დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ნოემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016307 |
|
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 ნოემბრის №21 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 21/11/2019, 010250050.35.168.016304) დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. |
2.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა (სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ტერიტორია, ავტომაგისტრალი, გზა, ქუჩა, ტროტუარი, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი და სხვა), რომელიც სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ არ არის განკარგული“. |
3.
მე-4 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებადართულია გარე ვაჭრობა, გარდა წინამდებარე წესით დადგენილი გამონაკლისებისა.“. |
4.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ქ. სიღნაღში.“ |
5.
მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
6.
მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს დამატებით განსაზღვროს გარე ვაჭრობისათვის სხვა ნებადართული ტერიტორიები სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებისთვის.“. |
7.
მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ქალაქ სიღნაღში ნებადართულია საზოგადოებრივ სივრცეში სწრაფი გადახდის აპარატების ან/და მაცივრების განთავსება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით, თუ ეს სივრცე არის გარე მოვაჭრის საკუთრებში (სარგებლობაში) არსებული ძირითადი ობიექტის სიახლოვეს, ხელს არ უშლის ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებასა და არ ამახინჯებს მუნიციპალიტეტის იერსახეს.“. |
8.
მე-4 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. დაუშვებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები