„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 11/07/2022
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016453
6
30/03/2021
ვებგვერდი, 01/04/2021
010260020.35.104.016453
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2021 წლის 30 მარტი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016423) და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულება“.

მუხლი 2
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 სექტემბრის №24 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულება“

ბ) 1_ლი მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახური“.

გ) 1_ლი მუხლის 1_ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახური:

  ა) წარმოადგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის (შემდგომში მუნიციპალიტეტი) მთელ ტერიტორიაზე;

  ბ) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობითა და კანონქვემდებარე აქტებით;

  გ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“

დ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.“

ე) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ც1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც1) სოციალური მუშაობის ჩატარება, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;“

ვ) მე-5 მუხლის 1_ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომ განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული მეორადი სტრუქტურული ერთეული.“

ზ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში“

თ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: „საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.“

ი) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის უფროსის წინაშე;

ბ)განყოფილების სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი;“

კ) მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის დაფინანსება:

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვისა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი მეორადი სტრუქტურული ერთეულის-ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. ბავშვთა მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით ან საერთაშორისო გრანტებითა და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.“

ლ) მე-5 მუხლის მე-18 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)განყოფილების უფროსი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას და უგზავნის მას მის აღსრულებაზე უფლებამოსილ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს (სამსახურებს), ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს);“

მ) მე-6 მუხლს დაემატოს „ნ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ1)„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის საფუძველზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოციალური მუშაობის ჩატარებას, რაც გულისხმობს:

1.ა)სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი პირების აქტიურ იდენტიფიცირებას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა და შეფასებას, პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;

1.ბ)საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საფრთხის თავიდან აცილება, ბენეფიციართა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სოციალურ მომსახურებაში ჩართვას და ამის შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეტყობინებას;

1.გ)ოჯახში ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირებას და მასზე შესაბამის რეაგირებას;

1.დ)ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სოციალური, სამედიცინო, შეღავათიანი მომსახურებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას და მათში ჩართვის ხელშეწყობას;

1.ე)მიზნობრივი ჯგუფებისა და მათი ოჯახებისათვის შესაბამისი აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას და კონსულტაციის გაწევას;

1.ვ)ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სოციალური მუშაობის ჩატარებას;

1.ზ)საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში სოციალური მუშაობის ჩატარებას.“

მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდარეჯან დადიანი