საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/08/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.021379
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
364
05/08/2019
ვებგვერდი, 05/08/2019
040030000.10.003.021379
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/08/2019 - 18/10/2019)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №364

2019 წლის 5 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“  ქვეპუნქტის შესაბამისად:

 


მუხლი 1
რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი.

 

მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი განისაზღვროს გრანტის გამცემად.
მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის მიერ გრანტის გაცემის წესი, საგრანტო კონკურსების დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 4
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კულტურის ეროვნული ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს უფლებამონაცვლედ.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის №3 დადგენილება.

 

მუხლი 6
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტრომ განა­ხორ­ციელოს:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის ეროვნული ფონდის სახელმწიფო კონტროლი.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურის ეროვნული ფონდის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 7
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −  შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 2019 წლის 1 აგვისტოდან  2019 წლის  1 ოქტომბრამდე.
მუხლი 8
1. დადგენილების პირველი მუხლი, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-7 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების მე-2 − მე-5 მუხლები და მე-6 მუხლის პირველი  პუნქტი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ოქტომბრიდან.

 


პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
9. 21/12/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 599 - ვებგვერდი, 22/12/2021 8. 06/04/2021 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 155 - ვებგვერდი, 07/04/2021 7. 28/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 805 - ვებგვერდი, 29/12/2020 6. 17/09/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 582 - ვებგვერდი, 18/09/2020 5. 09/07/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 420 - ვებგვერდი, 10/07/2020 4. 29/04/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 281 - ვებგვერდი, 30/04/2020 3. 24/02/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 127 - ვებგვერდი, 25/02/2020 2. 25/12/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 652 - ვებგვერდი, 27/12/2019 1. 18/10/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 495 - ვებგვერდი, 21/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას