დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„იურიდიული პირების სავალუტო ამონაგები სახსრების ნაწილის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის წესების დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31 |
დოკუმენტის მიმღები | ეროვნული ბანკის გამგეობა |
მიღების თარიღი | 05/10/1994 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 24/10/1994 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 090.009.000.030 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/10/1994 - 31/05/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.009.000.030
საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის
დადგენილება №31
1994 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
იურიდიული პირების სავალუტო ამონაგები სახსრების ნაწილის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სავალ დებულო მიყიდვის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა ა დ გ ე ნ ს:
დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების "იურიდიული პირების სავალუტო ამონაგები სახსრების ნაწილის საქართველოს აროვნული ქანკისათვის სავალდებულო მიყიდვის წესები" თანახმად დანართისა.
საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის
თავმჯდომარე ნ. ჯავახიშვილი
იურიდიული პირების სავალუტო ამონაგები სახსრების ნაწილის საქართველოს ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო მიყიდვის წ ე ს ე ბ ი
1. ეს წესები შემუშავებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამისად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 აგვისტოს N 574 დადგენილებისა " საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშების რესპუბლიკის ეროვნულ ბანკში გახსნისა და უცხოურ ვალუტაში ამონაგების ნაწილის სავალდებულო გაყიდვის წესების შეცვლის შესახებ"
2. ეს წესები არეგულირებენ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული პირის /საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად/ ექსპორტისა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების რეალიზაციის საქართველოს ეროვნული ბანკისათაის მიყიდვის საკითხებს.
3. საქონლის /სამუშაოს, მომსახურების/ რეალიზაცის შედეგად მიღებული ამონაგები სახსრების 32% სავალდებულო წესით მიეყიდება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4. ეროვნული ბანკისათვის უცხოური ვალუტის სავალდებულო მიყიდვა ხორციელდება უცხოური ვალუტის შესყიდვის მომენტისათვის თბილისის ბანკთა შორის სავალუტო ბირჟაზე ჩამოყალიბექული და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსების შესაბამისად.
5. ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო წესით მიყიდული უცხოური ვალუტა გამოიყენება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის ვალუტის კურსის სტაბილიზაციისა და შიდა სავალუტო ბაზრის ფორირებისათვის.
6. სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო და საავტომობილო ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის მომსახურების, სადაზღვევო დვ საექსპედიციო მომსახურების, სავაჭროსაშუამავლო, საბანკო, ტურიზმისა და კულტურის მომსახურების შედეგად მიღებული უცხოური ვალუტის მიმართ სავალდებულო მიყიდვის ნორმატივი გამოიანგარიშება მომსახურების შესრულებისასა სავალუტო ამონაგებისა და ამ ოპერაციებზე სავალუტო დანახარჯებს შორის სხვაობიდან.
7. სავალდებულო მიყიდვას არ ექვემდებარება შემდეგი შემოსულობანი: ა) ფასიანი ქაღალდების საზღვარგარეთ გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლები;
გ) შემოსულობანი მოზიდული კრედიტების /ანაბრების, დეპოზიტების/ დასაფარავად, დარიცხული პროცენტების ჩათვლით;
დ) შემოწიოულობანი და შემოსულობანი საქველმოქმედო მიზნით;
ე) საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე შესყიდული უცხოური ვალუტა;
ვ) საზღვარგარეთ ნედლეულის, მასალებისა და სხვა შესღიდვისათვის გაწეული ხარჯები უცხოურ ვალუტაში, იმ შემთხვევაში, თუ ნედლეულს, მასალებს და სხვა იმპორტიორი გამოიყენბს ახალი პრდუქციის წარმოებისათვის.
8. ყველა იურიდიული პირის სავალუტო ამონაგები ექვემდებარება სრული მოცულობით რწმუნებულ ბანკებში ჩარიცხვაჩ, რისთვისაც იურიდიული პირები რწმუნებულ ბანკებში გახსნიან მიმდინარე სავალუტო ანგარიშს. რწუნებული ბანკები ავტომატურად გაუხსნიან მათ სავალუტო სატრანზიტო ანგარიშს. რწიუნებულ ბანკებში აგრეთვე სრულად შეტანას ექვემდებარება ამონაგები ნაღდი უცხოური ვალუტის სახით, რომელიც იურიდიულმა პირმა მიიღო ეროვნული ბანკის ნებართვის საფუძველზე საქონლის /სამუშაოს, მომსახურების/ უცხოურ ვალუტაზე რეალიზაციის შედეგად. იურიდიულმა პირებმა ამონაგები ნაღდ უცხოურ ვალუტაში უნდა შეიტანონ ბანკში არა უგვიანეს ამრნაგების მიღებიდან მომდევნო საბანკო დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისათვის ბანკში შეუტანელი სავალუტო ამონაგების 0,5 პროცენტის ოდენობით სახელმწიფო სავალუტო ფონდის სასარგებლოდ.
იურიდიული პირის სასარგებლოდ შემოსული სავალუტო სახსრები თავდაპირველად სრული მოცულობით ჩაირიცხება სავალუტო სატრანზიტო ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება მათი ნაწილის სავალდებულო წესით გაყიდვა. სატრანზიტო ანგარიშიდან ყველა სხვა ოპერაციის განხორციელება მკაცრად აკრძალულია.
მიმდინარე სავალუტო ანგარიშზე ჩაირიცხება /გადმოიტანება/ ის სავალუტო სახსრები, რომლებიც დარჩენილია იურიდიული პირის სატრაეზიტლ ანგარიშზე სავალდებულო გაყიდვის განხორციელების შემდეგ.
ეს სახსრები გამოიყენება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და მიზნებისათვის.
9. ოწმუნებული ბანკები სავალუტო სატრანზიტო ანგარიშზე პროცენტებს არ დაარიცხავენ.
10. ვალუტის სავალდებულო გაყიდვასთან დაკავშიოებული ოპერაციების შესრულებისათვის რწმუნებული ბანკი გასამრჭელოს არ იღებს.
11. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული პირი ეროვნული ბანკისათვის სავალუტო სახსრებისნაწილის სავალდებულო გაყიდვას ახორციელებს არა უგვიანეს მათ ანგარიშზე /სატრანზიტო ანგარიშზე/ უცხოურ ვალუტაში ამონაგების მიღებიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
იურიდიული პირი უცხოურ ვალუტაში ამონაგების მიღებიდან 5 საბანკო ბღის განმავლობაში ვალდებულია მომსახურე ბანკს მისცეს დავალება სავალუტო ამონაგების 32%-ის ეროვნული ბანკისათვის მიყიდვის შესახებ და საგადასახადო მოთხოვნვ ეროვნული ბანკისათვის სავალდებულო წესით მიყიდული უცხოური ვალუტის ექვივალენტის კუპონებში ანაზღაურების თაობაზე.
12. თუ სატრანზიტო ანგარიშზე სავალუტო სახსრების შემოსვლიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში იურიდიული პირი არ მისცემს რწმუნებულ ბანკს დავალებას სავალუტო ამონაგების ნაწილის სავალდებულო გაყიდვის თაობაზე და დარჩენილი ნაწილის მის მიმდინარე სავალუტო ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ, მაშინ რწმუნებული ბანკი როგორც სავალუტო კონტროლი აგენტი ვალდებულია ამ სახსრების სატრანზიტო აგგარიშზე შემოსვლიდან არა უგვიანეს მეექვსე საბანკო დღისა თვითონ განახორციელოს აღნიშნული ანგარიშიდან სავალდებულო გაყიდვა 32%-ის ოდნობით და მას აქვს უფლება იურიდიულ პირს გადაახდევინოს საკომისიო მოსაკრებელი ბანკის მიერ დადგენილი ოდენობით და წესით.
13. საქართველოს ეროვნული ბანკი იურიდიული პირების სავალუტო ამონაგების ნაწილის შესყიდვას ახორციელებს ეროვნული ბანკის ოფიციალური სავალუტო რეზერვების ფონლდის ანგარიშზე სახსრების შემოსავლიდან არა უგვიანეს ორი საბანკო დღისა, შესყიდვის მომენტისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსების მიხედვით.
14. რწმუნებული ბანკები საკუთარი სავალუტო ამონაგების სავალდებულო გაყიდვას ახორციელებენ ამ წესების შესაბამისად კვარტალში ერთჯერ საანგარიშგებო კვარტალის მომდევნო თხუთმეტი საბანკო დღის განმავლობაში.
15. რწმუნებული ბანკები პასუხს აგებენ იურიდიული პირების სავალუტო ამონაგების ნაწილის სავალდებულო გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციების დროულად შესრულებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოითხოვს მათთვიტს გაცემული სავალუტო ოპერაციების წარმოების ლიცენზიას და განახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
16. იურიდიული პირების /საკუთრებისა და ოგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის და მიუხედავად/ სავალუტო ამონაგების 32%-ის გაყიდვა უნდა განხორციელდეს ეროვნული ბანკის N 0010169801 ოფიციალური სავალუტო რეზერვების ფონდის ანგარიშზე, ხოლო მისი ანაზღაურება ეროვნული ბანკის N032904503 ოფიციალური რეზერვების ფონდის ანაზღაურების ანგარიშიდან.
სავალუტო-ეკონომიკური
სამმართველოს უფროსი ლ. ქისტაური
დოკუმენტის კომენტარები