დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.021606 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/12/2019 - 04/05/2021)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“.
|
| მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის №354 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეები, საფასურის ოდენობა, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ მომსახურების გაწევის სახეებს, საფასურის ოდენობასა და მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესს. 2. დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული მომსახურების საფასური წინასწარ, შესაბამისი მომსახურების მიღებისათვის, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. 3. მომსახურების მიმღები ვალდებულია, ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს სააგენტოში. 4. ამ წესით განსაზღვრული საფასური მოიცავს დღგ-ს. 5. ამ წესის მოქმედება (მათ შორის, მომსახურების საფასურის გავრცელება) სააგენტოში წარდგენილი განაცხადების მიმართ ვრცელდება განცხადების წარდგენის მომენტისათვის არსებული წესის შესაბამისად. მუხლი 2. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია: ა) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილის, შშმ სტატუსის მქონე პირები, ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანები, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი“, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია 100 000 ქულაზე. მუხლი 3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება 1. მომსახურების მიღების მაძიებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება, თუ: ა) მომსახურების მიღების მაძიებელმა განაცხადის შეტანამდე მოითხოვა გადახდილი თანხის დაბრუნება; ბ) საფასური გადახდილია ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ წესით განსაზღვრულ განაკვეთს შორის; გ) საფასური გადახდილია ამ წესის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ; დ) განაცხადით გათვალისწინებული მოთხოვნა უკვე შესრულებულია, არსებობს მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემი; ე) მომსახურება არ განხორციელდა განმცხადებლისგან/დაინტერესებული პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით; ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეს. 2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილш უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი წლის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასური არ ბრუნდება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 4. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობები სამედიცინო და საექიმო საქმიანობის (მათ შორის, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების) სფეროში:
მუხლი 5. მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში:
შენიშვნა: ცხრილის მე-2 პუნქტში მითითებული ერთზე მეტი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, საფასურის ოდენობა განისაზღვრება იმ მომსახურების საფასურით, რომელზეც დაწესებულია უფრო მაღალი ოდენობა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები