ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016530
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
41
06/09/2019
ვებგვერდი, 12/09/2019
010250050.35.105.016530
ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/09/2019 - 06/12/2019)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2019 წლის 6 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად და  ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
რეკომენდაცია მიეცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს სამორიგეო მანქანების რაოდენობის განსაზღვრისა და გამწესების შემდეგ შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს საწვავის ლიმიტების დამდგენ სამართლებრივ აქტში და აღნიშნული ლიმიტები მიემართოს სამორიგეო მანქანების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 4
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ მოახდინოს არარენტაბელური და ექსპლოატაციისათვის გამოუყენებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინვენტარიზაცია აუქციონის წესით მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი

მუხლი 1. მოქმედების სფერო

ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესი (შემდგომში-წესი) ადგენს ერთიან სტანდარტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების განპიროვნებული და მორიგე ფუნქციების გადანაწილებისას, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და კლასების განაწილებას,  განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს და ზღვრული ფლობის ღირებულებას.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;

გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუა­ლება, რომელიც იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში კონკრეტულ თანამდებობის პირებზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭირო­ე­ბიდან გამომდინარე  დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად გან­კუთ­ვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკ­რეტული მოთხოვნის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამ­შრომელზე;

ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტიურ საშტატო რიცხოვნობას გამოკ­ლე­ბუ­ლი განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა;

მუხლი 3. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე თანამდებობის პირები

განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამ­დე­ბობის პირებს:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერი, მერის მოადგილეები;

ბ) ზუგდიდს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები;

მუხლი 4. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი

1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორ­ციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში – 1 ავ­ტო­მობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წი­ლა­დი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მი­ხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკ­ლებია 1‑ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებუ­რე­ბის გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომო­ბილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკა­ციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვ­ნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარ­ტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნი­კურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც შემ­დ­გომ გამოყენებულ იქნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენისას. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესში (შესაბამის ეტაპზე) პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ისეთი სატენდერო წინადადება, რომელშიც გაუმჯობესებული იქნება მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა), აღნიშნული გარემოება არ განაპირობებს შესყიდვებში მონაწილის უპირატესობას. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა მოხდება ,,სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N90 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლები;,

თ) ძრავის ღვედი;

ი) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს წინა ხუნდები საჭიროების შემთხვევაში, სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო  უკანა ხუნდები სულ მცირე – 4 ჯერ. ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

6. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი ორგანო ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

7. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I; II და  III კლასისა და სპეციალიზებული  ავტომობილები. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.


დანართი №2
კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისა­თვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპი­რო­ბებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის სა­ქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

1. I კლასის ავტომობილები განკუთვნილია შემდეგი თანამდებობის პირებისათვის:

ა)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილეები;

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები;

2. მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები გან­საზ­ღვრულია ცხრილი №1-ით; ხოლო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავ­ტო­მობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №2-ით.

3. ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის  35 300 (ოცდათხუთმეტი ათას სამასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის –50 2000 (ორმოცდაათი ათას ორასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში.

2. II კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

) ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №3-ის შესაბამისად;

ა.ემსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №4-ის შესაბამისად;

ა.ვზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის 26600 (ოცდაექვსი ათას ექვსასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში;

ა.ზზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის 32500 (ოცდათორმეტი ათას ხუთასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 განპიროვნებული:

ბ.ა)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

ბ.გ)ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

) ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ)  მომარაგების;

ა.გ)  თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ა.დ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №5-ის შესაბამისად.

ა.ე) ზღვრული ფლობის ღირებულება 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

4. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ) პიკაპი;

გ) სპეცილიაზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 (ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

დ) სპეციალიზებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №6-ის შესაბამისად;

5. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

6. შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი;


ცხრილი №1

 


 I  კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ(მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე)

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

152

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4767

სიგანე არანაკლებ

1825

სიმაღლე არანაკლებ

1445

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო „ქრაშტესტი“) ან/და 

IIHS (ამერიკული „ქრაშტესტი“)

ელექტროშუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

 აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

 


ცხრილი №2

 


I   კლასის  მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

187

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4623

სიგანე არანაკლებ

1885

სიმაღლე არანაკლებ

1760

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე

უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი

NCAP (ევრო „ქრაშტესტი“) ან/და 

IIHS (ამერიკული „ქრაშტესტი“)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 (ჩართვის და გამორთვის ფუნქციით)

 


ცხრილი №3

I I   კლასის   მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

1.1

ცხენის ძალა არანაკლებ

105

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4483

სიგანე არანაკლებ

1760

სიმაღლე არანაკლებ

1455

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე

უსაფრთხოების დამადასტურებელი

დოკუმენტი

NCAP (ევრო „ქრაშტესტი“) ან/და

 IIHS (ამერიკული „ქრაშტესტი“)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

 აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ წინა 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

 


ცხრილი4

I I   კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

1.3

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4223

სიგანე არანაკლებ

1765

სიმაღლე არანაკლებ

1570

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე

უსაფრთხოების დამადასტურებელი

დოკუმენტი

NCAP (ევრო „ქრაშტესტი“) ან/და 

IIHS (ამერიკული „ქრაშტესტი“)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

 აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 (ჩართვის და გამორთვის ფუნქციით)

 


ცხრილი5

I I I   კლასის მსუბუქი ავტომობილები

ძრავას მოცულობა არანაკლებ

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

75

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3840

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1450

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე

უსაფრთხოების დამადასტურებელი

დოკუმენტი

NCAP (ევრო „ქრაშტესტი“) ან/და 

IIHS (ამერიკული „ქრაშტესტი“)

ელექტრო შუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

 აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

 


ცხრილი6

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ძრავას მოცულობა არანაკლებ

1.0

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ

დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისის ქრაშტესტის სერთიფიკატი

NCAP (ევრო „ქრაშტესტი“) ან/და 

IIHS (ამერიკული „ქრაშტესტი“) ან

JNCAP(იაპონური ქრაშტესტი)