„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 37944
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 31/10/2019
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/11/2019
ძალაში შესვლის თარიღი 31/10/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016527
37944
31/10/2019
ვებგვერდი, 05/11/2019
000000000.00.00.016527
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №37944

2019 წლის 31ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „თანამშრომლის (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა) შეფასების ფორმა“ (დანართი №2);“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლის შეფასების ფორმა“ (დანართი №21);“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესისა და პირობების“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. შეფასებას არ ექვემდებარება თანამშრომელი, რომელთანაც შესაფასებელ პერიოდში ჯამურად სამ თვეზე მეტი ვადით არის შეჩერებული შრომითი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის, ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის ან/და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის საფუძვლით.“;

ა.ბ) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თანამშრომლის საქმიანობას აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი. ამასთან, ამ პუნქტის მიზნებისათვის, უშუალო ხელმძღვანელად არ ითვლება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე (გარდა დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა).

31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განმახორციელებელი პირის არყოფნის (მათ შორის, შესაბამისი პოზიციის ვაკანსიის) შემთხვევაში შეფასებას ახორციელებს ზემდგომი თანამდებობის პირი.“;

ა.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. შეფასების პერიოდულობა

1. თანამშრომელი, გარდა გამოსაცდელი ვადით მიღებული პირისა, შეფასებას ექვემდებარება წელიწადში ორჯერ.

2. შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:

შესაფასებელი პერიოდი

შეფასების ვადა

1 მაისი - 31 ოქტომბერი

1 ნოემბერი - 21 ნოემბერი

1 ნოემბერი - 30 აპრილი

1 მაისი - 21 მაისი

 

3. გამოსაცდელი ვადით მიღებული პირი გამოსაცდელი ვადის (12 თვე) მიმდინარეობისას შეფასებას ექვემდებარება კვარტალში ერთხელ.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამშრომლის (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა) შეფასება ხორციელდება ამ ბრძანების №3 დანართით (კომპეტენციების ჩარჩო) გათვალისწინებული კომპეტენციების (კომპონენტი) შეფასების შედეგების მიხედვით.“;

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლის შეფასება ხორციელდება ფუნქციების (კომპონენტი) შეფასების შედეგების მიხედვით.“;

გ.გ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის სავალდებულოა თანამშრომლის (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლისა) საქმიანობის შეფასება იმ კომპეტენციების შეფასების შედეგების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია თითოეული სტრუქტურული ერთეულისთვის ამ ბრძანების №4 დანართით (კომპეტენციების შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლები (წონები)).

3. კომპეტენციების შეფასება გულისხმობს თანამშრომლის იმ უნარ-ჩვევების და ცოდნის  შეფასებას, რომლებიც აუცილებელია მის მიერ საქმიანობის წარმატებით განხორცილებისათვის და ვლინდება მის კონკრეტულ ქცევაში, რომელიც აისახება საქმიანობის შედეგზე, ხოლო ფუნქციების შეფასება გულისხმობს თანამშრომლის სამუშაო აღწერილობით გაწერილი ფუნქციების შესრულების შეფასებას.“;

დ) მე-5 მუხლის:

დ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის ცვლილებისას, მისი საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ახალი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელს წარმოადგენს 3 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში, თანამშრომლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ზემდგომი თანამდებობის პირი.

2. თანამშრომლის თანამდებობის ცვლილებისას შეფასდება მის მიერ განხორციელებული საქმიანობა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იმყოფებოდა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.“;

დ.ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების ოთხდონიანი სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელთან მიმართებაში, განიმარტება შემდეგნაირად:

ა) საუკეთესო შეფასება (განისაზღვრება 4 ქულით) – ფუნქცია ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, თანამშრომელი მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით;

ბ) კარგი შეფასება (განისაზღვრება 3 ქულით) – ფუნქცია კარგად შესრულდა, თანამშრომლის შედეგები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება (განისაზღვრება 2 ქულით) – ფუნქცია შესრულდა არასრულყოფილი ხარისხით და საჭიროებს გაუმჯობესებას;

დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება (განისაზღვრება 1 ქულით) – ფუნქცია არ შესრულდა, თანამშრომლის შედეგები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს.“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ფუნქციის შეფასება მრავლდება პროცენტულ მაჩვენებელში გამოხატულ წონაზე, რომელიც შეადგენს 100%-ს, ხოლო მიღებული შედეგი იყოფა 4-ზე (შეფასების უმაღლეს ქულაზე).“;

ე.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებული წესით გამოანგარიშებული საბოლოო შედეგის შესაბამისობა ქულებთან განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 90-100% – 4 ქულა;

ბ) 70-89% – 3 ქულა;

გ) 30-69% – 2 ქულა;

დ) 00-29% – 1 ქულა.“;

ვ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. შეფასების პროცესი

1. თანამშრომლის შეფასების პროცესი შედგება თანამშრომლის თვითშეფასების, ხელმძღვანელის შეფასებისა და შეფასების შედეგზე შეთანხმების ეტაპებისგან.

2. თანამშრომლის მიერ თვითშეფასება ხორციელდება შეფასების შესაბამისი პერიოდის დაწყებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასება – თანამშრომლის მიერ თვითშეფასების განხორციელებისთვის განსაზღვრული 5 კალენდარული დღის ამოწურვიდან 6 კალენდარული დღის ვადაში.

3. ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასებისთვის განსაზღვრული 6 კალენდარული დღის ამოწურვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, შეფასების საბოლოო შედეგზე შეთანხმების მიზნით, გაიმართება გასაუბრება.“;

ზ) მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გასაუბრების ეტაპზე თანამშრომელი და უშუალო ხელმძღვანელი ახორციელებენ ზეპირი ფორმით კომუნიკაციას (გასაუბრებას), რათა განიხილონ შეფასების შედეგები და მიაღწიონ შეთანხმებას შეფასების საბოლოო ქულაზე.“;

თ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ი) მე-12 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანამშრომელს უფლება აქვს, შეფასების შედეგი გაასაჩივროს საბოლოო შედეგის გაცნობის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განმეორებით გასაუბრებაზე კომისია იწვევს თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელს. სხდომაზე განიხილება მხარეთა არგუმენტები, შესწავლილი იქნება შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.“;

კ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეფასების შედეგები კონფიდენციალურია. თანამშრომლის შეფასების შედეგებზე წვდომა გააჩნიათ მხოლოდ სამსახურის უფროსს, სამსახურის უფროსის კურატორ მოადგილეს, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტს, უშუალო ხელმძღვანელს, დეპარტამენტის უფროსს (მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებთან მიმართებაში) და შეფასებულ თანამშრომელს.“.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებას დაემატოს დანართი №21 თანდართული რედაქციით.

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებული  დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 3 აპრილის №9159 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების შედეგების გასაჩივრების კომისიის დებულების“ (დანართი №5) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გასაუბრებას საჩივრის წარმდგენ თანამშრომელსა და მის უშუალო ხელმძღვანელთან.“.

7. 2019 წლის 1 ნოემბრიდან ამავე წლის 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განსახორციელებელი შეფასების მიზნებისათვის:

ა) ფასდება 2019 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული საქმიანობა;

ბ) შეფასებას არ ექვემდებარება თანამშრომელი, რომელთანაც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაფასებელ პერიოდში ჯამურად ორ თვეზე მეტი ვადით არის შეჩერებული შრომითი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის, ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის, ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის ან/და ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში ყოფნის საფუძვლით;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაფასებელ პერიოდში:

გ.ა) თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელის ცვლილებისას, მისი საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ახალი უშუალო ხელმძღვანელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი თანამშრომლის უშუალო ხელმძღვანელს წარმოადგენს 2 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში, თანამშრომლის საქმიანობის შეფასებას ახორციელებს ზემდგომი თანამდებობის პირი;

გ.ბ) თანამშრომლის თანამდებობის ცვლილებისას შეფასდება მის მიერ განხორციელებული საქმიანობა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იმყოფებოდა 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.“.

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                      ვახტანგ ლაშქარაძე