დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 354 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/07/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/08/2019 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021372 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2019 - 05/11/2019)
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − წამლის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეები და საფასურები №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
1. დაინტერესებული პირის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურებისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, სააგენტოს ანგარიშზე თანხის წინასწარ ჩარიცხვის გზით.
2. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება განხორციელდება შემდეგი წესით: ა) თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილი საფასურის განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილი საფასურის განაკვეთს შორის; ბ) გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ბ.ა) დაინტერესებული პირი სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემოტანამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღების თაობაზე; ბ.ბ) მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დადგენილებით; ბ.გ) განცხადებით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემები; გ) სააგენტოს მიერ შესაბამისი მომსახურების დაწყების შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება; დ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირისათვის მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება ხდება 10 სამუშაო დღეში. |
| მუხლი 3 |
გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები რეგულირდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
შენიშვნა: ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.
| |||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები