სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე და ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 22/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.027.016958
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
461
22/11/2019
ვებგვერდი, 22/11/2019
010320040.22.027.016958
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე და ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/11/2019 - 14/01/2021)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №461

2019 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების იმ თანამდებობათა ნუსხის, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე და ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესის შესახებ

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის №3129 კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, ინიშნებიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფების შემდეგ თანამდებობებზე:

ა) პენიტენციური დეპარტამენტის:

ა.ა) დირექტორი;

ა.ბ) დირექტორის მოადგილე;

ა.გ) მთავარი სამმართველოს უფროსი;

ა.დ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ა.ე) სამმართველოს უფროსი;

ა.ვ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ა.ზ) განყოფილების უფროსი;

ა.თ) გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს:

ა.თ.ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველოს მოსამსახურე;

ა.თ.ბ) ტექნიკური უსაფრთხოების სამმართველოს მოსამსახურე;

ბ) პენიტენციური დაწესებულების:

ბ.ა) დირექტორი;

ბ.ბ) დირექტორის მოადგილე;

ბ.გ) განყოფილების უფროსი;

ბ.დ) სექტორის მენეჯერი.

2. ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება პირადი განცხადების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამისი თანამდებობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობაზე დასანიშნი პირი გადის სპეციალურ შემოწმებას.
4. ამ ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობაზე კანდიდატი ინიშნება მისი დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე, რომლებზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, გამოსაცდელი ვადისა და სასწავლო კურსის გავლის გარეშე, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის №153 ბრძანება.
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 22 ნოემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი