საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5012-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 020000000.05.001.019586
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5012-Iს
20/09/2019
ვებგვერდი, 27/09/2019
020000000.05.001.019586
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/05/2020 - 15/07/2020)

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 46და 46მუხლები:

„მუხლი 465. მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში), ინტერნეტსალონსა და კაფეში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა

1. ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში), ინტერნეტსალონსა და კაფეში ბავშვის დაშვების წესების დარღვევა −

გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

მუხლი 466. საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა

საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“;

ბ) 14411 მუხლი:

„მუხლი 14411. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა

1. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა ან შესაბამისი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.“;

გ) 1701 მუხლი:

„მუხლი 1701. არასრულწლოვნის ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის, ან არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდება

არასრულწლოვნის ისეთი სამუშაოს შესრულებაში ჩაბმა ან/და ისეთი სამუშაოს შესასრულებლად გამოყენება, რომელიც მას ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის ან ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან/და სოციალური განვითარებისათვის, ან არასრულწლოვნისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის მიწოდება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით,  იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

2. 1713 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1713. 18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას

1. 18 წლამდე პირის ისეთ ინდუსტრიაში ჩაბმა, რომელიც ითვალისწინებს ალკოჰოლიანი სასმლის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების, თამბაქოს ნაწარმის წარმოებას, დასაწყობებას, ტრანსპორტირებას ან რეალიზაციას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 172და 172მუხლები:

„მუხლი 1728. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა

1. საჯარო კინოჩვენებაზე ბავშვის დაშვების წესების დარღვევა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

მუხლი 1729. ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის პუბლიკაციების ბავშვისათვის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა

1. ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა სახის ბეჭდური მედიის იმ პუბლიკაციების ბავშვისათვის მიყიდვა, ჩუქება ან სხვა ფორმით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომლებიც ბავშვისათვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შეიცავს, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“.

4. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445,  447–4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721–78-ე, 791–81-ე, 821, 822, 825, 84-ე–86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533–1535 მუხლებით, 1536 მუხლის  მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557–15510, 156-ე, 1571–1581, 159-ე, 1591, 1594–15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე−167-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6 და მე-8−მე-16 ნაწილებით, 172-ე, 1724–1726, 173-ე, 1734–1737, 1739, 17312 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791–1793, 180-ე და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილითა და 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971, 1972 და 1991 მუხლებით.“.

5. 2093 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 465, 466, 55​​5, 77​​1 და 77​​2 მუხლებით, 82​​5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 107​2−1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252−125​​4 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 და 146​​1 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 150-ე−1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 151​2 და 152​3−1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 153​​9, 1561, 158​​3, 1584, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის სტრუქტურული ერთეული ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“.

6. 228-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 228. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441, 1443–144და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.“.

7. 239-ე მუხლის:

ა) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 ნაწილი:

„141. ამ კოდექსის 465, 466, 172და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი.“;

ბ) 35-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. ამ კოდექსის 141-ე−142-ე, 1441, 1443–1445  და 14411 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილი პირები.“.

8. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კოდექსის 465, 466, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354  მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.

9. 252-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსის 45-ე, 451, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−56-ე და 57-ე–572 მუხლებით, 57​3 მუხლის მე-2 ნაწილით, 574−59-ე, 59​2−მე-60, 603−61​1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694, 695, 71-ე, 721−78-ე, 791−81-ე, 822 და 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−893, 912, 92​1, 94-ე, 95-ე, 96​1, 96​2, 96​4, 981, 99-ე, 100​1, 1002, 103-ე–104-ე, 105​1, 134-ე, 135-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146​1, 148-ე−152-ე, 1522, 1523, 153-ე, 153​1, 1533–153​6, 154-ე−154​2, 156-ე, 157​1–158-ე, 164-ე, 164​4, 165-ე, 1651, 166-ე−167-ე, 170-ე და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172​4, 1728, 1729, 173-ე–1732, 173​6, 173​7, 1739, 174-ე–174​2, 175-ე−175​2, 177​1, 177​8, 1779, 1792, 180-ე–183​1, 185-ე–185​2, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1971 და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

20 სექტემბერი 2019 წ.

N5012-Iს