დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.32.061.016468 |
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ლიკვიდაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის, მე-18 მუხლის 11 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).
2. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 26 ნოემბრის №40 დადგენილება და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №44 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
1. ლიკვიდირებული სააგენტოს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. |
| მუხლი 3 |
1. სააგენტოს სალიკვიდაციო ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა. 2. სალიკვიდაციო კომისიამ, სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, 2026 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრული ინვენტარიზაცია და სამინისტროსათვის გადაცემა, ასევე სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (თ. ნასარიძე) უზრუნველყოს ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის წარმოდგენა.
|
| მუხლი 4 |
1. დადგენილება, გარდა პირველი და მეორე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი და მეორე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 15 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები