საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/11/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 15/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016289
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
40
26/11/2019
ვებგვერდი, 28/11/2019
040030000.32.061.016289
საჯარო სამართლის იურიდიული პირის -„კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2019 - 11/03/2026)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №40

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი  „კულტურის, სპორტის და  ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „კულტურის, სპორტის და  ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე), არაუგვიანეს 2019 წლის 20 დეკემბრამდე, უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის სააგენტოს დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (რ. ნიჟარაძე) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყონ სააგენტოსათვის საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტრომ (ი. დოლიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებების ასახვა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტში.

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე