„ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016536
47
06/12/2019
ვებგვერდი, 11/12/2019
010250050.35.105.016536
„ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის  „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილებისა და კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 6 სექტემბრის  №41 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 12/09/2019, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016530) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის:

ა) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

) განპირობებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში კონკრეტულ თანამდებობის  პირებზე ან/და კონკრეტულ თანამშრომელზე;”;

ბ)  მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„7. ამ წესის მიზნებისთვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: II და III  კლასისა და სპეციალიზებული ავტომობილები. ავტომობილების თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისთვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების №2 დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.”;

გ)  დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა წოწერია



დანართი №2

 

კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისა­თვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპი­რო­ბებს. ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის სა­ქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

მუხლი 1

1. II კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)ზოგადი დანიშნულების:

ა.ა)სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ა.დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №1-ის შესაბამისად;

ა.ე) მსუბუქი მაღალი განმავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები ცხრილი №2-ის შესაბამისად;

ა.ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის 26600 (ოცდაექვსი ათას ექვსასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში;

ა.ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის 32500 (ოცდათორმეტი ათას ხუთასი) დოლარის ეკვივალენტი ლარში.

2. განპიროვნებული:

ა) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი,  მერის მოადგილე.

ბ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის  მოადგილე.

მუხლი 2

1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ა.დ) მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – ცხრილი №3-ის შესაბამისად.

ა.ე) ზღვრული ფლობის ღირებულება 21 000 (ოცდაერთი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

2. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია  ცხრილი №4-ის შესაბამისად.

3. III კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 29600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 3

1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ) პიკაპი;

გ) სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34 800 (ოცდათოთხმეტი ათას რვაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

დ) სპეციალიზებული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 4

შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

მუხლი 5

შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

 

 

ცხრილი №1

II კლასის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

105

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4483

სიგანე არანაკლებ

1760

სიმაღლე არანაკლებ

1445

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა

კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც

ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი

ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები,

ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის

მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და

საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის

სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP

(იაპონური ქრაშტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

 აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

 

 

ცხრილი2

II კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

120

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

4223

სიგანე არანაკლებ

1765

სიმაღლე არანაკლებ

1570

 

 

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა

(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა

კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის

მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის

დისკი და საყრდენი დისკი);

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად

შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტრო შუშები

ოთხივე

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 4 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

 

ცხრილი3

III კლასის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

75

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3840

სიგანე არანაკლებ

1695

სიმაღლე არანაკლებ

1450

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა

(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა

კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის

დისკი და საყრდენი დისკი);

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის

სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან

JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

 

 

ცხრილი №4

III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

 

 

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა

კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე

შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი

ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები,

ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი

ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო,

გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა

კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის

სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი)

ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიო სისტემა, უკანა საქარე მინის ელ. გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS (მოცურების საწინააღმდეგო სისტემა)

აუცილებელი მოთხოვნა

4X4

 

 

ცხრილი5

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება

ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის

სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან

JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,

გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი

(რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე,

გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა

(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები,

ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები,

გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა

კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის

გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება