„სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის №35 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის №35 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 31/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016072
64
31/01/2024
ვებგვერდი, 01/02/2024
290160000.60.072.016072
„სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის №35 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
„სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის №35 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში” ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება  №64

2024 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის35 ბრძანებით დამტკიცებულ სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 სექტემბრის №35 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016043) დამტკიცებულ „სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის დადგენისა და დაკისრების წესში” (შემდგომ – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნები.“.

2. წესის მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21“ მუხლი:

მუხლი 21. სადაზღვევო ბროკერისათვის ან/და ადმინისტრატორისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა „ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სსიპ  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (შემდგომ  ფინანსური მონიტორინგის სამსახური)/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული ფინანსური მონიტორინგის სამსახურის/სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სადაზღვევო ბროკერი ან/და მისი ადმინისტრატორი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:

ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) საეჭვო ან/და უჩვეულო გარიგებასთან (ოპერაციასთან) დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

გ) მფლობელობის და კონტროლის (მმართველობის) განმახორციელებელი სტრუქტურის დადგენის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის გარეშე ან/და კანონმდებლობით დადგენილი იდენტიფიკაციის ან/და ვერიფიკაციის წესის დაუცველად კლიენტთან (ასევე მისი სახელით მოქმედ პირთან) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში;

დ) სიცოცხლის დაზღვევით (საინვესტიციო ხასიათის) მოსარგებლის/სავარაუდო მოსარგებლეთა წრის (მათ შორის, მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ე) მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების არასათანადოდ განხორციელების შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ვ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ზ) გარიგების შეჩერების თაობაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შეუსრულებლობისთვის – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

თ) ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ი) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან განხორციელებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენის შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კ) სადაზღვევო ბროკერის ადგილზე შემოწმების დაწყების თარიღისთვის კლიენტს არ აქვს მინიჭებული რისკის დონე – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში;

ლ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:

ლ.ა) 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებისათვის – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ლ.ბ) 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებისთვის – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

მ) ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ნ) სადაზღვევო ბროკერის ადგილზე შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტების სამსახურისათვის დადგენილი წესით და/ან დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე; იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ო) სამსახურის მიერ შემოწმების შედეგად გაცემული წერილობითი მითითების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

პ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის აღრიცხვისა და/ან შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

ჟ) შესაბამისობის კონტროლის სისტემის არქონის, შიდა კონტროლის არასათანადოდ განხორციელების/განუხორციელებლობის ან/და შესაბამისი პროცედურებისა და წესების მიღების ან/და დაცვის ვალდებულების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

რ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემის არქონის შემთხვევაში – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი