,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 08/08/2019
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016269
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
19
08/08/2019
ვებგვერდი, 13/08/2019
010340000.32.061.016269
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/08/2019 - 23/09/2019)

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №19

2019 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის მიზნით სალიკვიდაციო კომისიის შექმნის თაობაზე

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის შესაბამისად,

1. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილება.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის (შემდგომში − იუსტიციის დეპარტამენტი) ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე − იგორ კოპალიანი − კომისიის თავმჯდომარე;

ბ) იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე − ვასილ ზაქარაია − კომისიის წევრი;

გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი;

ე) ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;

ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი;

ზ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს წარმომადგენელი - კომისიის წევრი.

მუხლი 2
კომისიამ 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე უზრუნველყოს:

ა) იუსტიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;

ბ) იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით შესაბამისი უფლებამონაცვლე ორგანიზაციებისათვის გადაცემა, ხოლო  დარჩენილი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა;

გ) იუსტიციის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის (მასალის), მათ შორის,  ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამონაცვლე დაწესებულებებისათვის გადაცემა ან/და მათი დაარქივება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ)  სამუშაო ჯგუფების შექმნა ლიკვიდაციის პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა თემატური საკითხის მოსაგვარებლად;

ე) კომისიის  მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის წარმოდგენა;

ვ) იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3
1. კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში  –  თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული კომისიის ერთ-ერთი წევრი. ამასთან, კომისიის წევრების არყოფნის შემთხვევაში (მივლინება, შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და ა.შ.) კომისიაში მონაწილეობას იღებს ამ წევრის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის კანდიდატურა კომისიის თავმჯდომარეს წარედგინება შესაბამისი უწყების მიერ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  

2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის სხდომის მდივანი განისაზღვრება კომისიის სხდომაზე.     

5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და სხდომის მდივანი.

6. კომისიის სამდივნოს ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

მუხლი 4
ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული უწყებების წარმომადგენლებმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინონ კომისიის წევრთა სახელობითი კანდიდატურები.
მუხლი 5
კომისიის საქმიანობა დასრულებულად ითვლება ამ დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის წარმოდგენის მომენტიდან.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელირუსლან აბაშიძე