წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 28/09/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016423
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
24
23/09/2019
ვებგვერდი, 25/09/2019
010260020.35.104.016423
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/09/2019 - 07/08/2020)

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2019 წლის 23 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება“.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №43 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს 2019 წლის 28 სექტემბრიდან.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია



დანართი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური
1. მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური:
ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;
ბ) თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით, „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტებით;
გ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
2. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
3. სამსახურის:
ა) საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი ან/და მუნიციპალიტეტის მერის ერთ-ერთი მოადგილე;
ბ) ადგილსამყოფელია ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №5.

თავი II
სამსახურის საქმიანობა

მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა; 
ბ) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმება, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
გ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავება;  
დ) წინადადებების და პროგრამების შემუშავება უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;
ე) წინადადებების შემუშავება, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვა, დაცვა, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობა;    
ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდება;  
ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;   
თ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; 
ი) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
კ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება; 
ლ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლა და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა;
მ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ნ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;
ო) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
პ) სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ჟ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
რ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; 
ს) ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
ტ) შრომითი ბაზრის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
უ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვა;
ფ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, მათი განზოგადება, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, მათი სოციალური უფლებების დაცვა, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ქ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება;
ღ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
3. სამსახური ძირითადი ფუნქციების შესრულების მიზნით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციას და კონტროლს;
ბ) ჯანდაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
გ) სამსახურის:
გ.ა) საქმიანობასთან დაკავშირებული მერის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
გ.ბ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში და მათ შესრულებაში;
დ) დადგენილი წესით  სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას და ინფორმაციის წარდგენას მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან;
ე) კომპეტენციის შესაბამისად სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა  და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 3. სამსახურის უფლება-მოვალეობები
1. სამსახურს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების შესასრულებლად საჭირო დოკუმენტები და სტატისტიკური ინფორმაცია მერიის შესაბამისი სამსახურების, ორგანიზაციების, დაწესებულებისა და პირებისაგან;
ბ) სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტისა და პროგრამული ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში; 
გ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მათგან გამოითხოვოს ინფორმაცია.
2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
ა) დადგენილი წესით დროულად უზრუნველყოს სამსახურის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის, ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებსა და მის თანამდებობის პირებთან.

თავი III
სამსახურის სტრუქტურა

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (შემდგომში – განყოფილებებისაგან).
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური მომსახურების განყოფილება.
3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება  სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელ(ეებ)ისაგან.
5. განყოფილების მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს განყოფილების უფროსი, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. 
6. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
7. განყოფილების საჯარო მოხელეთა:
ა) უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესი განისაზღვრება მერიის დებულებით,  ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 5. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებაზე მონიტორინგს;
გ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას;
დ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
ე) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
თ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა აღრიცხვას;
ი) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას და მათი სოციალური უფლებების დაცვას;
კ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ლ) ეკომიგრანტთა ხელშეწყობას;
მ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 

მუხლი 6. სოციალური მომსახურების განყოფილება
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელებას;
ბ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
გ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
დ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საქმეებზე;
ე) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს, მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას;
ზ) წინადადებების და პროგრამების შემუშავებას უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურების გაწევისთვის და კონტროლს მათ განხორციელებაზე;
თ) წინადადებების შემუშავებას, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების ხელშეწყობას;
ი) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდებას;
კ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარების და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
მ) სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას;
ნ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;
ო) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას;
პ) ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;
ჟ) შრომითი ბაზრის ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
რ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნას და წარმოებას;
ს) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ტ) განყოფილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სამსახურში შემოსული განცხადებების, მიმართვების (წერილების) განხილვას;
უ) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 

თავი IV
დასკვნითი დებულებანი

მუხლი 7. სამსახურის დებულების დამტკიცება, ცვლილების შეტანა  და რეორგანიზაცია
სამსახურის:
ა) დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;
ბ) დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და მერიის დებულებით დადგენილი წესით.