დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 652 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.021672 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2019 - 24/02/2020)
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს №364 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2019, 040030000.10.003.021379) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:
1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − შემოქმედებითმა საქართველომ უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება 2019 წლის 1 აგვისტოდან 2020 წლის 1 თებერვლამდე.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დადგენილების მე-2 − მე-5 მუხლები და მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები