:

– სასმელ-სამეურნეო წყალსარგებლობა;

– სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობა;

– თევზსამეურნეო წყალსარგებლობა, რომელიც თავის მხრივ იყოფა უმაღლეს, პირველ და მეორე კატეგორიებად.

სასმელ-სამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყალსატევები, რომელთა წყლის რესურსები გამოიყენება სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის.

სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყალსატევები, რომელთა წყლის რესურსებით სარგებლობა წარმოებს სარეკრეაციო მიზნებისათვის, ან დასახლებული პუნქტების ფარგლებში.

თევზსამეურნეო წყალსარგებლობის კატეგორიას მიეკუთვნებიან წყალსატევები, ან მათი ნაწილები, რომლებიც გამოიყენებიან თევზის მარაგის აღწარმოებისათვის, თევზრეწვისა და თევზის მიგრაციისათვის, მათ შორის:

– უმაღლეს კატეგორიას განეკუთვნებიან წყალსატევების ის უბნები, სადაც არსებობენ საქვირითე ადგილები, გამოსაზამთრებელი ორმოები განსაკუთრებულად ძვირფასი ჯიშის თევზებისათვის, დაცული ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს ხელოვნური მოშენება;

– პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან წყალსატევები, გამოყენებული ძვირფასი ჯიშის თევზების შენარჩუნებისა და აღწარმოებისათვის, რომლებსაც ახასიათებთ მაღალი მგრძნობიარობა წყალში ჟანგბადის შემცველობაზე;

– მეორე კატეგორიას განეკუთვნება წყალსატევები, რომლებიც გამოიყენება სხვა თევზსამეურნეო მიზნებისათვის.

2.3. ზედაპირული წყლების შემადგენლობის და თვისებების დადგენილი ნორმატივები წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით მოყვანილია N1 და N2 დანართებში.

2.4. ზედაპირული წყლების ხარისხის ნორმები მუშავდება შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ და მტკიცდება:

– თევზსამეურნეო წყალსატევებისათვის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ;

– სასმელ-სამეურნეო და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობისათვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

2.5.        ნორმირებული ნივთიერებების ჩამონათვლები და მათი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების (ზ.დ.კ.) სიდიდეები (გარდა მოყვანილი N1 და N2 დანართებისა) დადგენისა და დაზუსტების შემდეგ გამოიცემა წინამდებარე წესების დამატების სახით.

2.6. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალსატევი ან მისი ნაწილი გამოიყენება სხვადასხვა სახის წყალსარგებლობისათვის ერთდროულად, მაშინ წყლის შემადგენლობისა და ხარისხისადმი უნდა წაყენებული იქნეს ყველაზე მკაცრი ნორმები დადგენილთა შორის.

2.7. უნიკალური წყალსატევებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ეკოლოგიურ, სამეცნიერო, ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას, შეიძლება დადგენილ იქნეს განსაკუთრებული მოთხოვნები წყლის ხარისხისადმი.

 3. ზედაპირულ წყლებზე ზეგავლენის მქონე სამეურნეო საქმიანობის და მათში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ჩაშვების რეგლამენტირება

3.1. წყალმოსარგებლეები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

– ზედაპირულ წყლებში წერტილოვანი და დიფუზიური წყაროებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვების დადგენილი წესებისა და პირობების დაცვა;

– აუცილებელი წყალდაცვითი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

– უწყებრივი კონტროლის განხორციელება წყალსატევების დაცვაზე;

– ზომების მიღება ზალპური ან ავარიული ჩაშვების შედეგად ზედაპირული წყლების დაბინძურების თავიდან აცილების ან ლიკვიდაციის მიზნით.

3.2. ზედაპირულ წყალსატევებში ჩამდინარე წყლების ჩაშვება წარმოადგენს წყალსარგებლობის ერთ-ერთ სახეობას და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზიის მიღების წესი დადგენილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული "დებულებით წყლის რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზირების წესის შესახებ”.

3.3. წყლის შემადგენლობა და თვისებები მდინარეში უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატივებს (დანართი N1, N2) უახლოესი წყალსარგებლობის პუნქტიდან 1 კმ-ით მაღლა მდებარე კვეთში, ხოლო წყალსატევზე და ტბაზე 1 კმ-ის რადიუსის ზონაში.

3.4. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ზ.დ.კ. რომელიმე ნივთიერებაზე, რომლის ჩაშვება გათვალისწინებულია წყალსატევში, წყალმოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული ნივთიერების ზ.დ.კ-ის დადგენა და მისი შემდგომი ანალიზის მეთოდიკის შემუშავება შესაბამისი კვლევითი-სამეცნიერო დაწესებულებების მეშვეობით. 03.05.47

3.5. ჩამდინარე წყლების თითოეული ჩაშვების წერტილისათვის დგინდება დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზ.დ.ჩ.) ნორმატივები, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს ზედაპირული წყლების ნორმატიულ ხარისხს.

ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების შემუშავებისა და დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

3.6. ზედაპირულ წყალსატევებში აკრძალულია ჩაშვება:

– ჩამდინარე წყლების, რომლებიც შეიძლება აღკვეთილ იქნეს რაციონალური ტექნოლოგიის დანერგვის გზით; 

– ჩამდინარე წყლების, რომლებიც შეიცავენ საწარმოო ნედლეულს, რეაგენტებს, ნახევარ-ფაბრიკატებს და წარმოების საბოლოო პროდუქტებს, რომელთა რაოდენობაც აღემატება ტექნოლოგიური დანაკარგების ნორმატივებს;

– პულპების, კონცენტრირებული კუბური ნარჩენების და შლამების, რომლებიც წარმოიქმნებიან ჩამდინარე წყლების გაუვნებელყოფის შედეგად;

– წარმოების ნარჩენების, ნედლეულის, ნიადაგის ეროზიის პროდუქტების, პესტიციდების, მინერალური სასუქების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების;

– ჩამდინარე წყლების, რომლებიც შეიცავენ რადიონუკლიდებს;

– წყლის ტრანსპორტიდან ბალასტური, ლიალური და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების, ნაგვის და სხვა ნივთიერებების.

3.7. განსაკუთრებით საშიშია ზედაპირულ წყალსატევებში იმ ჩამდინარე წყლების ჩაშვება, რომლებიც შეიცავენ N3 დანართში აღნიშნულ ნივთიერებებს.

საწარმოო ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ აღნიშნული ნივთიერებების ჩაშვებას ზედაპირულ წყალსატევებში, ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები ამ ნივთიერებების ჩამდინარე წყლებში მოხვედრის შესაზღუდავად ტექნოლოგიური პროცესების გაუმჯობესების ან ამ წყლების შეგროვების და მათი წინასწარი გაწმენდისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩამდინარე წყლების რეცირკულაცია და ძვირფასი ნივთიერებების რეკუპერაცია.

3.8. სოფლის მეურნეობის ობიექტებით წყალსატევების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა:

– პესტიციდების და მინერალური სასუქების უსაფრთხო გამოყენება, შენახვა, ტრანსპორტირება და სხვა;

– სასათბურე მეურნეობებში სადრენაჟო და კონდენსაციური წყლების რეცირკულაციის სისტემების დანერგვა და ა.შ.

3.9. არ დაიშვება წყლის ობიექტებში და მათ ნაპირებზე სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების რეცხვა.

3.10. არ დაიშვება წყალსატევების დაბინძურება ნავთობმომპოვებელი ობიექტებიდან, ნავთობ და პროდუქტ-სადენებიდან ჟონვის შედეგად.

3.11. წყალსატევებზე და წყალდაცვით ზონაში აკრძალულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე შემდეგი სამუშაოების ჩატარება:

ა) სამშენებლო, ფსკერის დასაღრმავებელი, ასაფეთქებელი;

ბ) ინერტული მასალების, ტორფის და საპროპელის ამოღება;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება;

დ) მილსადენების, კაბელების და სხვა კომუნიკაციების გაყვანა;

ე) ყველა სახის ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა.

3.12. ქვირითობის ადგილებში, სანასუქე ფართობებზე და იმ ნაკვეთებზე, რომლებიც გამოიყენება თევზების სამიგრაციო გზებად, არ დაიშვება წყალსატევების ფსკერის დასაღრმავებელი და გასაწმენდი სამუშაოები, აგრეთვე გრუნტისა და სხვა მასალების ჩაყრა-ამოღება.

3.13. წყალსატევების ზედა და ქვედა ბიეფებში უნდა შენარჩუნებული იქნეს წყლის დონის ისეთი რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ პირობებს წყალამღებების მუშაობისათვის, თევზის ქვირითობისათვის, თევზის მოზარდის განვითარებისათვის და მათი დინებით ჩატანისათვის.

3.14. დასახლებული პუნქტის ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილი უნდა მდებარეობდეს ამ პუნქტის საზღვრის ქვემოთ მდინარის დინების მიმართულებით.

3.15. ქალაქის (დასახლებული პუნქტის) ფარგლებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას მათი შემადგენლობა და თვისებები უნდა აკმაყოფილებდნენ N1 და N2 დანართებში მოყვანილ სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის ნორმატივებს.

3.16. სამელიორაციო სისტემებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების შესაძლებლობის საკითხს, თითოეულ შემთხვევაში ერთობლივად საზღვრავენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროები.

3.17. იმ ობიექტებისათვის და ნაგებობებისათვის, სადაც რეალურად არსებობს ავარიების საშიშროება (ნავთობ და პროდუქტსადენები, ნავთობ და პროდუქტსაცავები, ნავთობის ჭაბურღულები და სხვა) უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული ავარიების საწინააღმდეგო ღონისძიებები, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული მოსალოდნელი ავარიების სალიკვიდაციო გეგმები.

3.18. ქალაქის (დასახლებული პუნქტის) საკანალიზაციო ქსელში საწარმოო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობებს თოთოეულ შემთხვევაში საზღვრავს კომუნალური მეურნეობის სამსახური.

საწარმოო ჩამდინარე წყლების სხვა საწარმოს ბალანსზე მყოფ საკანალიზაციო კოლექტორზე მიერთების პირობებს საზღვრავს კოლექტორის და გამწმენდი ნაგებობის მფლობელი.

4. წყლის დაცვის ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა

4.1. წყლის დაცვის და რაციონალური გამოყენების ღონისძიებები წარმოადგენენ ინდიკატური გეგმის ნაწილს. აღნიშნული ღონისძიებების პროექტებს დამტკიცებული ფორმით, სათანადო ვადებში, წყალმოსარგებლები წარადგენენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ინდიკატური გეგმის პროექტის შესადგენად.

4.2. წყლის დაცვის ღონისძიებების გეგმები, აგრეთვე ზედაპირულ წყლებზე გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის წინასაპროექტო და საპროექტო მასალები უნდა წარმოდგენილ იქნან სახელმწიფო ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე.

ექსპერტიზის ჩატარების წესი დგინდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

4.3. წყლის დაცვის გეგმების შემუშავებისას საჭიროა ორიენტირება არსებული საუკეთესო ტექნოლოგიების (ასტ) დანერგვაზე, რესურსების დამზოგავ ტექნოლოგიურ პროცესებზე, ნედლეულის და ნარჩენების კომპლექსურ გამოყენებაზე და გადამუშავებაზე, ბრუნვითი და განმეორებითი წყალმომარაგების სისტემებზე, მცირეწყლიან და უწყლო ტექნოლოგიურ პროცესებზე, ტექნოლოგიური წყალმომარაგების ჩაკეტილ სისტემებზე.

5. კონტროლი და მონიტორინგი

5.1. კონტროლს წყლის დაცვაზე ახორციელებს თვით საწარმო-წყალმოსარგებლე (თვითკონტროლი), ხოლო სახელმწიფო კონტროლს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროების ორგანოები.

5.2. წყალმოსარგებლენი აკონტროლებენ:

– აღებული, გამოყენებული და წყლის ობიექტებში ჩაშვებული წყლის მოცულობებს;

– ჩამდინარე წყლების შემადგენლობასა და თვისებებს;

– წყალსატევის წყლის შემადგენლობასა და თვისებებს ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილებში.

სინჯების აღების ადგილები და პერიოდულობა, საკონტროლო მაჩვენებლების ჩამონათვალი, ანალიზების ჩატარების მეთოდები უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოებთან.

5.3. წყალმოსარგებლენი ვალდებულნი არიან: აწარმოონ წყალმოხმარების პირველადი აღრიცხვა დადგენილი ფორმების მიხედვით, წარუდგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანოებს ზუსტი ინფორმაცია ჩამდინარე წყლების რაოდენობისა და შემადგენლობის, აგრეთვე დამაბინძურებელი ნივთიერებების ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების გადაჭარბების შესახებ. ინფორმაციაში აღინიშნება დარღვევის მიზეზები და მათ აღსაკვეთად ჩატარებული ღონისძიებები, აგრეთვე ავარიული სიტუაციების და მათთან დაკავშირებული წყლის ობიექტების დაბინძურების ექსტრემალური დონეები.

5.4. ზედაპირული წყლების მონიტორინგის პროგრამა მთლიანად საქართველოს მასშტაბით მტკიცდება და ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.

5.5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებში იქმნება მონაცემების ბანკი წყლის ობიექტების წყლის ხარისხის, წყალსატევების დაბინძურების წყაროების და წყალსატევში ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების თვისებების და რაოდენობის შესახებ.

6. წყლის დაბინძურების შესამცირებელი ეკონომიკური ბერკეტები

6.1. ეკონომიკური მექანიზმის ძირითადი პრინციპი, რომელიც ხელს უწყობს ზედაპირული წყლების დაბინძურების შემცირებას და შეზღუდვას არის– “დამბინძურებელი იხდის საფასურს”.

6.2. საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ მიღებული ლიცენზიის მიხედვით ზედაპირულ წყლებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებას ვალდებულნი არიან დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვებისათვის გადაიხადონ დადგენილი საფასური.             

გადასახადი დამაბინძურებელი ნივთიერებების ჩაშვებისათვის ირიცხება სახელმწიფო ბიეჯეტში დადგენილი წესის მიხედვით.

6.3. დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზ.დ.ჩ-ის ნორმატივების (ან ჩაშვების დროებითი ლიმიტების) გადაჭარბების შედეგად, აგრეთვე ავარიული და ზალპური ჩაშვებებით სახელმწიფოზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი სახსრების გადახდა ხდება დადგენილი წესის მიხედვით.

7. პასუხისმგებლობა წესების დარღვევისათვის

7.1. პირები, რომლებიც მხილებულნი არიან წინამდებარე წესების დარღვევაში, ექვემდებარებიან ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი N1

ზოგადი მოთხოვნები

წყალსატევებში წყლის შემადგენლობისა და თვისებების რეგლამენტირება წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით

 

 

წყალსარგებლობის კატეგორია

 

 

 

თევზსამეურნეო მიზნებისათვის

მაჩვენე

ბლები

მოსახლეობის სასმელ-სამეურნეო მიზნებისათვის

მოსახლეობის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის

უმაღლესი და პირველი

კატეგორია

მეორე კატეგორია

1

2

3

4

5

 

დასაშვებია შეწონილი ნაწილაკების შემცველობის მატება არაუმეტეს:

შეწონილი ნაწილა -კები

0,25 მგ/ლ

0,75 მგ/ლ

0,25 მგ/ლ

0,75 მგ/ლ

 

 

მდინარეებისათვის, რომლებიც შეიცავენ წყალმცირობისას 30 მგ/ლ ბუნებრივ შეწონილ ნაწილაკებს, დასაშვებია მათი მომატება 5% ფარგლებში.

 

 

თუ ჩამდინარე წყლები შეიცავენ შეწონილ ნაწილაკებს, რომელთა დალექვის სიჩქარე აღემატება 0,2 მმ/წმ, მათი ჩაშვება აკრძალულია წყალსაცავებში (ტბებში), ხოლო თუ აღემატება 0,4 მმ/წმ – მდინარეებში (არხებში)

 

მცურავი მინარე -ვები (ნივთიე -

რებები)

 

წყლის ზედაპირზე არ უნდა შეინიშნებოდეს ნავთობპროდუქტების, ზეთების და ცხიმების აფსკები, აგრეთვე სხვა მინარევები.

შეფერი -

ლობა

არ უნდა შეინიშნებოდეს წყლის სვეტში:

წყალმა არ უნდა მიიღოს უცხო ფერი

 

20 სმ

10 სმ

 

 

სუნი, გემო

წყალმა არ უნდა მიიღოს 1 ბალზე მეტი ინტენსიურობის სუნი და გემო, რომელიც შეინიშნება:

წყალმა არ უნდა მისცეს თევზის პროდუქტს უცხო სუნი და გემო

 

უშუალოდ, შემდგომი ქლორირების ან სხვაგვარი დამუშავების შემდეგ

 

უშუალოდ

 

 

1

2

3

4

5

ტემპერა -ტურა

წყლის ზაფხულის ტემპერატურამ ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემდეგ არ უნდა მოიმატოს 30 C მეტად ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვის წყლის საშუალოთვიურ ტემპერატურასთან შედარებით

წყლის ტემპერატურამ არ უნდა მოიმატოს 50 C მეტად წყალსატევის ბუნებრივ ტემპერეტურასთან შედარებით. ამასთან ერთად წყლის ობიექტებში, სადაც ბინადრობენ ცივი წყლის მოყვარული თევზები (ორაგულისებრნი და სიგასებრნი), მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურაა: 200 C ზაფხულში და

50 C ზამთარში, ხოლო დანარჩენ წყლის ობიექტებში 280 C   ზაფხულში და 80 C ზამთარში

რეაქცია

(pH)

არ უნდა სცილდებოდეს 6,5 – 8,5

 

წყლის მინერა -ლიზაცია

არაუმეტეს 1000 მგ/ლ, მათ შორის:ქლორიდები -350 მგ/ლ, სულფატები -500 მგ/ლ

ნორმირება ხდება ზემოთმოყვანილ მაჩვენებლის "გემო" მიხედვით

ნორმირება ხდება თევზსამეურნეო წყლის ობიექტების ტაკსაციების შესაბამისად

 

 

წყალში გახსნი-ლი ჟანგ -ბადი

წლის ნებისმიერ დროს არ უნდა იყოს ნაკლები:

 

4 მგ/ლ

4 მგ/ლ

6 მგ/ლ

6 მგ/ლ

ჟანგბადის

ბიო-ქიმი-ური

მოთხოვ-ნილება

ჟბმ სრული

 

200 C ტემპერატურისას არ უნდა აღემატებოდეს:

 

3 მგ/ლ

6 მგ/ლ

3 მგ/ლ

6მგ/ლ

ჟანგბადის ქიმიური მოთხოვ -ნილება ჟქმ

 

არ უნდა აღემატებოდეს:

 

 

 

 

15 მგ/ლ

 

30 მგ/ლ

ქიმიური ნივთიე -

რებები

არ უნდა აღემატებოდეს N2 დანართში მოყვანილ ნორმატივებს

დაავადე -

ბათა გამომ -

წვევები

წყალი არ უნდა შეიცავდეს დაავადებათა გამომწვევებს, მათ შორის სიცოცხლისუნარიან ჰელმინტების კვერცხებს, ტენიების ონკოსფეროებს და სიცოცხლისუნარიან პათოგენურ ნაწლავის უმარტივესთა ცისტებს

ლაქტო -

ზა დადე -ბითი ნაწ -

ლავის ჩხირები არაუმე-ტესი

10000  ლიტრში

5000  ლიტრში

                        

1

2

3

4

5

კოლი -ფაგები არა -

უმეტესი

100  ლიტრში

100  ლიტრში

წყლის ტოქსი -

კურობა

ჩამდინარე წყალი წყლის ობიექტში ჩაშვების ადგილას არ უნდა ახდენდეს ტესტ-ობიექტებზე მწვავე ტოქსიკურ ზემოქმედებას

წყლის ობიექტის წყალი საკონტროლო კვეთში არ უნდა ახდენდეს ქრონიკულ ტოქსიკურ ზემოქმედებას ტესტ-ობიექტებზე

                        

შენიშვნა: დეფისი – ნიშნავს, რომ მაჩვენებელი არ არის ნორმირებული

 

დანართი N2

წყალსატევებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები წყალსარგებლობის კატეგორიების მიხედვით

 

N

ინგრედიენტის დასახელება

საში -

შრა -

სი

სასმელ-სამეურნეო-საყოფაცხოვრებო წყალსარგებლობის წყალსატევებისათვის

თევზსამეურნეო წყალსარგებლობის წყალსატევებისათვის

 

 

 

მავნეობის ლიმიტირებული მაჩვენებელი

ზღვრუ

ლად დასა-შვები კონცენ

ტრა-ცია მგ/ლ

მავნეობის ლიმიტირებული მაჩვენებელი

ზღვრულად დასაშვები კონცენტრა-ცია მგ/ლ

1

2

3

4

5

6

7

 

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

12.

13.

14.

15.

16.

17.

18.

19.

20.

21.

22.

ამონიუმის აზოტი

ალუმინი

ბარიუმი

ბერილიუმი

ბორი

დარიშხანი

ვანადიუმი

ვერცხლისწყალი

ვოლფრამი

თუთია

კადმიუმი

კობალტი

კაპროლაქტამი

მანგანუმი

მოლიბდენი

ნიტრატები

ნიტრიტები

ნიკელი

რკინა

სელენი

სპილენძი

სულფატები

3

2

2

1

2

2

3

1

2

3

2

2

4

3

2

3

2

3

3

2

3

4

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

საერთო-სანიტარული

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

საერთო-სანიტარული

ორგანოლეპტური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

ორგანოლეპტური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

ორგანოლეპტური

ორგანოლეპტური

0,39

0,5

0,1

0,0002

0,5

0,05

0,1

0,0005

0,005

1,0

0,001

0,1

1,0

0,1

0,25

45,0

3,3

0,1

0,3

0,001

1,0

500

ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური ორგანოლეპტური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური

საერთო-სანიტარული ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური

 სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური

 

0,39

0,5

2,0

0,0002

10,0

0,05

0,001

0,00001(არ უნდა იყოს)

0,0008

0,01

0,005

0,01

1,0

0,01

 

0,012

40,0

0,08

0,01

0,005

0,0016

0,001

100,0

 

23.

24.

25.

26.

27.

28.

29.

30.

31.

32.

33.

34.

35.

36.

37.

38.

39.

40.

სტიბიუმი

ტალიუმი

ტიტანი

ტყვია

ტელური

ფოსფორი

ფტორიდები

ქლორიდები

ქრომი Cr(+6)

ციანიდები

ეთილენი

სზან

მეთანოლი

ნავთობპროდუქტები

ფორმალდეჰიდი

აცეტონი

ბუთილის სპირტი

ფენოლები

2

1

3

2

2

1

2

4

3

2

3

3

2

4

2

3

2

4

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

საერთო-სანიტარული

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური

ორგანოლეპტური

ორგანოლეპტური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური ორგანოლეპტური ტოქსიკოლოგიური სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

ორგანოლეპტური

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური საერთო-სანიტარული

სანიტარულ-ტოქსიკოლოგიური

ორგანოლეპტური

0,05

0,0001

0,1

0,03

0,01

0,0001

0,05

350,0

0,1

0,1

0,5

0,1

3,0

0,3

0,05

2,2

0,1

0,001

სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური

საერთო-სანიტარული ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური ტოქსიკოლოგიური

ორგანოლეპტური ტოქსიკოლოგიური

სანიტარულ-

ტოქსიკოლოგიური

სათევზმეურნეო

სანიტარული

ტოქსიკოლოგიური

ტოქსიკოლოგიური სათევზმეურნეო

 

0,05

0,0001

 

0,1

0,1

0,0028

არ უნდა იყოს

0,05

 

300

 

0,001

0,05

0,5

0,1

 

0,1

0,05

0,01

0,05

0,03

0,001

 

 

დანართი 3

ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა ჩამონათვალი

1. ჰალოგენორგანული ნაერთები

2. ფოსფორორგანული ნაერთები

3. კალაშემცველი ორგანული ნივთიერებები

4. კადმიუმი და კადმიუმის ნაერთები

5. ტყვია და ტყვიის ნაერთები

6. ვერცხლისწყალი და ვერცხლისწყლის ნაერთები

7. სხვა ნივთიერებები, რომლებიც წყალში მოხვედრისას ამჟღავნებენ ტოქსიკურ, კანცეროგენულ, მუტაგენურ და ტერატოგენულ თვისებებს, კერძოდ:

– აკრილონიტრილი,

– ატრაზინი,

– ბენზოლი,

– დინიტრობენზოლები,

– დინიტროტოლუოლები,

– იზობენზანი,

– სიმაზინი,

– ტრიფლურალინი.

8. მდგრადი მინერალური ზეთები და ნავთობური წარმოშობის ნახშირწყალბადები

9. ციანიდები

10. რადიოაქტიური ნივთიერებები და ნარჩენები