დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | N 26 რ ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 16/08/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2019 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.060.016052 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნაწილი I, №60, 03.11.2010 წ., მუხლი 376, გვ.1-10 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1. კანონის მე-15 მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი; ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა; ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას); ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო; ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) კანონპროექტის გავლენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში აღინიშნება: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან; გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან; გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ე) კანონპროექტის ავტორი; ვ) კანონპროექტის ინიციატორი. 2. კანონპროექტს ასევე უნდა დაერთოს: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ბ) შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ყველა შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის დოკუმენტი, მათ შორის, იმ შეფასების/რეკომენდაციის/შენიშვნის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის ავტორის/ინიციატორის მიერ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, კვლევა, ანალიზი და სხვა ნებისმიერი წყარო, რომელიც საფუძვლად დაედო კანონპროექტის მომზადებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ე) პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელში ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი, და ისინი წარდგენილი უნდა იქნეს საკანონმდებლო პაკეტის სახით; ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს უნდა დაერთოს ამონაწერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის ოქმიდან, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. 2. კანონის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტი (გარდა უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებისა) სამართლებრივი დასკვნისათვის გადაეცემა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს. 2. ნორმატიული აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ზემდგომი ნორმატიული აქტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, ასევე მის შეთანხმებას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმების შემდეგ. 4. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი უფლებამოსილია მის მიერ სამართლებრივი დასკვნის გაცემამდე მოითხოვოს ნორმატიული აქტის პროექტზე შესაბამისი დარგის საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა. 5. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტზე (გარდა უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებისა) დასკვნას საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის თაობაზე იძლევა ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. 6. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ხელახალ სამართლებრივ დასკვნას. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ხელახალ სამართლებრივ დასკვნას საჭიროებს ასევე ის ნორმატიული აქტი, რომელიც გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ. 7. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება. 8. ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს, მატერიალური დოკუმენტის გარდა, შესაძლებელია, აგრეთვე, ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება.“. 3. კანონის 22-ე მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისათვის ცნობილი გახდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული გარემოებანი, იგი ვალდებულია მიმართოს ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს) ან ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირს) ან/და საერთო სასამართლოს ნორმატიული აქტის გაუქმების (შეჩერების) მოთხოვნით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისას საერთო სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას.“. 4. კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტი (გარდა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არაუგვიანეს 2 (ორი) დღისა, გამოქვეყნების უზრუნველსაყოფად უნდა გადაეცეს/გადაეგზავნოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს, რომელიც მისთვის დოკუმენტის გადაცემიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღისა, გამოსაქვეყნებლად წარუდგენს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს.“. 5. კანონის 231 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. კანონის 231 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოსაქვეყნებლად წარდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა) თან უნდა ახლდეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“. 6. კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კანონის 232 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა.“. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ. |
| მუხლი 2 |
ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 15 ოქტომბრიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 13 სექტემბრის კანონი №30 - ვებგვერდი, 13.09.2019 წ.
|
16 აგვისტო 2019 წ. ქ. თბილისი NN 26 რ ს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები