,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი N 26 რ ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 16/08/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2019
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016052
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
N 26 რ ს
16/08/2019
ვებგვერდი, 21/08/2019
010240010.30.060.016052
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (21/08/2019 - 13/09/2019)

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ.1-10 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:

ა)  ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:

ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:

ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;

ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;

ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;

ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;

ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);

ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;

ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას);

ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:

ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;

ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;

ბ.გ) კანონპროექტის გავლენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;

ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;

ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა;

ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;

გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება:

გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;

გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;

გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;

გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;

დ)  კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:

დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;

ე) კანონპროექტის ავტორი;

ვ) კანონპროექტის ინიციატორი.“.

2. კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს.

2. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან.

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ.

4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების პროექტებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ხელახალ სამართლებრივ დასკვნას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ხელახალ სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს ასევე ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ.

7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

8. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება.“.

3. კანონის 22-ე მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკას.“.

4. კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა, გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს, რომელიც მისთვის დოკუმენტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, გამოსაქვეყნებლად წარუდგენს  ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.“.    

5. კანონის 231 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა) თან უნდა ახლდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“.

6. კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა) თან არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა.“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 15 სექტემბრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე

 

 

16 აგვისტო 2019 წ.

ქ. თბილისი

NN 26 რ ს