დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 25/09/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016043 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/09/2019 - 31/01/2024)
|
სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
|
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 211 მუხლის 21 პუნქტის, 22 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესი“ თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანებაზე თანდართული წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების დაკისრება განხორციელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების საკითხებს. 2. სამსახური უფლებამოსილია სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ სადაზღვევო ბროკერმა ან/და მისმა რომელიმე ადმინისტრატორმა დაარღვია: ა) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულება ან სამსახურის რომელიმე ნორმატივი, ინსტრუქცია, წესი, მოთხოვნა, წერილობითი მითითება; ბ) ანგარიშგების წარდგენის წესი ან ვადა, ან/და წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია. მუხლი 2. სადაზღვევო ბროკერისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმა 1. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე სამსახურის მიერ დადგენილი კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობის ფლობის ან/და განთავსების წესის დარღვევის გამოვლენისას, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. სამსახურის მიერ დადგენილი სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე საქმიანობის ან/და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების მიმართ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. 3. ყოველწლიური აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მოუმზადებლობისა ან/და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ან/და დადგენილი წესით სამსახურისათვის წარუდგენლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 4. სამსახურის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადებში სამსახურში წარუდგენლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 5. სამსახურის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ანგარიშგების ფორმაში არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. 6. სამსახურში წარმოდგენილ ანგარიშგების ფორმებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული ანგარიშგების მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 7. კანონმდებლობით დადგენილი საკუთარი და მომხმარებლისათვის განკუთვნილი ანგარიშების წარმოების ან/და მათი გამოყენების წესის დარღვევის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 8. „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი დებულების, სამსახურის რომელიმე ნორმატივის, ინსტრუქციის, წესის, მოთხოვნის, წერილობითი მითითებების შეუსრულებლობისათვის ან/და სამსახურის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოთხოვნილი დოკუმენტების/ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის თითოეულ ფაქტზე, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 9. დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელებისას, დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას, მასში ცვლილებების შეტანისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისათვის არასრულად მიწოდების და/ან მიწოდების წესის დარღვევის თითოეულ ფაქტზე, სადაზღვევო ბროკერი ან/და ადმინისტრატორი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 3. ფულადი ჯარიმის აღსრულების წესი 1. სადაზღვევო ბროკერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე სამსახური გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურის უფროსის ბრძანების სახით, რომელშიც მითითებულია მისი აღსრულების წესი. 2. სადაზღვევო ბროკერისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი სადაზღვევო ბროკერისათვის გაცნობისთანავე. 3. სამსახური უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ. 4. სადაზღვევო ბროკერისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმა იძულებით აღსასრულებლად მიიქცევა კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 5. ამ წესის შესაბამისად სადაზღვევო ბროკერის მიერ გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები