სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/11/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016304
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
19/11/2019
ვებგვერდი, 21/11/2019
010250050.35.168.016304
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/11/2019 - 30/01/2020)

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2019 წლის 19 ნოემბერი

ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და საქართველოს ორგანული  კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი  დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 სექტემბრის №16 დადგენილება ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“(www.matsne.gov.ge, 03/10/2011, 300400000.35.168.016034)“.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი



დანართი 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

 

წინამდებარე წესი ადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ცნებას და ფორმებს, გარე ვაჭრობისთვის ნებადართულ ტერიტორიებს, აგრეთვე საზოგადოებრივ სივრცეში გარე ვაჭრობისათვის ტერიტორიის მოწყობის წესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

 

1. გარე ვაჭრობა:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის, ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სპეციალური დანადგარი, დახლი ან სხვა);
ბ) ყველა სახის სწრაფი გადახდის ავტომატების, ატრაქციონებისა და სხვა აპარატების განთავსება საზოგადოებრივ სივრცეში საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით;
გ) საზოგადოებრივი  კვების ობიექტის მიმდებარედ საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდისა და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან.
2. საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა (სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ტერიტორია, ავტომაგისტრალი, გზა, ქუჩა, ტროტუარი, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი და სხვა).

მუხლი 3. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი

 

     წინამდებარე წესის მიზანია:
ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ფეხით  მოსიარულეთათვის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა;
დ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

მუხლი 4. გარე ვაჭრობა
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებადართულია  გარე ვაჭრობა, გარდა წინამდებარე წესისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილი გამონაკლისებისა.
2. გარე ვაჭრობა აკრძალულია:
ა) ქალაქ წნორში  თავისუფლების, დავით აღმაშენებლისა და შოთა რუსთაველის ქუჩებზე;
ბ) ქალაქ სიღნაღში, დენდროლოგიური პარკის გარდა;
გ) ქალაქ სიღნაღში ნებადართულია საზოგადოებრივ სივრცეში სწრაფი გადახდის აპარატების ან/და მაცივრების განთავსება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის  მიზნით, თუ ეს სივრცე არის გარე მოვაჭრის საკუთრებში (სარგებლობაში) არსებული ძირითადი ობიექტის  სიახლოვეს,  ხელს არ უშლის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებასა  და არ ამახინჯებს მუნიციპალიტეტის იერსახეს.
3. გარე მოვაჭრის მიერ დაკავებული საზოგადოებრივი სივრცე არ უნდა  აღემატებოდეს 4 კვ. მეტრს, ორი ან მეტი გარე მოვაჭრის მიერ ერთობლივად დაკავებული ტერიტორია 5,5 კვადრატულ მეტრს, ხოლო სატრანსპორტო საშუალებიდან გარე ვაჭრობის შემთხვევაში – 8 კვ. მეტრს.
4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს დამატებით განსაზღვროს გარე ვაჭრობისათვის სხვა ნებადართული ტერიტორიები.
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, გამონაკლის შემთხვევებში, შეუძლია დროებით  დამატებით განსაზღვროს ან/და  შეზღუდოს გარე ვაჭრობისათვის ნებადართული ტერიტორიები.

 


მუხლი 5. გარე  ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრა
1. გარე ვაჭრობისათვის  განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს გარე ვაჭრობისათვის ნებადართულ ტერიტორიაზე იმგვარად, რომ არ ამახინჯებდეს მუნიციპალიტეტის იერსახეს, არ აუარესებდეს ვიზუალურ აღქმას, არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილებას.
2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
3. გარე ვაჭრობის მიზნებისათვის მყარი შენობა-ნაგებობების მოწყობა საჭიროებს არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას.
4. ხორცპროდუქტებით გარე ვაჭრობა უნდა გამორიცხავდეს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას ან ასეთი მოპყრობის წახალისებას. დაუშვებელია ცხოველის ნაწილების ისეთი დემონსტრირება, რომელიც შეიცავს სისასტიკის ნიშნებს ან არ ითვალისწინებს მისთვის თვალის არიდების შესაძლებლობას.
5. თუ საქართველოს კანონმდებლობით ნივთის/საქონლის რეალიზაციისთვის ან მომსახურების გაწევისთვის დადგენილია სპეციალური მოთხოვნები/შეზღუდვები, გარე მოვაჭრე ვალდებულია დაიცვას ეს წესები.

 


მუხლი 6. გარე ვაჭრობის წესის დარღვევა
გარე ვაჭრობა არანებადართულ ადგილას ან/და წინამდებარე წესის დარღვევით გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1533  მუხლის შესაბამისად.